00:10
აკაკი წერეთელი - ,, აღმართ-აღმართ " / ანალიზი
აკაკი წერეთელი იყო პოეტი, რომელიც თავისი შემოქმედებით მთელ ქართველ ერს ათბობდა. მის ლექსებში ავტორისეული სითბო, სინათლე გადმოიღვრება. ენაც გასაგები და მარტივია. მისი ლექსები ხალხმა სიმღერებადაც კი აქცია. ამ და სხვა მიზეზებისგამოვე უწოდეს შესანიშნავ საზოგადო მოღვაწეს ბულბული.
ლექსი ,,აღმართ-აღმართ" აკაკის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ლექსია ფორმით, სტილით, შინაარსით თუ შექმნის ისტორიით. ნამდვილად არ ეტყობა, რომ  ლექსი მთვრალ აკაკის დაუწერია დიდი აღმართზე ასვლისას. დაწერილია მაჯამით ანუ ომონიმური რითმის სახით, მაგრამ იკვეთება, როგორც ჩვეულებრივ არა ოთხი არამედ ორი სტრიქონი. მთელი ლექსი კი ალეგორიულადაა გადმოცემული. სატრფოს სხვის მკლავებში ხილვის დარდი, სინამდვილეში ავტორის სამშობლოს(სატრფოს) გარუსებით გამოწვეული გულისტკივილია.
ლექსის დასაწყისი ლირიკული გმირი შეწუხებული და მზის სხივებისგან დადაგულია. ეს სულაც არაა სასიამოვნო, მიუხედავად იმისა, რომ თავს სწორედ ასე გრძნობ ცოცხლად, სიკვდილისგან დაწუნებულად. ეიფორიაში მყოფ ავტორს სიმართლის შეუპოვარი ხმა ესმის. ეს აფხიზლებს და ცის მახლობლადაც კი ფეხქვეშ მიწას აგრძნობინებს. უკვე ,,კაცად ყოფნის" ამბიციებიც უჩნდება და სურს იხილოს ის ვის გამოც ცოცხლობს-სატრფო, საბოლოოდ კი აღმოჩნდება, რომ ის სხვის კალთას მოჰფარებია, ლირიკული გმირი კი დავიწყებია. აკაკიმ თავისი სათქმელი გასაგებად, მაგრამ შეფარვით გადმოგვცა:
,,მივაძახე: ,,ჭინჭარში ნუ ვარდები!..
ნუ გგონია იქ ია და ვარდები!
შეიბრალე თავი შენი იცოდე!
მაგ შარბათში საწამლავს ჰსვამ, იცოდე"."
ფინალი კი პოეტისთვის მეტად უჩვეულოა ის ნებდება წუთისოფლის სიავეს დასამარეში განისვენებს მარადის.

წყარო: http://human-killer-detective.blogspot.com/2016/02/blog-post.html
| ტეგები: აღმართ-აღმართ, აკაკი, აღმართაღმართ, ანალიზი, აღმართ, წერეთელი, შინაარსი

კატეგორია: ლიტერატურა | ნანახია: 39808 | დაამატა: Dvalishvili | რეიტინგი: 4.1/21
იტვირთება რეკლამის ბარი...