ადამიანები იმდენად არიან დარწმუნებულნი თავიანთი აზრის სამართლიანობაში, ხშირად ტყუილად დაჯერებულნი, მიიჩნევენ რა მას ერთადერთ ჭეშმარიტებად, რომ სხვის მოსაზრებას ამპარტავნულად არად აგდებენ; ეს ქედმაღლობა პირველმიზეზია მხეცობისა და დევნისა, არავის სურს ითმენდეს მისგან განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანს, თუმც აზრები ქვეყნად იმდენია, რამდენიც ადამიანი, მაგრამ არ არსებობს არც ერთი სექტა, რომელიც არ განსჯიდეს ყველა დანარჩენ სექტას და არ ისურვოს ერთპიროვნული ბატონობა. |