ნაწარმოების დასაწყისში ჯოყოლას და ზვიადაურს შორის თითქოს კონფლიქტი უნდა წარმოიშვას, მაგრამ ასე არ ხდება და ეს ერთადერთი არშემდგარი, ჩანასახშივე ჩამქრალი კონფლიქტია ამ სასტიკი კონფლიქტებით სავსე პოემაში. ვაჟა ფშაველას „სტუმარ-მასპინძელი“-ს ანალიზი
კონფლიქტის თავიდან აცილება ჯოყოლას დამსახურებაა. მოულოდნელია გულისხმიერება და სულის სიუხვე, – ჯოყოლასთვის ყოველი ადამიანი, მისი ეროვნების და სარწმუნოების მიუხედავად, უპირველეს ყოვლისა სწორედ ადამინია. მისთვის ზვიადაური არ არის მტერი უბრალოდ იმის გამო, რომ ის ხევსურია. იგი ხევსურთა მთელ მოდგმაში მტრებს აპრიორულად არ ხედავს და ეს უჩვეულოა იმ სამყაროში, რომელშიც ამა თუ იმ საზოგადოების სიმტკიცე უწინარესად ,,მტრის ხატზეა” დამყარებული. ამით განიარაღებული ზვიადაური დაყვება ჯოყოლას ნებას და დიდ რისკს სწევს, სტუმრად მიდის თავისი მტრების ბანაკში.
|