23:49
C++ პროგრამირება 3 / კომენტარები

კომენტარები შეგიძლიათ დაწეროთ ყველგან, არ არის შეზღუდული მისი ზომა, ასევე არაა შეზღუდული მისი შიგთავს. გვაქვს კომენტარის ჩაწერის 2 მეთოდი პირველი // რომელიც აკომენტირებს სტრიქონს და მეორე მეთოდი
/* კომენტარი */  აკომენტირებს შიგთავსს ანუ ამ სიმბოლოებს შორის მოქცეული შიგთავსი აღქმული იქნება, როგორც კომენტარი.

კომენტარების ძირითადი დანიშნულებაა, დეველოპერს გაუმარტივოს კოდთან მუშაობა და ასევე გაამარტივოს მისი რედაქტირება, რაც გულისხმობს იმას, რომ თუ თქვენ დღეს ხართ კომპანიაში მუშაობთ რაღაც პროექტზე საბედნიეროდ თქვენ დაგაწინაურეს ან ნახეთ რაიმე უფრო მაღალ ანაზღაურებადი სამსახური დატოვეთ თანამდებობა და თქვენ ადგილას დადგა თქვენი შემცვლელი, მას შეიძლება მოუწიოს თქვენს მიერ დაწერილ კოდებთან მუშაობა და თქვენი კომენტარები დაეხმარება მას რათა მარტივად გაარკვიოს თუ რა ხდება კოდში, რომელი ცვლადი რას აკონტროლებს, რომელი ფუნქცია რას ემსახურება და ასე შემდეგ.

#include <iostream>
using namespace std;
int main()
{
cout << "GAMARJOBA " <<"TQVEN IMYOFEBIT  " <<"BT.PVT.GE - ZE "; 
//AM PROGRAMIS SHEDEGI IQNEBA ( GAMARJOBA TQVEN IMYOFEBIT BT.PVT.GE - ZE )
/*
aseve 
chven 
shegvidlia
komentarishi
movaqciot
ramodenime
striqoni
ertad
*/
return 0;
}


ახლა შევაჯამოთ ჩვენი გაკვეთილი. დაიმახსოვრეთ, რომ გვაქვს კომენტირების 2 ფორმა 

// ეს გახლავთ პირველი ფორმა, სტრიქონის დაკომენტარება
 
/*
ეს
გახლავთ
მეორე
ფორმა,
მრავალი 
სტრიქონის
დაკომენტარება.
*/

| ტეგები: с++ გაკვეთილები, პროგრამირება

კატეგორია: C++ | ნანახია: 412 | დაამატა: TeMo | რეიტინგი: 0.0/0
იტვირთება რეკლამის ბარი...