ალბათ დამეთანხმებით, რომ ქერათმიანი და სავსემკერდიანი მდედრების მიმართ ლტოლვას მაინცდამაინც ყველა მამაკაცი როდი იზიარებს. ისევე როგორც სხვა დანარჩენში, ადამიანებს გემოვნება და შეხედულებებიც განსხვავებული აქვთ. მამაკაცების შემთხვევაში ეს ქალის ვიზუალურ იმიჯსა და გარეგნობასაც შეეხება. ვიღაცას თუ გამხდარი, ნატიფი გოგონები ხიბლავს, სხვა ხორცსავსე და ფორმებიან ქალებს აყოლებს თვალს ქუჩაში. ასტროლოგები თვლიან, რომ მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვითაც უყალიბდება გემოვნება. მოკლედ, როგორც იტყვიან, "ყველა ალხანას, თავისი ჩალხანა ჰყავსო"... 
Attachments: სურათი 1
Category: მეცნიერება | Views: 1961 | Added by: Dvalishvili | Date: 2017-01-02 | Comments (0)

გალაკტიონ ტაბიძის ლექსების კრებული
Attachments: სურათი 1
Category: ლიტერატურა | Views: 17927 | Added by: Dvalishvili | Date: 2017-01-02 | Comments (1)

ინდოეთი გამორჩეულია თავიანთი ტრადიციული დღესასწაულების სიმრავლით, მაგრამ მათ შორის საუკეთესო ჰოლის დღესასწაულია, რომელიც გულგრილს არავის ტოვებს.
ჰოლი არის თავისუფლების საერთო სახალხო დღესასწაული, ფესტივალი თავისუფალი სოციალური ნორმებისაგან. თეთრ ტანსაცმელში გამოწყობილი ადამიანები ფერად საღებავს აყრიან ერთმანეთს, ასხამენ შეღებილ წყალს. ამ დღესასწაულს ყველა ერთად აღნიშნავს და მასში მთელი ინდოეთი იღებს მონაწილეობას განურჩევლად კასტისა, სოციალური ფენისა, რელიგიური შეხედულებებისა თუ სქესისა. ფესტივალი ტარდება პხალგინის თვის სავსემთვარეობაზე და თებერვალ-მარტში უწევს ხოლმე გრიგორიანული კალენდრით. ფესტივალი ორ დღეს გრძელდება. აღნიშნავენ გაზაფხულის, ფერების, ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვების დღეს. თუ კი პირველ დღეს ბოროტი ჰოლიკას ფიტულს წვავენ, დღესასწაულის მეორე დღეს ისინი სეირნობენ, ფერად ფხვნილს აყრიან ერთმანეთს, უღებავენ ტანს ნაირფერი წყლით და მხიარულობენ. ამასთანავე რაც მეტად არის “მოთხუპნული” ადამიანი, ესე იგი მას უფრო მეტმა ადამიანმა უსურვა ბედნიერება. ჰოლიზე ყველა სვამს ბჰანონგოს, რომლის შემადგენლობაშიც შედის მარიხუანის წვენი ან ფოთლები და რძის პროდუქტები.
ჰოლი როგორც გაზაფხულის ფესტივალი, აღვსილია მზის შუქითა და ბუნების ფერებით. როგორც ჩანს ეს დღესასწაული უფრო ძველი უნდა იყოს, ვიდრე ლეგენდები ამბობენ მისი წარმოშობის შესახებ.ეს დღესასწაული რამდენიმე ასეული წლით უფროსია ქრისტეზე. მასში არის გაერთიანებული პირველყოფილი ორგიების ელემენტები, რომელიც გამრავლების ღვთაებებისადმი იყო მიძღვნილი. აღნიშნული ელემენტებით ის უახლოვდება დანარჩენი მსოფლიოს დღესასწაულებს, რომლებიც ამ მიზეზით აღინიშნებოდა.
Category: საინტერესო | Views: 1404 | Added by: Dvalishvili | Date: 2017-01-02 | Comments (0)