ავთანდილი „ვეფხისტყაოსანში“ ყველაზე გამოკვეთილი პერსონაჟია. მას მკვეთრად გამოხატული ზნეობრივი პოზიცია გააჩნია. იგი იდეალური, სრულყოფილი გმირია. უზადო გარეგნობასთან ერთად ურყვნელი ზნეობა, შეუდრეკელი გული და უმაღლესი გონიერება ამკობს ავთანდილს. რუსთაველს ეს პერსონაჟი განსაკუთრებით შტამბეჭდავად ყავს წარმოჩენილი, ამიტომაც ფიქრობენ, რომ ამ გმირის სახით პოეტი საკუთარ „მეს“ გამოხატავს.
ავთანდილს მორალური პორტრეტი საუკეთესოდ იძერწება პოემის იმ ნაწილში, რომელსაც თინათინის დავალებით ტარიელის საძებნელად წასული, უსტარს უტოვებს მსახურებს. მისი თხოვნა სამეფოს კეთილდღეობას შეეხება. პირადი ინტერესი საერთოდ უგულებელყოფილია, ყველაფერზე წინ ქვეყნისთვის ზრუნვა იწევს.
ეს თვალსაზრისი უფრო მეტად გამყარებულია როსტევან მეფისადმი მიწერილ ანდერძში. აქ ავთანდილის ისეთი თვისებები ჩანს, რომლებიც მხოლოდ მაღალზნეობრივ, სრულყოფილ პიროვნებას ახასიათებს. ანდერძი მოყვასისადმი სიყვარულის, ერთგულების, მისდამი თავგანწირვის მაღალი იდეალების ნამდვილი წარმოდგენაა. ამ ღირსეებათა დემონსტრირებისას იკვეთება გმირის ნამდვილი სახე, მისი სულიერი სამყარო.
ავთანდილის სიბრძნეზე მეტყველებს ანდერძის ყოველი ფრაზა. მისი განსწავლულობის დამადასტურებელია ფილოსოფოსთა ნააზრევის მოხმობა. ქრისტეს მოწაფეთა სწავლების დამოწმება. მისი აზრით, იმიტომ ვიძენტ სიბრძნეს, რომ ჩვენი მორალური ქცევით სამყაროს უზენაეს წესრიგს შევერწყათ; სიცრუე და ორპირობა, მეგობრის ღალარი მორალური ნაკლოვანების სათავეა - ასეთია ავთანდილის ზნეობრივი პოზიცია.
შეუვალი ზნეობრივი პოზიდიიდან მსჯელობს ავთანდილი ფატმანის სამიჯნურო ბარათის წაკითხვისას. მის აღშფოთებას, პირველ რეაქციას რომ მოჰყვა, რეალისტური მსჯელობა მოსდევს. მოაზროვნე და გონებაფხიზელი გმირი კარგად აწონ-დაწონის ვითარებას. იგი ხედავს, რომ ფატმანს იქით გზა არა აქვს. ეს ერთადერთი ხელშესახები რამაა, რაც ნესტანის კვალს აპოვნინებს. ამ შემთხვევაში, მიზნისკენ სავალ გზაზე, მას ჩამუხლება, ერთგვარ ზნეობრივ კომპრომისზე წასვლა უხდება. სასწორზე მეგობრის სიცოცხლეა და მას ამ ნაბიჯის გადადგმა მოუწევს, თუმცა კარგად ესმის, თუ რა ამოძრავებს „სიძვის დიაცს“ და რომ უმსგავსო საქმეს მომავალი არ შეიძლება ჰქონდეს.
ამ ეპიზოდში კარგად ჩანს ავთანდილის გრძნობათა ცვლილება. მეგობრისადმი ვალის გადახდის მიზნით, საკუთარი ზნეობრივი კრედოსათვის სრულიად შეუსაბამო ნაბიჯის გადადგმა, ავთანდილის რეალისტური ბუნების გამოხატულებაა. მაგრამ ეს ჩრდილს სულაც არ აყენებს მის მაღალზნეობრივ სახეს, პირიქით, უფრო ხელშესახებს ხდის.
სრულიად სხვა ავთანდილი წარმოდგება ჩვენს წინაშე ჯაშნაგირის მკვლელობის ეპიზოდში. მრისხანე და შეუბრალებელი სასტიკად უსწორდება ფატმანის საყვარელს და მის მცველებს. თითქოს მთელი უარყოფითი ენერგია, ამდენი ფათერაკების შედეგად დაგროვილი, ერთად გადმოინთხა და ავთანდილისთვის შეუფერებელ სისასტიკედ გარდაიქმნა. ამასვე ადასტურებს ეს ქმედებაც მთავარი მიზნისკენ სვლის მოტივაციად შეიძლება მივიჩნიოთ, მკვლელობის შემდგომ მოისმინა, გვაეჭვებს. იყო თუ არა ეს საქციელი ზნეობრივი გმირისათვის შესაფერისი?
მართალია, შემოდგომი ვითარება მის ამ ქმედებას ამართლებს: ვერდიქტი სამართლიანი აღმოჩნდება, თუმცა ეს წინმსწრები სისასტიკე, ავთანდილისაგან გამოვლენილი, ვფიქრობთ, ის ცალკეული შემთხვევაა, როდესაც რუსთაველის გმირები იდეალურიდან ყოფით სინამდვილეში გადმოინაცვლებენ. მათი ხიბლიც სწორედ ამაშია. „ვეფხისტყაოსნის“ პერსონაჟთათვის ადამიანური გრძნობები და სისუსტეები უცხო არაა და სწორედ ამაშია რუსთაველის, როგორც შემოქმედის სიდიადე.
ამგვარად, ავთანდილის სახე პოემაში გამორჩეულად შტამბეჭდავია. მაღალ ზნეობრივ ფასეულობებთან ერთად, მისთვის არც ადამიანური სისუსეტებია უცხო. ჩევნი სიმპათია ამ პერსონაჟის მიმართ მისი უაღრესად ბრძნული, დინჯი, გაწონასწორებული ქმედებებითაა გამოწვეული.