საზოგადოება შედგება ინდივიდებისგან, რომლებიც ცდილობენ ჩვენი ყოველდღიურობის სრულყოფას, თუმცა დღევანდელი არსებული რეალობის შექმნა სულაც არ ყოფილა იოლი პროცესი.   პირიქით, მრავალი ბარიერისა და გამოწვევის გადალახვა დაგვჭირდა , რომ დღევანდელი სიტუაცია შეგვექმნა. ამ პროცესში მრავალ ადამიანს უდიდესი წვლილი მიუძღვის.
Category: ლიტერატურა | Views: 939 | Added by: Dvalishvili | Date: 2018-11-14 | Comments (0)

ალექსნდრე ჭავჭავაძის აწმყოთი უკმაყოფილებას კიდევ უფრო ამძაფრებს ნაწარმოების დასაწყისშივე პესიმისტური განწყობა, რომელიც იმ საქართველოს დიად საუკუნეებს მისტირის, როცა იგი ზღვიდან ზღვამდე იყო გადაჭიმული. რომანტიკულობა აქვე იჩენს თავს; პოეტი წარსულის ამ ბედნიერ წლებს მსწრაფმავალ სიზმრებს უწოდებს.
Attachments: სურათი 1
Category: ლიტერატურა | Views: 10568 | Added by: Dvalishvili | Date: 2017-01-16 | Comments (0)

ბუნების უმშვენიერესი ქმნილება, წმინდა და აუმღვრეველი, ბროლივით გამჭვირვალე გოგჩის ტბა ალ.ჭავჭავაძეს საქართველოს დიად საუკუნეებს აგონებს, როდესაც იგი მტკიცედ იდგა მისი არაერთი მუსლიმანური მტრის წინაშე, როდესაც იგი ერთადერთი ნათელი, კაშკაშა ვარსკვლავი იყო მის შემოგარენში.
Attachments: სურათი 1
Category: ლიტერატურა | Views: 56268 | Added by: Dvalishvili | Date: 2017-01-14 | Comments (0)

ქვეყნის გადარჩენის იმედს პოეტი ღვთის სახლში ხედავს.მისთვის ტაძარი ერთადერთი ნავსაყუდელია,რომელიც სიმშვიდეს ანიჭებს.რწმენით აღავსებს და განწმენდს.ეკლესიაში ეგულება გრიგოლ ორბელიანს ქართველთა დასამარებული რწმენის მაცოცხლებელი წყარო.მან კარგად იცის,რომ ეკლესია არს ცა ქვეყნისა ზედა,რომელსა შინა დამკვიდრებულ არს ღმერთი.'დიდი კურთხევანი'. დიდი სასულიერო პირი და მოღვაწე.მჭერმეტყველი იოანე ოქრომპირი ბრძანებს:"ვინც ეკლესიად შევას.იგი ცად შევას". ბეთანია მე-12 საუკუნის ტაძარია,მის კედელზე გამოსახულია ქართველთა მეოთხე ჰიპოსტაზის ხატი,მამის გიორგი მე-3 და ძის ლაშა-გიორგის შორის.თამარის ეპოქა ქართველთათვის განვლილი ტკბილი სიზმარია,რომლის გახსენებაც სიამაყით აღავსებს ქართველი ხალხის გულს. ბეთანია მდებარეობს მდინარე ვერეს შუა ნაწილში,ეს მდინარე კი სათავეს დიდგორის მთებიდან იღებს. ბეთანიის დიდების რჭმენა ძველ აღთქმაში იღებს სათავეს.ბეთანიოელი ყოფილა ქრისტეს მეგობარი ლაძარე,რომელიც უფალმა მკვდრეთით აღადგინა.მისი აღდგენით კი დაგვანახა კაცობრიობის აღდგენის წინარე ისტორიული მისტერია.
Attachments: სურათი 1
Category: ლიტერატურა | Views: 71939 | Added by: Dvalishvili | Date: 2017-01-13 | Comments (0)

გალაკტიონ ტაბიძის ლექსების კრებული
Attachments: სურათი 1
Category: ლიტერატურა | Views: 18762 | Added by: Dvalishvili | Date: 2017-01-02 | Comments (1)

​ნ.ბარათაშვილის სახით ახალი ქართული ლიტერეატურის ისტორიაში შესულია უნიჭიერესი რომანტიკოსი პოეტი , დიდი ბუნების მქონე მგოსანი, ნათელი მოაზროვნე და თავისი ქვეყნის მგზნებარე პატრიოტი, რომელმაც ახალ მწერლობას მისცა დიდი ფილოსოფიური სიღრმე და ლექსს მიანიშა დიდი სითბო და ემოციურობა.
Attachments: სურათი 1
Category: ლიტერატურა | Views: 25951 | Added by: Dvalishvili | Date: 2016-12-16 | Comments (0)

ლექსის დასაწყისში პოეტი მიმართავს ღვთისმშობელ მარიამს და გრძნობს,მისი მფარველობის გარეშეა დარჩენილი.იცის,ცხოვრება ,,სილაა'',თვითონ კი -ვარდი,რომელიც სილაში ვერ გაიხარებს. ლირიკულ გმირს რწმენის კრიზისი აქვს,მის სულში ,,ღამეა'', აქვს ,,გათენების'' იმედი.ეპითეტები: ,,ღამენათევი და ნამთვრალევი''-გვიჩვენებენ მის სულიერ მდგომარეობას. გალაკტიონს სჯერა,რომ ოდესმე დაუბრუნდება ღვთისმშობლის მადლი და ,,დაღლილ ქალივით'' მივა ხატებთან,სიონის კარს მიეყრდნობა,თეთრი ოლარების აელვარებას შეაჩერდება.
Attachments: სურათი 1
Category: ლიტერატურა | Views: 25871 | Added by: Dvalishvili | Date: 2016-12-12 | Comments (0)

ავთანდილი „ვეფხისტყაოსანში“ ყველაზე გამოკვეთილი პერსონაჟია. მას მკვეთრად გამოხატული ზნეობრივი პოზიცია გააჩნია. იგი იდეალური, სრულყოფილი გმირია. უზადო გარეგნობასთან ერთად ურყვნელი ზნეობა, შეუდრეკელი გული და უმაღლესი გონიერება ამკობს ავთანდილს. რუსთაველს ეს პერსონაჟი განსაკუთრებით შტამბეჭდავად ყავს წარმოჩენილი, ამიტომაც ფიქრობენ, რომ ამ გმირის სახით პოეტი საკუთარ „მეს“ გამოხატავს.
ავთანდილს მორალური პორტრეტი საუკეთესოდ იძერწება პოემის იმ ნაწილში, რომელსაც თინათინის დავალებით ტარიელის საძებნელად წასული, უსტარს უტოვებს მსახურებს. მისი თხოვნა სამეფოს კეთილდღეობას შეეხება. პირადი ინტერესი საერთოდ უგულებელყოფილია, ყველაფერზე წინ ქვეყნისთვის ზრუნვა იწევს.
Attachments: სურათი 1
Category: ლიტერატურა | Views: 7173 | Added by: Dvalishvili | Date: 2016-12-11 | Comments (0)

ტარიელი შოთა რუსთაველის პოემის „ვეფხისტყაოსნის ერთ ერთ მთავარი პერსონაჟია. ის იყო ისეთი, როგორიც მეფეთა შვილებს ეკადრებოდათ: სახე მზეს უგავდა ტანი- საროს, წამწამთა ფერი- გიშერს, ტუჩები- ლალს , მკლავი კი ლომივით ძლიერი ჰქონდა. როგორც ფიზიკურად ისე სულიერადაც ტარიელი ლამაზი და ძლიერი იყო.
Attachments: სურათი 1
Category: ლიტერატურა | Views: 2932 | Added by: Dvalishvili | Date: 2016-12-11 | Comments (0)

​“ოცდაოთხი წლისა ძლივს იქნებოდა, როცა დაქვრივდა და ერთი წლის შვილი დარჩა. ის დღეა და ის დღე, ჩაიცვა ლურჯი შალის პერანგი, შავი კაბა, თავზედ შავი მანდილი მოიხვია და აი, ეს ოცი წელიწადია, მხიარული ფერი არ მიუკარებია ტანზედ. თუმცა ბევრი მთხოვნელიცა ჰყავდა, ბევრი ეხარბებოდა ოთარაანთ ქვრივის ოჯახში შესვლას, მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ, არ გათხოვდა და არა.
Attachments: სურათი 1
Category: ლიტერატურა | Views: 28284 | Added by: Dvalishvili | Date: 2016-11-17 | Comments (1)

აკაკი შანიძე: ვეფხისტყაოსნის ლექსიკონი
Attachments: სურათი 1
Category: ლიტერატურა | Views: 2379 | Added by: Dvalishvili | Date: 2016-11-17 | Comments (0)

გალაკტიონის ლექსების წაკითხვა იწვევს ამაღლებულობის, მშვენიერების განცდას. სწორედ ეს ამაღლებულობა შეიგრძნობა `მთაწმინდის მთვარეშიც~, რომელიც საუკეთესო ლექსია არა მხოლოდ გალაკტიონის შემოქმდებაში, არამედ მთელ ქართულ პოეზიაში.
Attachments: სურათი 1
Category: ლიტერატურა | Views: 41962 | Added by: Dvalishvili | Date: 2016-11-09 | Comments (2)

​“ძველ ბერძნებს ფილოსოფია ზრდიდათ, ებრაელებს კანონი, ინდიელებს ნირვანა, რუსებს მათრახი ხოდა ქართველებს პატივმოყვარეობა”

“განა მე სადმე გამომიცხადებია უცოდველი პაპი ვარ და ადამიანური ზადი არ გამაჩნია მეთქი? ჩემი ადამიანური ნაკლი ხომ არავისთვისაა საინტერესო?მწერლისაგან მხოლოდ ის რჩება,რაც ტილოზე გადააქვს,სხვა ყოველივე ქვიშაზე გავლილი ქარის ნაკვალევია,რადგან მის სიკვდილთან ერთად სხვა ყოველივე წარიხოცება!”
Attachments: სურათი 1
Category: ლიტერატურა | Views: 1811 | Added by: Dvalishvili | Date: 2016-09-20 | Comments (0)

დავით კლდიაშვილის "სამანიშვილის დედინაცვალის" პერსონაჟები
Attachments: სურათი 1
Category: ლიტერატურა | Views: 12034 | Added by: Dvalishvili | Date: 2016-09-16 | Comments (0)

ხატოვანი გამონათქვამები...
Attachments: სურათი 1
Category: ლიტერატურა | Views: 11237 | Added by: Dvalishvili | Date: 2016-09-14 | Comments (0)

„იგის“ მხატვრულ ძალას, უპირველეს ყოვლისა, ის ქმნის, რომ მასში ცხადად არის განჭვრეტილი და აღდგენილი პირველყოფილი ადამიანის სამყაროს სურათი, მოძებნილია ადეკვატური სტილი ამ სამყაროს გამოსახატავად.
ნაწარმოების მთავარი გმირი გარესინამდვილესაც და საკუთარ ფსიქიკასაც აღიქვამს როგორც სასიამოვნო თუ უსიამოვნო მოვლენათა კონკრეტიკას. ეს აღქმა პერსონიფიცირებულია (მზე „დღის თვალია“, მთავრე – „ღამის თვალი“. წუხილი ცოცხალი არსებაა). იგის აზროვნება ცალკეულ სიტუაციებზეა მიჯაჭვული, მისი მეხსიერება სუსტია, გამოცდილება – შეზღუდული და მწირი. ამირომ განსჯა, განზოგადება ძალიან უჭირს. გონებაზე ბევრად უფრო მეტად მას შეგრძნებები აქვს განვითარებული, განსაკუთრებით ყნოსვის და გემოს შეგრძნებები. ყოველივე ეს ირეკლება ნაწარმოების სახეებში, ტროპებში, ენობრივ სტილში – ფრაზები, ჩვეულებრივ, მოკლედ და ხისტად მოჭრილია, ნაკლებ დანაწევრებულია.
Attachments: სურათი 1
Category: ლიტერატურა | Views: 22811 | Added by: Dvalishvili | Date: 2016-09-14 | Comments (1)

ქართულ ლიტერატურაში საყოველთაოდაა ცნობილი ვაჟა-ფშაველას შემოქმედების სიახლოვე ფოლკლორთან, მაგრამ სპეციალურ ლიტარატურაში ისიცაა აღნიშნული, რომ ეს სიახლოვე და გარეგნული მსგავსება იმდენად დიდია, ხშირად შეუძლებელი ხდება იმის გარჩევა, თუ სად მთავრდება ერთი და სად იწყება მეორე. როგორც ჩანს, ეს სიახლოვე გახდა მიზეზი შეცდომებისა, რაც საკმაოდ ბევრი იყო ამ საკითხებზე მომუშავე მკვლევართა შრომებში. სამწუხაროდ, მსგავსი შეცდომები დღესაც ხშირად მეორდება.

რა თქმა უნდა, ისეთი რთული საკითხის კვლევის დროს, როგორიცაა ვაჟას შემოქმედებისა და ხალხური წყაროების ურთიერთმიმართების საკითხი, შეცდომებისგან დაზღვეული არავინ არის, მაგრამ საკითხის ზერელე განხილვა, მხოლოდ გარეგნულ ნიშნებზე დაყრდნობა, გულუბრყვილობა, ტენდენციური და არამეცნიერული მსჯელობა არავის ეპატიება.

შეცდომები, რომლებზედაც ქვემოთ შევაჩერებ მკითხველის ყურადღებას რომელიმე რიგითი მწერლის შემოქმედებას რომ ეხებოდეს და არა ვაჟას, იქნებ ასეთი ყურადღების ღირსიც არ ყოფილიყო, მაგრამ რადგან საქმე ვაჟას შემოქმედებას შეეხება, რომელიც დიდ ზეგავლენას ახდენს და შემდეგშიც მოახდენს თაობებზე, დაუყოვნებლივ უნდა გასწორდეს, რადგან ეს შეცდომები მომავალ თაობებსაც მცდარ ინფორმაციას მიაწვდიან. თანაც ამ შეცდომების გასწორება დღეს უფრო ადვილია, ხვალ კი იქნებ შეუძლებელიც შეიქნეს.

Attachments: სურათი 1
Category: ლიტერატურა | Views: 32561 | Added by: Dvalishvili | Date: 2016-06-29 | Comments (0)

​ნაწარმოების დასაწყისში ჯოყოლას და ზვიადაურს შორის თითქოს კონფლიქტი უნდა წარმოიშვას, მაგრამ ასე არ ხდება და ეს ერთადერთი არშემდგარი, ჩანასახშივე ჩამქრალი კონფლიქტია ამ სასტიკი კონფლიქტებით სავსე პოემაში. ვაჟა ფშაველას „სტუმარ-მასპინძელი“-ს ანალიზი
კონფლიქტის თავიდან აცილება ჯოყოლას დამსახურებაა. მოულოდნელია გულისხმიერება და სულის სიუხვე, – ჯოყოლასთვის ყოველი ადამიანი, მისი ეროვნების და სარწმუნოების მიუხედავად, უპირველეს ყოვლისა სწორედ ადამინია. მისთვის ზვიადაური არ არის მტერი უბრალოდ იმის გამო, რომ ის ხევსურია. იგი ხევსურთა მთელ მოდგმაში მტრებს აპრიორულად არ ხედავს და ეს უჩვეულოა იმ სამყაროში, რომელშიც ამა თუ იმ საზოგადოების სიმტკიცე უწინარესად ,,მტრის ხატზეა” დამყარებული. ამით განიარაღებული ზვიადაური დაყვება ჯოყოლას ნებას და დიდ რისკს სწევს, სტუმრად მიდის თავისი მტრების ბანაკში.
Attachments: სურათი 1
Category: ლიტერატურა | Views: 5242 | Added by: Dvalishvili | Date: 2016-06-28 | Comments (0)

  ალ. ყაზბეგის ,,ხევისბერ გოჩაში“ გამოკვეთილია რამდენიმე პერსონაჟი, რომელთა ქმედებები შეგვიძლია ჩვენი მსჯელობის საბაბი გავიხადოთ. ზოგადად მოცემულ მოთხრობაში გამოკვეთილია ის, თუ როგორ სცემენ პატივს ტრადიციებს ყველანი, თავისი ასაკის მიუხედავათ. განსაკუთრებით ყურადღება უნდა გავამახვილოთ ახალგაზრდებზე რადგან ისინი ყოველგვარი კითხვების დასმის გარეშე, ემორჩილებიან უხუცესების მიღებულ კანონებს. მათ შეიძლება ბერვრის თქმაც სწადდეთ გულში, მაგრამ გარკვეული მიზეზებისდა გამო არ ამბობენ, რადგან დარწმუნებულნი არიან თავიანთი რჩეული პირების სისწორეში , და ასეთ შემთხვევებში შეცდომას საკუთარ თავში ძიობენ.
Attachments: სურათი 1
Category: ლიტერატურა | Views: 4464 | Added by: Dvalishvili | Date: 2016-06-27 | Comments (0)
1 2 »