20:00
ოთარაანთ ქვრივის დახასიათება
“ოცდაოთხი წლისა ძლივს იქნებოდა, როცა დაქვრივდა და ერთი წლის შვილი დარჩა. ის დღეა და ის დღე, ჩაიცვა ლურჯი შალის პერანგი, შავი კაბა, თავზედ შავი მანდილი მოიხვია და აი, ეს ოცი წელიწადია, მხიარული ფერი არ მიუკარებია ტანზედ. თუმცა ბევრი მთხოვნელიცა ჰყავდა, ბევრი ეხარბებოდა ოთარაანთ ქვრივის ოჯახში შესვლას, მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ, არ გათხოვდა და არა. – აი, უწინამც დღე დაუბნელდეს ოთარაანთ ქვრივსა, მინამ მამინაცვალს სახლში დაუსვამდეს თავის პატარა გიორგისა”. ახლა ყური ნიკო ლორთქიფანიძეს დავუგდოთ: “ქართველი ქვრივი დედაკაცი თავსაფრიდან წუღებამდის… წინდაც კი შავი… ბევრი ეარშიყებოდა… შორიდან მაჭანკლებიც გაუგზავნეს. – როგორ ვუმტყუვნო ობლებს?!” ორივე ნაწყვეტში ქართველი ქვრივი ქალის “ზნეობრივი კოდექსია” ჩამოყალიბებული. “თავსაფრიანის” კრედო ერთი ფრაზითაა გადმოცემული – “როგორ ვუმტყუვნო ობლებს?!” ოთარაანთ ქვრივის მრწამსს ილია გმირის მონოლოგით წარმოაჩენს, თუმცა, ერთი და იგივეა ნათქვამი. ოთარაანთ ქვრივის, როგორც დედისა და აღმზრდელის, თავისებურებად უნდა ჩაითვალოს, რომ იგი თავის უსაზღვრო სიყვარულს შვილისადმი გარეგნულად არასოდეს ამჟღავნებს. არც სხვამ და არც თვით გიორგიმ არ იცის, რომ ქვრივი მზად არის მტლად დაედოს თავის პირმშოს. “შენი ვარ, შენთვის მოვკვდები, შენთვის დავიცემ დანასაო”, – იტყოდა ხოლმე თავის გულში დედა, როცა შვილს სამუშაოდან მომავალს დაინახავდა. შვილისადმი უსაზღვრო თავდადება იგრძნობა ოთარაანთ ქვრივის მთელ ცხოვრებაში. მაგრამ განსაკუთრებული სიდიადით მაინც თხზულების უკანასკნელ ნაწილში, როდესაც ზამთრის თოვლიან ღამეში ავადმყოფი ოთარაანთ ქვრივი ლოგინიდან წამოდგება, მომვლელ დედაბერს გაეპარება, სოფელს ტანჯვითა და ვაი-ვაგლახით გაივლის, რათა განთიადისას თავისი სიცოცხლე შვილის საფლავზე დაამთავროს. სწორედ გიორგის დაბადების დღეს, ოცდახუთ დეკემბერს, სასაფლაოზე იპოვეს ოთარაანთ ქვრივი, რომელიც შვილის საფლავზე “გარდი-გარდმო გადაქცეულიყო, ფეხები აქეთ პირას მიწაზედ ებჯინა თითის წვერებითა და ორივე ხელი იქით პირას გადაეკიდნა, თითქოს სდომებია მთელი საფლავი ქვითა და მკვდრით ერთის ხვევნით გულში ჩაეკრაო”. “თავსაფრიანი დედაკაცი” უფრო სათუთი ბუნებისაა. უმადური შვილისაგან ნათქვამმა ერთმა სიტყვამ ერთი ხელის მოსმით დაუნგრია მთელი სამყარო. მიუხედავად ამისა, მაინც შვილების სახელზე იზრუნა და სიცოცხლეში პირველად იცრუა, როცა ვიღაცას წერილი მიაწერინა შვილებთან, თითქოს სალოცავში წავიდა და “ჩემზე არ იდარდოთ, არც მეძებოთო…” | ტეგები: otaraant, chavchavadze, ჭავჭავაძე, ილია, დახასიათება, ilia, ოთარაანთ, ქვრივი, აღწერა, განხილვა

მიმაგრება: სურათი 1
კატეგორია: ლიტერატურა | ნანახია: 28285 | დაამატა: Dvalishvili | რეიტინგი: 3.8/5
იტვირთება რეკლამის ბარი...
სულ კომენტარები: 1
avatar
0 Spam
1 narutodatobestfan • 08:11, 2023-01-25 [Entry]
კი კარგი არის მაგრამ ვერ ვიპოვე ოთარაანთ ქვრივი როგორც დედა
avatar