“თქვენთვის ორ რამეს ვტოვებ და ჭეშმარიტ გზას არ აცდებით მანამ, სანამ მას ჩაეჭიდებით. ერთი ალლაჰის წიგნია, მეორე შუამავლის სუნნეთი.” (მუვატტა, ტ. 4, გვ. 246; ელ-მუსნედ, 2/280)
Attachments: სურათი 1
Category: რელიგია | Views: 1496 | Added by: Dvalishvili | Date: 2017-04-26 | Comments (0)

რამადანი, რამაზანი — ისლამური კალენდრის მეცხრე თვის სახელწოდება. ამ თვეში განთიადიდან მზის ჩასვლამდე ყველა მუსლიმი მარხულობს. ამ დროს ისინი ყველანაირ საჭმელზე, სასმელსა და სქესობრივ კავშირზე უარს ამბობენ. მოხუცები ავადმყოფები, მოგზაურობაში მყოფი ადამიანები და ორსული ქალები ნებადართული არიან ამ დროს მარხვა არ შეინახონ, თუმცა წელიწადის სხვა დროს მუსლიმებმა ეს მარხვა უნდა დაიცვან, ხოლო ავადმყოფებს, რომლებისთვისაც საერთოდ არ შეიძლება მარხვის შენახვა (შიმშილობა) შეუძლიათ სხვა მარხვის მქონეს გაუმასპინძლდნენ და ამით გამოისყიდონ, ეს მარხვის შენახვის ტოლფასია ისლამში. ბავშვები მარხვასა და ნამაზის ლოცვას ძირითადად გარდატეხის ასაკში იწყებენ, თუმცა მარხვას ბევრი ადრეულ ასაკშიც იწყებს,რელიგიის მიხედვით ლოცვის დაწყება სასურველია 7 წლის შემდეგ და ეს სულ უნდა გაგრძელდეს, დღეში ხუთჯერ ლოცვით. მარხვა გულისხმობს: მოთმინებას, თავმდაბლობას და სულიერ სიმშვიდეს. ეს დრო არის მიძღვნილი ღვთის საამებლად. ამ დროს ჩვეულებრივზე მეტად იკითხება ლოცვები. მარხვის დროს აუცილებელია მუსლიმმა ითხოვოს მოწყალება (მოინანიოს) ღვთისგან, ილოცოს სწორი გზის საპოვნელად და ყოველგვარი საცდურისაგან თავის ასარიდებლად.
Attachments: სურათი 1
Category: რელიგია | Views: 1823 | Added by: Dvalishvili | Date: 2017-04-10 | Comments (0)

სიტყვა “ანტიქრისტე” შედგება ორი ბერძნული სიტყვისგან – “ანტი” (საწინააღმდეგო) და “ქრისტე”. ბუკვალური თარგმნით “ანტიქრისტე” ნიშნავს ქრისტეს მოწინააღმდეგეს.
როგორც მაცხოვრის სახელ “იესუს”- ს, ასევე “ანტიქრისტეს”, წმ. წერილის მიხედვით, გააჩნიათ ზოგადი და კერძო მნიშვნელობა. ზოგადი მნიშვნელობით, სახელი იესუ ერქვა მრავალ ძველაღთქმისეულ წმინდანს: იესუ ნავეს ძეს, იესუ ზირაქის ძეს, და სხვა. კერძო მნიშვნელობით კი, წმიდა სახელი “იესუ” განეკუთვნება მხოლოდ ჩვენს უფალსა და მაცხოვარს იესუ ქრისტეს. მთავარანგელოზი გაბრიელი ასე ეუბნება ყოვლადწმიდა ქალწულს: “და აჰა ესერა შენ მუცლად-იღო და ჰშვე ძე და უწოდი სახელი მისი იესუ (ლუკა 1:31).”
გამოთქმა ანუ სიტყვა “ქრისტე”, ასევე ორგვარი აზრით უნდა გავიგოთ. ზოგადი აზრით, ბერძნული სიტყვა “ქრისტე”, საერთოდ, ნიშნავს ღმრთის ცხებულს. ქრისტეებად ძველ აღთქმაში იწოდებოდნენ ებრაელი მეფეები, რომელთაგან პირველი იყო საული. ” უთხრა თავის ხალხს: ღმერთმა დამიფაროს, რომ ასეთი საქმე ვუყო ჩემს ბატონს, უფლის ცხებულს! ხელს როგორ აღვმართავ მასზე, რადგან უფლის ცხებულია იგი” (1 მეფ. 24:7; შეად. 26:16). მეფეთა მეორე წიგნში მეფე დავითი ასე მიმართავს საულის მკვლელს: “უთხრა მას დავითმა: როგორ გაბედე და აღმართე ხელი უფლის ცხებულის დასაღუპად?” (2 მეფ. 1:14). “არ შეეხოთ ჩემს ცხებულებს” (ფსალმ. 104:15; შეად. ფსალმ. 83:10), ბრძანებს სულიწმიდა ფსალმუნთმგალობელის პირით.
განსაკუთრებული, კერძო აზრით, სახელი ქრისტე ეკუთვნის ჩვენს მაცხოვარს, ღმრთის ცხებულსა და ღმერთს: “გცხო ღმერთმა, შენმა ღმერთმა, სიხარულის ზეთი შენს მეგობრებზე უმეტეს” (ფსალმ. 44:8). “ამქვეყნიური მეფეები ამხედრებულან და შეთქმულან წარჩინებულნი უფლის წინააღმდეგ, და მის ცხებულზე გალაშქრებულან” (ფსალმ. 2:2; შეად. 83:10). “როგორ ლანძღავენ შენი მტრები, უფალო, როგორ ლანძღავენ შენი ცხებულის კვალს” (ფსალმ. 88:52; შეად. ესაია 61:1; ლუკა 4:18).
Category: რელიგია | Views: 1560 | Added by: Administrator | Date: 2016-12-26 | Comments (0)

ეკლესიური ადამიანი მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმამდე, როგორც წესი, ლოცვა-კურთხევას იღებს მოძღვრისგან. ასევე ხდება, როცა საქმე სერიოზულ სამედიცინო ჩარევას ეხება. თუმცა ზოგჯერ მოძღვარი ასეთ საქმეზე არ გვაკურთხებს. დღევანდელ საუბარში წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის მღვდელმსახური კონსტანტინე გიორგაძეაგვიხსნის, მედიცინის რომელი ასპექტებია შეუწყნარებელი ეკლესიისგან და რატომ.
Attachments: სურათი 1
Category: რელიგია | Views: 1352 | Added by: Administrator | Date: 2016-06-09 | Comments (0)

ნინოობა ქართველი ერისათვის უდიდესი დღესასწაულია, რადგან წმიდა ნინო ქართველთა განმანათლებელია. საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა, როდესაც ღვთისმშობლის ლოცვა-კურთხევითა და ვაზის ჯვრის ძალით წმიდა ნინო კაბადოკიელმა ქართლში იქადაგა.
Attachments: სურათი 1
Category: რელიგია | Views: 2622 | Added by: Dvalishvili | Date: 2016-06-01 | Comments (0)