განასხვავებენ რეალურ და იდეალურ წილს.
რეალურ წილში მოაზრება ნატურით გამოხატული საერტო საკუთრების განსაზღვრული წილი, რომელსაც იყენებს მესაკუთრე.
იდეალური წილის ცნება ემსახურება იმის ხაზგასმას რომ თანამესაკუთრის წილი ვერ გამოიხატება ნატურით.
Category: იურისპრუდენცია | Views: 1087 | Added by: Dvalishvili | Date: 2018-11-18 | Comments (1)

მუხლი 955 უფლება ნაყოფზე
1. თითოეულ მოწილეს ეკუთვნის თავისი წილის თანაზომიერი ნაყოფის ნაწილი.
2. თითოეულ მოწილეს უფლება აქვს ისარგებლოს საზიარო საგნით ისე, რომ ზიანი არ მიადგეს დანარჩენ მოწილეთა სარგებლობას.
Category: იურისპრუდენცია | Views: 507 | Added by: Dvalishvili | Date: 2018-11-18 | Comments (0)

ტერმინების განმარტებები, რომლებიც გამოყენებულია "საქართველოს პარლამენტთან არსებული ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის დადგენილება №9"-ში
Attachments: სურათი 1
Category: იურისპრუდენცია | Views: 645 | Added by: Dvalishvili | Date: 2018-11-18 | Comments (0)

კონდიქციები - უსაფუძვლო გამდიდრებიდან წარმოშობილი მოთხოვნა.
Category: იურისპრუდენცია | Views: 2213 | Added by: Dvalishvili | Date: 2018-11-17 | Comments (0)

1. ყველას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან სამხედრო ძალებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენლობაში, უფლება აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე შეიკრიბოს საჯაროდ და უიარაღოდ როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ.

2. კანონით შეიძლება დაწესდეს ხელისუფლების წინასწარი გაფრთხილების აუცილებლობა, თუ შეკრება ან მანიფესტაცია ხალხისა და ტრანსპორტის სამოძრაო ადგილას იმართება.

3. ხელისუფლებას შეუძლია შეკრების ან მანიფესტაციის შეწყვეტა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან კანონსაწინააღმდეგო ხასიათი მიიღო.

Category: იურისპრუდენცია | Views: 564 | Added by: Dvalishvili | Date: 2018-10-31 | Comments (0)

დანაშაულის ქცევის მოტივები

1.ანგარება როცა სუბიექტი„დანაშაულს სჩადის ქონებრიცი ინტერესით (ქურდობა,ყაჩაღობა,ძარცვა და ა.შ.) ან გამორჩენით(მაგალითად, ადამიანთა ვაჭრობა (ტრეფიკინგი)) ანდა არსებული ქონებრივი მდგომარეობის (მაგალითად, ვალის შერჩენის სურვილით) შენარჩუნებისთვის; ის, როგორც წესი, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა. მაგალითად, საქ-ოს სსკ 109-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ პუნქტი (მკვლელობა ანგარებით ან დაშეკვეთით); ან როცა ანგარების მოტივი ქმედების შემადგენლობას აფუძვნებს (მაგალითად, ფალსიფიკაცია(საქ-ოს სსკ 197-ე მუხლი); ქრთამის აღება და სხვა;

Attachments: სურათი 1
Category: იურისპრუდენცია | Views: 1563 | Added by: Dvalishvili | Date: 2017-05-01 | Comments (0)

გამოყენებული ლიტერატურა- ავტორთა კოლექტივი “სისხლის სამართალი,ზოგადი ნაწილი,მეორე გამოცემა”,2016 წელი და ქ.მჭედლიშვილი-ჰედრიხი “სისხლის სამართალი,ზოგადი ნაწილი. დანაშაულის გამოვლინების ცალკეული ფორმები”,2011 წელი.
 
Attachments: სურათი 1
Category: იურისპრუდენცია | Views: 1327 | Added by: Dvalishvili | Date: 2017-04-22 | Comments (0)

კონსტიტუცია ლათინური წარმოშობის სიტყვააა (constitutio) ქართულად დაწესებას დადგენას ნიშნავს. მისი თანამედროვე გაგება ბევრად სცილდება, როგორც, ზემოაღნიშნულ მნიშვნლობას, ასევე მისი ადრინდელი გამოყენების სახელმწიფოებრივ პრაქტიკას, თუ რესპუბლიკურ რომში ამ სიტყვით (უფრო სწორად სიტყვათა წყობით - Rem publicam constiturie- ამით საჯაროდ ვადგენ, ვაცხადებ) იწყებოდა რომის იმპერატორის ზოგიერთი აქტი, ხოლო შუა საუკუნეებში იგი მოერგო აქტებს ფეოდალთა პრივილეგიების შესახებ, ბურჟუაზიული რევოლუციების ეპოქიდან მოყოლებული იგი სხვა დატვირთვას იძენ და, ზოგადად, სახელმწიფოს ძირითად, უზენაეს კანონთან, კანონთა კანონთან ასოცირდება.
Attachments: სურათი 1
Category: იურისპრუდენცია | Views: 1248 | Added by: Dvalishvili | Date: 2017-03-31 | Comments (0)

მუხლი 1
იმპიჩმენტი არის საქართველოს კონსტიტუციის დარღვევისას ან/და დანაშაულის ჩადენისათვის საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს მთავრობის წევრის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობიდან გადაყენების წესი.
Attachments: სურათი 1
Category: იურისპრუდენცია | Views: 1167 | Added by: Dvalishvili | Date: 2017-03-25 | Comments (0)

მუხლი 1. ეროვნული უშიშროების საბჭო
1. საქართველოს კონსტიტუციის 99-ე მუხლის თანახმად, სამხედრო აღმშენებლობისა და ქვეყნის თავდაცვის ორგანიზაციისათვის იქმნება ეროვნული უშიშროების საბჭო, რომელსაც ხელმძღვანელობს საქართველოს პრეზიდენტი.
    2. ეროვნული უშიშროების საბჭო არის საქართველოს პრეზიდენტის სათათბირო ორგანო, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს ამ კანონით განსაზღვრული საკითხები უმაღლესი დონის გადაწყვეტილებების მოსამზადებლად. (30.10.2014. N2728) 
3. ეროვნული უშიშროების საბჭოს შემადგენლობა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განისაზღვრება ამ  კანონით.
 
Attachments: სურათი 1
Category: იურისპრუდენცია | Views: 1235 | Added by: Dvalishvili | Date: 2017-03-25 | Comments (0)

მუხლი 1. რეფერენდუმი
1. რეფერენდუმი არის საერთო-სახალხო გამოკითხვა კენჭისყრით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი საკითხების საბოლოოდ გადასაწყვეტად.
2. რეფერენდუმი ხალხის ძალაუფლების განხორცელების ერთ-ერთი ფორმაა, რაც უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციითა და ამ კანონით.
3. რეფერენდუმი იმართება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
4. რეფერენდუმი ეწყობა საყოველთაო, თანასწორი და ნების პირდაპირი გამოვლენის მიზნით, ფარული კენჭისყრით.
5. მოქალაქეები რეფერენდუმში მონაწილეობენ უშუალოდ და პირადად. რეფერენდუმის ყოველ მონაწილეს აქვს ერთი ხმა.
6. რეფერენდუმში მონაწილეობა თავისუფალია, მოქალაქეების ნება-სურვილის გამოვლინებისადმი კონტროლი დაუშვებელია.
7. რეფერენდუმი მზადდება და იმართება ღიად და საჯაროდ.

Attachments: სურათი 1
Category: იურისპრუდენცია | Views: 1208 | Added by: Dvalishvili | Date: 2017-03-25 | Comments (0)

​ჰერმენევტიკა (ბერძნ. – განმარტება, თარგმნა, გამოთქმა) — ერთ-ერთი უძველესი, ტრადიციული და უნივერსალური თეორია ტექსტის ინტერპრეტაციისა და გაგების მიხედვით. ჰერმენევტიკა უძველეს დროში ჩამოყალიბდა, როგორც ხერხი და საშუალება ბნელმეტყველებისა და მრავალმნიშვნელოვანი სიმბოლოების განმარტებისთვის. ძველი ბერძენი ფილოსოფოსები და ფილოლოგები, განსაკუთრებით ნეოპლატონიკოსები, ჰერმენევტიკის საშუალებით ახდენდნენ ძველი პოეტების, უპირველეს ყოვლისა ჰომეროსის ნაწარმოებების ინტერპრეტაციას. შუა საუკუნეებში მას ბიბლიის განმარტებისთვისაც იყენებდნენ.
Attachments: სურათი 1
Category: იურისპრუდენცია | Views: 1454 | Added by: Dvalishvili | Date: 2017-01-17 | Comments (0)

მართალია, შეზღდული ქმედუნარიანობის მქონდე პირის მიერ გარიგების დადებისათვის აუცილებელია მისი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობაა (მე15 მუხლი), მაგრამ, მიუხედავად ამისა, ცალკეულ შემთხვევაში იგი უფლებამოსილია დამოუკიდებლადაც დადოს გარიგებები. ეს მნიშვნელოვნად განასხვავებს მას ქმედუუნარო პირისაგან. ქედან გამომდინარე, კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირთა მონაწილეობისას აუცილებელია განსაზღვრული დიფერენციაცია. ერთ შემთხვევაში გარიგებები ნამდვილია, ხოლო მეორე შემთხვევაში გარიგებები განეკუთვნება ბათილ გარიგებათა კატეგორიას.
Attachments: სურათი 1
Category: იურისპრუდენცია | Views: 1381 | Added by: Dvalishvili | Date: 2017-01-15 | Comments (0)

მართლწინააღმდეგობა სამართლის ყოველ დარგში აღნიშნავს პირის ქმედებას, რომელიც ეწინააღმდეგება მართლწესრიგს, საზოგადოებაში დამკვიდრებულ კულტურის ნორმებს.
Attachments: სურათი 1
Category: იურისპრუდენცია | Views: 1552 | Added by: Dvalishvili | Date: 2016-12-19 | Comments (0)

უფლებაუნარიანობის გარდა, სამოქალაქო კოდექსი პირის მეორე უნარსაც იცნობს, რომელიც განსხვავებულ სამართლებრივ შედეგებს იწვევს. ეს არის ქმედუნარიანობა.
ქმედუნარიანობა არის პირის უნარი, თავისი ნებითა და მოქმედებით შეიძინოს და განახორციელოს სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები ( მე-12 მუხლის პორველი ნაწილი). უფლებაუნარიანობისგან განსხვავებით, ქმედუნარიანობას ადამიანი დაბადებისთანავე არ იძენს. იგი ყოველთვის დაკავშირებულია ამა თუ იმ გარემოებასთან. ასეთ სამართლებრივად მნიშვნელოვან გარემოებებს, წარმოადგენს ასაკი და ჯანმრთელობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ქმედუნარიანობა იწყება სრულწლოვანების მირწევისთანავე. სრულწლოვანად კი ითვლება პირი, რომელმაც მიაღწია თვრამეტი წლის ასაკს.
შვიდ წლამდე ასაკის არასრულწლოვანი (მცირეწლოვანი) ქმედუუნაროა.
Attachments: სურათი 1
Category: იურისპრუდენცია | Views: 1647 | Added by: Dvalishvili | Date: 2016-12-15 | Comments (0)

ქართული სამართალი იცნობდა საკუთრების დაკარგვის შემდეგ პირობებს.
Attachments: სურათი 1
Category: იურისპრუდენცია | Views: 1021 | Added by: Dvalishvili | Date: 2016-12-14 | Comments (0)

დანაშაულის სუბიექტურიმხარე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ერთ-ერთიაუცილებელისაფუძველია. ბრალის განსაზღვრა აუცილებელია პასუხისმგებლობის დასაწესებლად. სისხლის სამართლის ისტორია ორ დიდ პერიოდს მოიცავს ბრალის ცნების განვითარების თვალსაზრისით.
Attachments: სურათი 1
Category: იურისპრუდენცია | Views: 1336 | Added by: Dvalishvili | Date: 2016-12-14 | Comments (0)

საკუთრების წინააღმდეგ მიმართულდანაშაულთა შორის ქართულ სამართალშიცნობილია მეკობრეობა, ავაზაკობა, პარვა, რბევა, ძარცვა.
Attachments: სურათი 1
Category: იურისპრუდენცია | Views: 1320 | Added by: Dvalishvili | Date: 2016-12-14 | Comments (0)

სამართალდარღვევათა სახეების განსხვავების საფუძვლად ამა თუ იმ ქმედებების სირთულე, მრავალსახეობა და არსის გათვალისწინება იყო მიჩნეული. დანაშაულთა კვალიფიკაციისას თუ პასუხისმგებლობის განსაზღვრისას დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა დამნაშავის ასაკს, დამნაშავისფიზიკურ დაფსიქიკურმდგომარეობას, ასევე დანაშაულის ჩადენის ადგილს, დროსდა სხვა პირობებს თუ გარემოებებს.
Attachments: სურათი 1
Category: იურისპრუდენცია | Views: 1182 | Added by: Dvalishvili | Date: 2016-12-14 | Comments (0)
1 2 »