ავთანდილი „ვეფხისტყაოსანში“ ყველაზე გამოკვეთილი პერსონაჟია. მას მკვეთრად გამოხატული ზნეობრივი პოზიცია გააჩნია. იგი იდეალური, სრულყოფილი გმირია. უზადო გარეგნობასთან ერთად ურყვნელი ზნეობა, შეუდრეკელი გული და უმაღლესი გონიერება ამკობს ავთანდილს. რუსთაველს ეს პერსონაჟი განსაკუთრებით შტამბეჭდავად ყავს წარმოჩენილი, ამიტომაც ფიქრობენ, რომ ამ გმირის სახით პოეტი საკუთარ „მეს“ გამოხატავს.
ავთანდილს მორალური პორტრეტი საუკეთესოდ იძერწება პოემის იმ ნაწილში, რომელსაც თინათინის დავალებით ტარიელის საძებნელად წასული, უსტარს უტოვებს მსახურებს. მისი თხოვნა სამეფოს კეთილდღეობას შეეხება. პირადი ინტერესი საერთოდ უგულებელყოფილია, ყველაფერზე წინ ქვეყნისთვის ზრუნვა იწევს.
Attachments: სურათი 1
Category: ლიტერატურა | Views: 7174 | Added by: Dvalishvili | Date: 2016-12-11 | Comments (0)

ტარიელი შოთა რუსთაველის პოემის „ვეფხისტყაოსნის ერთ ერთ მთავარი პერსონაჟია. ის იყო ისეთი, როგორიც მეფეთა შვილებს ეკადრებოდათ: სახე მზეს უგავდა ტანი- საროს, წამწამთა ფერი- გიშერს, ტუჩები- ლალს , მკლავი კი ლომივით ძლიერი ჰქონდა. როგორც ფიზიკურად ისე სულიერადაც ტარიელი ლამაზი და ძლიერი იყო.
Attachments: სურათი 1
Category: ლიტერატურა | Views: 2933 | Added by: Dvalishvili | Date: 2016-12-11 | Comments (0)