მართალია, შეზღდული ქმედუნარიანობის მქონდე პირის მიერ გარიგების დადებისათვის აუცილებელია მისი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობაა (მე15 მუხლი), მაგრამ, მიუხედავად ამისა, ცალკეულ შემთხვევაში იგი უფლებამოსილია დამოუკიდებლადაც დადოს გარიგებები. ეს მნიშვნელოვნად განასხვავებს მას ქმედუუნარო პირისაგან. ქედან გამომდინარე, კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირთა მონაწილეობისას აუცილებელია განსაზღვრული დიფერენციაცია. ერთ შემთხვევაში გარიგებები ნამდვილია, ხოლო მეორე შემთხვევაში გარიგებები განეკუთვნება ბათილ გარიგებათა კატეგორიას.
Attachments: სურათი 1
Category: იურისპრუდენცია | Views: 1405 | Added by: Dvalishvili | Date: 2017-01-15 | Comments (0)