22:09 ალექსანდრე ჭავჭავაძე - ვაჰ, დრონი, დრონი (+ანალიზი) |
ვაჰ, დრონი, დრონი – ალექსანდრე ჭავჭავაძე ვაჰ, დრონი, დრონი, ნაგებნი მტკბარად, წარილტვნენ, განქჰრენ სიზმრებრივ ჩქარად, მე იგივე ვარ მარად და მარად! არ ვსდევ ჟამთა ცვლას, მე იგივე ვარ მარად და მარად! მოვშორდი მოყვასს, ძალს ცხოვრებისას, არ გიკვირსთ მხედავთ კვლავცა სულმდგარად? მე იგივე ვარ მარად და მარად! გლახ ბედისაგან ესრეთ დასჯილი, იმედოვნებას ვუწოდებ ფარად, მე იგივე ვარ მარად და მარად. იგიცა მელტვის, მიბრალეთ ამით, უსასოდ ყოფას სჯობს ყოფა მკვდარად… მე იგივე ვარ მარად და მარად. მე ერთმან ერთ გზის ერთს ვუძღვენ თავი, მასვე ვმონებდე მტკიცედ და მყარად - მე იგივე ვარ მარად და მარად. თუ მასცა ჩემებრ უცავს სიმტკიცე, ვიბრალებ რაყიფს, შვრების მომცდარად, მე იგივე ვარ მარად და მარად. ჰსაჯეთ: პყრობილმან უწყისა ტრფობა? საცა გინდ ვიყო, მასთან ვარ მარად, მე იგივე ვარ მარად და მარად! არ ვსდევ ჟამთა ცვლას, მე იგივე ვარ მარად და მარად! მხატვრული ანალიზი ალექსნდრე ჭავჭავაძის აწმყოთი უკმაყოფილებას კიდევ უფრო ამძაფრებს ნაწარმოების დასაწყისშივე პესიმისტური განწყობა, რომელიც იმ საქართველოს დიად საუკუნეებს მისტირის, როცა იგი ზღვიდან ზღვამდე იყო გადაჭიმული. რომანტიკულობა აქვე იჩენს თავს; პოეტი წარსულის ამ ბედნიერ წლებს მსწრაფმავალ სიზმრებს უწოდებს. „ვაჰ, დრონი, დრონი, ნაგემნი მტკბარად, წარივლდნენ, გაჰქრდნენ სიზმრებად ჩქარად.“ პოეტის მასულდგულებელი წყარო, „ძალი ცხოვრებისა“ საქართველოა. სამშობლოსთან შესისლხორცებულს, თვითონაც უკვირს, თუ როგორ შეძლო მასთან განშორება,თუნდ ერთი წამით. „განვშორდი მოყვასს, ძალს ცხოვრებისას, არ გიკვირსთ, მხედავთ, კვლავცა სულდგმულად?“ თავისუფალი და გამთლიანებული საქართველოს ნოსტალგია პოეტს უდიდეს გასაჭირში აგდებს, კიდევ უფრო აძულებს აწმყოს, დროს, რომელმაც მას ბედნიერება წაართვა. მაგრამ, პოეტი, როგორც ჭეშმარიტი რომანტიკოსი მომავლის იმედს მაინც არ კარგავს და „იმედოვნებას ვუწოდებ ფარად“. იგი უიმედოდ სიცოცხლეს სიკვდილს ამჯობინებს. „უსასოდ ყოფას, სჯობს ყოფა მკვდარად.“ ალ. ჭავჭავაძე ფაქიზი გრძნობით წერს თავის ერთადერთ და განუმეორებელ სიყვარულზე. მან „ერთმან, ერთგზის ერთას უძღვნა თავი.“ სამშობლოს პატრიოტ პოეტს, რწმენის ერთგულება მართებს. იგი ჟამთა ცვლას არ უნდა დაემორჩილოს, ფერი არ უნდა შეიცვალოს, გული არ გაიტეხოს. ასეთია დედააზრი ამ პატრიოტული ლექსის აკორდად ქცეული სტრიქონებისა: „საცა გინდ ვიყო მასთან ვარ მარად, მე იგივე ვარ მარად და მარად, არ ვსდევ ჟამთა ცვლას, მე იგივე ვარ მარად და მარად.“ მიმაგრება: სურათი 1 |
|
სულ კომენტარები: 0 | |