09:05
ონისეს ფსიქოლოგიური პორტრეტი
ონისეს ფსიქოლოგიური პორტრეტი
  ალ. ყაზბეგის ,,ხევისბერ გოჩაში“ გამოკვეთილია რამდენიმე პერსონაჟი, რომელთა ქმედებები შეგვიძლია ჩვენი მსჯელობის საბაბი გავიხადოთ. ზოგადად მოცემულ მოთხრობაში გამოკვეთილია ის, თუ როგორ სცემენ პატივს ტრადიციებს ყველანი, თავისი ასაკის მიუხედავათ. განსაკუთრებით ყურადღება უნდა გავამახვილოთ ახალგაზრდებზე რადგან ისინი ყოველგვარი კითხვების დასმის გარეშე, ემორჩილებიან უხუცესების მიღებულ კანონებს. მათ შეიძლება ბერვრის თქმაც სწადდეთ გულში, მაგრამ გარკვეული მიზეზებისდა გამო არ ამბობენ, რადგან დარწმუნებულნი არიან თავიანთი რჩეული პირების სისწორეში , და ასეთ შემთხვევებში შეცდომას საკუთარ თავში ძიობენ.
   ერთ-ერთი ასეთი ახალგაზრდა იყო ონისე, ხევისბერი გოჩას ვაჟი. იგი თვდახრილი ასრულებდა ყოველგვარ დავალებას თავისი მხარის უხუცესებისაგან.  იგი ხალხში საკმაოდ კარგიავტორიტეტით სარგებლობდა. პირველი იმიტომ, რომ ხევისბერ ი გოჩას ვაჟი იყო და მეორე იმიტომ რომ თვითონაც თავი ქონდა გამოჩენილი სხვადასხვა სიტუაციებში. ამას მოწმობს ერთ-ერთი მოხევის სიტყვები :  ,,კარგი მამის შვილი ხარ ონისევ, და თავადაც კარგი ბიჭობა გეტყობისო“ იგი აზრადაც არ გაივლებდა ღალატს არც თავისი ხალხის და არც ქვეყნის მიმართ.
მაგრამ, სამწუხაროდ, მასაც შეხვდა ერთი უკურნებელი სენი - სიყვარული. რომელმაც ვაჟკაციო დაამონა და მიუტევებელი შეცდომა დააშვებინა. პირველი შეცდომა ხელისმომკიდეობის პირველ დღესვე , როდესაც მეგობრის ცოლთან მარტო დარჩენილმა ცდუნებას ვეღარ გაუძლო.. მაგრამ განსაკუთრებული სიმძიმის დანაშაული მოყვა ამავე შინაარსის მეორე შევდომას, რომელიც გაჩაღებული ომის დროს მოხდა , და რომელმაც უამრავი ხალხის სიცოცხლე შეიწირა, მათ შორის იყვნენ ონისეს ამხანაგები..
  როდესაც დამნაშავეებს ასამართლებდნენ, ონისეს გულმა ვეღარ მოუთმინა და თავისი შეცდომა აღიარა... თუმცა იმ ქალის სახელი კი არ გაუთქვამს ვის გამოც ამხელა უბედურება დატრიალდა ხევში. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ფაქტი ორ რამეს მოწმობს. პირველი ესაა სიყვარულისთვის ერთგულება , და მეორე ესაა გმირული სულის კვეთება. მას შეეძლო ხმა არ ამოეღო და იოლად შეეხედა ყველაფრისათვის ირგვლივ, მაგრამ მან უსამართლობა ვერ აიტანა და მის წინააღმდეგ გამოვიდა. რაც საბოლოოდ საკუთარ სიცოცხლის ფასად დაუჯდა.
ასე, რომ უდიდესი  შეცდომების მიუხედავად , მკითხველს მაინც შეუძლია ონისეს ღირსეულ პიროვენბად დახასიათება. რადგან თავდადება რომელიც მან უსამართლობის წინააღმდეგ გამოიჩინა , ცოტა არ იყოს უჩვეულოა დღევანდელი საზოგადოებისათვის. | ტეგები: ონისეს დახასიათება, onises daxasiateba, ხევისბერი გოჩა, daxasiateba, xevisberi gocha, onise, დახასიათება, ონისეს, ონისე, gocha

მიმაგრება: სურათი 1
კატეგორია: ლიტერატურა | ნანახია: 4465 | დაამატა: Dvalishvili | რეიტინგი: 0.0/0
იტვირთება რეკლამის ბარი...
სულ კომენტარები: 0
avatar