ისტორია [0] ქართული ენა [0]
მათემატიკა [0] ფიზიკა [0]
ლიტერატურა [3] ქიმია [0]

განყოფილებაში განცხადება: 3
ნაჩვენებია განცხადება: 1-3


აკაკი წერეთელი იყო პოეტი, რომელიც თავისი შემოქმედებით მთელ ქართველ ერს ათბობდა. მის ლექსებში ავტორისეული სითბო, სინათლე გადმოიღვრება. ენაც გასაგები და მარტივია. მისი ლექსები ხალხმა სიმღერებადაც კი აქცია. ამ და სხვა მიზეზებისგამოვე უწოდეს შესანიშნავ საზოგადო მოღვაწეს ბულბული.
კატეგორია: ლიტერატურა | ნახვები: 39691 | დამატებულია: Dvalishvili-ს მიერ | თარიღი: 2019-03-04

სპარსელთა მეფის მერვე წელს სამეფო კარისკენ გაემართა ვარსქენ პიტიახში, არშუშას ძე; თავდაპირველად ისიც ქრისტიანი იყო და ქრისტიანი მამისა და დედის ნაშობი, და მის ცოლად იყო სომეხთა სპასპეტის, ვარდანის ასული, რომლის შესახებაც მოგწერეთ თქვენ. მამისგან სახელი ჰქონდა ვარდანი, სიყვარულით კი მისი სახელი იყო შუშანიკი, მოშიში ღვთისა, როგორც ვთქვით, თავისი სიყრმიდან; ხოლო თავისი ქმრის უკეთური ბუნების გამო იგი მუდამჟამს ფიქრებში იყო· და ყველას ევედრებოდა მისთვის ლოცვის აღვლენას, რომ ღმერთს შეეცვალა იგი უგუნურების ბუნებისგან და მიახლებოდა ქრისტეს გონიერებას... იხილეთ ვრცლად სრულიადში!
კატეგორია: ლიტერატურა | ნახვები: 2655 | დამატებულია: TeMo-ს მიერ | თარიღი: 2019-02-23

კაცია-ადამიანი?! — ქართველი მწერლის ილია ჭავჭავაძის სატირული მოთხრობა თავად ლუარსაბ თათქარიძეზე და მის ოჯახზე, რომელშიც გაშუქებულია მარადიული პრობლემა ადამიანის ცხოვრების არსისა. ერთი გამოგონილი პერსონაჟის მაგალითზე გაკრიტიკებულია ადამიანის ბიოლოგიური არსებობა. მოთხრობაში, ასევე, გაკრიტიკებულია იმდროინდელი ქართველები, როგორც თავად-აზნაურობა, ასევე გლეხები და მათი ზოგიერთი ჩვეულება.
კატეგორია: ლიტერატურა | ნახვები: 363 | დამატებულია: TeMo-ს მიერ | თარიღი: 2019-02-22