01:24 თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში - გრიგოლ ორბელიანი (+ანალიზი) |
შენს წმინდა სახეს, შვენებით სავსეს, სახიერებით განსხივებულსა, ვუმზერ კრძალვითა, თაყვანცემითა, ცრემლ-მორეული გემთხვევი ფერხთა! მიხარის — გიმზერ, ვჰსწუხვარ — და გიმზერ, და ესრეთ მზერა მსურს სიკვდილამდე,არ გამოვფხიზლდე, რომ აღარ ვჰგრძნობდე ჩემი სამშობლოს სულით დაცემას!..ყვავილოვანი წალკოტი შენი, შენის დიდების სხივ-მოკლებული,აღარა ჰშვენის, აღარ გვიბრწყინვის შავ დროთა ძალით, ფერ წახდენილი!..და, ვით განვლილსა სიზმარსა ტკბილსა, მზეს დიდებულად ჩასვენებულსა, ვიგონებთ შენს დროს, გული გვიმაგროს, სრულად არ წავჰსწყდეთ ცის შემრისხავნი! ხნით დამაშვრალი, დაღონებული, შენადვე, მეფევ, მოველ ვედრებით:მოხედო ბედკრულს შენს სატრფოს — მამულს, და ჯვარით შენით აკურთხო კვალად. შენი ივერი აღსდგეს ძლიერი, და დადგეს ერად სხვა ერთა შორის, წმიდით საყდარით, ენით მდიდარით, სწავლისა შუქით განათებული! ზნე ამაღლებით, ძლევის დიდებით, სამშობლო მიწის სიყვარულითა! — და გაგვიცოცხლდეს,რომ კვლავც მოგვესმეს სიტყვა ქართული რუსთაველისა. რომ განვიღვიძნეთ, სულით განვახლდეთ, და განქრეს ბნელი უმეცრებისა!.. ...მარამ ცად თვალნი გაქვს მიქცეულნი, და მე ვეღარ მცნობ გულ-შემუსვრილსა, დამცირებულსა, ხმა-მიღებულსა, ბედ-დაკარგულის ივერიის ძეს! ეჭვით აღვსილსა, უსასოდ ქმნილსა, გულ-უიმედოს, გაუხარებელს!.. ვაჰ თუ რაც წახდეს ვეღარა აღჰსდგეს, ვეღარ აღყვავდეს ახლის შვენებით? და რაც დაეცა ის წარიტაცა შავმან ყორანმა ვით უმწე მსხვერპლი! ჰე, ცრუ სოფელო, დაუნდობელო, შენში კეთილი სად არს ფერ-უცვლელ? დიდება ჩვენი, ცად სხივ-მიმფენი, ნუთუ ესღა გვაქვს, ვჰხედავთ რასაცა? დაყრუებულსა, გზა შეუვალსა, უდაბურს ტყეში ტაძარს დარღვეულს, სად სახე მეფის, დიდის თამარის, სჩანს ძველს კედელზე გამოხატულად!.. 1877 წ. ანალიზი 1 ქვეყნის გადარჩენის იმედს პოეტი ღვთის სახლში ხედავს.მისთვის ტაძარი ერთადერთი ნავსაყუდელია,რომელიც სიმშვიდეს ანიჭებს.რწმენით აღავსებს და განწმენდს.ეკლესიაში ეგულება გრიგოლ ორბელიანს ქართველთა დასამარებული რწმენის მაცოცხლებელი წყარო.მან კარგად იცის,რომ ეკლესია არს ცა ქვეყნისა ზედა,რომელსა შინა დამკვიდრებულ არს ღმერთი.'დიდი კურთხევანი'. დიდი სასულიერო პირი და მოღვაწე.მჭერმეტყველი იოანე ოქრომპირი ბრძანებს:"ვინც ეკლესიად შევას.იგი ცად შევას". ბეთანია მე-12 საუკუნის ტაძარია,მის კედელზე გამოსახულია ქართველთა მეოთხე ჰიპოსტაზის ხატი,მამის გიორგი მე-3 და ძის ლაშა-გიორგის შორის.თამარის ეპოქა ქართველთათვის განვლილი ტკბილი სიზმარია,რომლის გახსენებაც სიამაყით აღავსებს ქართველი ხალხის გულს. ბეთანია მდებარეობს მდინარე ვერეს შუა ნაწილში,ეს მდინარე კი სათავეს დიდგორის მთებიდან იღებს. ბეთანიის დიდების რჭმენა ძველ აღთქმაში იღებს სათავეს.ბეთანიოელი ყოფილა ქრისტეს მეგობარი ლაძარე,რომელიც უფალმა მკვდრეთით აღადგინა.მისი აღდგენით კი დაგვანახა კაცობრიობის აღდგენის წინარე ისტორიული მისტერია.ბეთანია წმინდა მიწაა,სწორედ ამან განაპირობა წინაპრების მიერ ამ ტაძრის აგება. სასულიერო მწერლობა და ქართული ეკლესია ლაზარეს უკავშირებს ქართულ ენას.ბზობისწინა დღეს შაბათ სრულდება იოანე ზოსიმეს ქებაი და დიდება ქართლისა ენისაი,ენა საერთოდ ნიშნავს ერის ეთნოსს,თუ კი იგი ლაზარესთან არის გაიგივებული,ლაზარე ყოფილა ერის სიმბოლო,აქედან საფიქრელია რომ ქართველი ერი აუცილებლად აღდგება-გადარჩება. ლექსის ავტორს გულს უკლავს საშინელი აწმყო,რომლის სიმბოლოდ პოეტმა დაბურული.უსიერი ტყე იხმარა.ქართველთა რწმენა შერყეულია,ანუ დარღვეულია ტაძრამდე მისასვლელი გზა. პოეტს გულს უკლავს ქართველთა სულიერი დაცემა.ქვეყნის აღდგენა-აღორძინება შეუძლებელია ერის ზნეობრივი აღდგენის გარეშე. ლექსი ელეგიური ხასიათისაა,მასში გადმოცემულია ლირიჯული გმირის სევდიანი განჭყობილება. მას თავად უჩნდება ეჭვი სამშობლო ქვეყნის გადარჩენისა.ლექსის ბოლოს პოეტი წუთისოფლის მუხანათობაზე საუბრობს.ქვეყნის უბედურების მიზეზად რწმენის დარღვევას მიიჩნევს.ავტორს აშინებს უფლისაგან მოსალოდნელი რისხვა და ევედრება თამარს,რომ დაიფაროს კვლავ თავისი ქვეყანა. რომანტიკოსი შემოქმედის ეს პოეტური ქმნილება,სამშობლოს უსაზღვრო სიყვარულითაა გამთბარი,თუმცა სამწუხაროდ ავტორი არ გვაძლევს იმედსა და რწმენას ქვეყნის გადარჩენისა ანალიზი 2 გრიგოლ ორბელიანი მთელი სიცოცხლის მანძილზე მწვავედ განიცდიდა სამშობლოს დამოუკიდებლობის დაკარგვას, თავისი ხალხის ზნებრივ დაცემას. სწორედ ამ საკითხს ეძღვნება ლექსი "თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში".პოეტის წარმოდგენაში ბეთანიის ტაძარი დიდებული ქმნილებაა,რადგან მის კედელზე თამარ მეფის ფრესკაა გამოსახული. საუბედუროდ, ეს ტაძარი დანგრეულია, ხოლო თამარის ხსოვნა ხალხში მივიწყებას მიეცა. ამიტომ, საკუთარი ქვეყნისა და ხალხის დაკნინებულმა მდგომარეობამ მიიყვანა გულგატეხილი პოეტი ბეთანიის ეკლესიაში, რადგანაც თამარ მეფის ეპოქა იყო საქართველოს ისტორიის აღორძინების ხანა, ავტორი მუხლს იდრეკს ამ ფრესკის წინაშე და თვალზე ცრემლმომდგარი ავედრებს დიდებულ მეფეს თავის სამშობლოს. აქ ჩაურთე სტროფი "მიხარის გიმზერ, ვსწუხვარ და გიმზერ, და ესრეთ მზერა მსურს სიკვდილამდე...ჩემი სამშობლოს სულით დაცემას < აქამდე დაწერე.. მაგრამ თავისი დროის უკუღმართი სინამდვილე პოეტს მომავლის იმედს უკარგავდა და ფიქრობდა, რომ თამარ მეფეც კი ვერ შეძლებდა ქართველი ხალხის გამოღვიძებას, რომ ვერასდროს გახდებოდა შესაძლებელი რუსთაველის ეპოქის გამეორება: "ვაჰ თუ რაც წახდეს,ვეღარა აღსდგეს, ვეღარ აყვავდეს ახლის შვენებით? და რაც დაეცა, ის წარიტაცა შავმა ყორანმა ვით უმწე მსხვერპლი". როგორც რომანტიკოსს პოეტებს ახასიათებთ, ამ ლექსშიც პოეტის უიმედო განწყობაა გადმოცემული, რასაც კიდევ უფრო ამძაფრებს მიუვალ ტყეში თავმორღვეულ ტაძარში გამოსახულის თამარის სახე, რომელიც ვეღარ სცნობს გადაგვარებულ ქართველებს. | მიმაგრება: სურათი 1 |
|
იტვირთება რეკლამის ბარი...
სულ კომენტარები: 0 | |