ლექსის დასაწყისში პოეტი მიმართავს ღვთისმშობელ მარიამს და გრძნობს,მისი მფარველობის გარეშეა დარჩენილი.იცის,ცხოვრება ,,სილაა'',თვითონ კი -ვარდი,რომელიც სილაში ვერ გაიხარებს. ლირიკულ გმირს რწმენის კრიზისი აქვს,მის სულში ,,ღამეა'', აქვს ,,გათენების'' იმედი.ეპითეტები: ,,ღამენათევი და ნამთვრალევი''-გვიჩვენებენ მის სულიერ მდგომარეობას. გალაკტიონს სჯერა,რომ ოდესმე დაუბრუნდება ღვთისმშობლის მადლი და ,,დაღლილ ქალივით'' მივა ხატებთან,სიონის კარს მიეყრდნობა,თეთრი ოლარების აელვარებას შეაჩერდება.
|