თანამედროვე კინოში ბიბლიური პარალელები არცთუ ისე იშვიათი რამაა, მაგრამ ის, რასაც “
დედაში” ვხედავთ უბრალო პარალელზე გაცილებით მეტია. დარენ არონოვსკი თავის კინო-სურათში მთლიანი ბიბლიური სიუჟეტის გადათამაშებას ცდილობს და არც სოციალური კომენტარებისგან იკავებს თავს. “დედა” გაჯერებულია მეტაფორებით, თუმცა მათ გასაშიფრად მცირედი დაკვირვებაც საკმარია. დროა, შევეშვათ ზოგად მსჯელობას და კონკრეტულ მაგალითებზე გადავიდეთ.