17:36
მეტაბოლიზმი და მისი ფუნქციები
მეტაბოლიზმი (ბერძ. μεταβολή — „გარდაქმნა, გადაქცევა“) — ქიმიური რეაქციები, რომელიც ხდება ცოცხალი არსების ორგანიზმში. ეს პროცესი ორგანიზმებს საშუალებას აძლევს გაიზარდნონ და გამრავლდნენ, თავიანთი სტრუქტურა შეინახონ და აღადგინონ, და უპასუხონ გარემოს ზემოქმედებებს. ჩვეულებრივ მეტაბოლიზმი იყოფა ორ ჯგუფად: კატაბოლიზმად და ანაბოლიზმად.

მეტაბოლიზმი ანუ ნივთიერებათა ცვლა არის ბიოქიმიური პროცესების ერთობლიობა, რომლებიც უზრუნველყოფენ ცოცხალი ორგანიზმის ზრდას, განვითარებასა და რეპროდუქციას. 
მარტივად რომ ვთქვათ, მეტაბოლიზმის დროს ხდება მიღებული საკვების ენერგიად გარდაქმნა და შემდეგ ამ ენერგიის გამოყენება. 
ჩვენს ორგანიზმს მოსვენებულ მდგომარეობაშიც კი სჭირდება ენერგია ისეთი ფუნქციების შესასრულებლად, როგორიცაა: სუნთქვა, გულის ცემა, საჭმლის მონელება, უჯრედების ზრდა და რეგენერაცია. კალორიების ის რაოდენობა, რომელსაც ორგანიზმი იყენებს ამ საბაზისო ფუნქციებისთვის ჰქვია - ბაზალური მეტაბოლური სიჩქარე.


 
| ტეგები: მეცნიერება, მეტაბოლიზმი, ვარჯიში, სწორი, ნივთიერება, კვება, ცვლა

კატეგორია: ადამიანი | ნანახია: 426 | დაამატა: Dvalishvili | რეიტინგი: 0.0/0
იტვირთება რეკლამის ბარი...