​“ოცდაოთხი წლისა ძლივს იქნებოდა, როცა დაქვრივდა და ერთი წლის შვილი დარჩა. ის დღეა და ის დღე, ჩაიცვა ლურჯი შალის პერანგი, შავი კაბა, თავზედ შავი მანდილი მოიხვია და აი, ეს ოცი წელიწადია, მხიარული ფერი არ მიუკარებია ტანზედ. თუმცა ბევრი მთხოვნელიცა ჰყავდა, ბევრი ეხარბებოდა ოთარაანთ ქვრივის ოჯახში შესვლას, მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ, არ გათხოვდა და არა.
Attachments: სურათი 1
Category: ლიტერატურა | Views: 28285 | Added by: Dvalishvili | Date: 2016-11-17 | Comments (1)

აკაკი შანიძე: ვეფხისტყაოსნის ლექსიკონი
Attachments: სურათი 1
Category: ლიტერატურა | Views: 2379 | Added by: Dvalishvili | Date: 2016-11-17 | Comments (0)

შრი-ლანკის  ერთი-ერთ მთავარ ღირსეშანიშნაობას უდაოდ წარმოადგენს მთის დანგრეული უძველესი  სასახლე – სიგირიის ნარჩენები. ის მდებარეობს მატალის ცენტრალურ რაიონში.

Attachments: სურათი 1
Category: გეოგრაფია | Views: 1311 | Added by: Dvalishvili | Date: 2016-11-17 | Comments (0)

ზღვა — მსოფლიო ოკეანის ნაწილი, გამოყოფილი ხმელეთით ან შემაღლებული წყალქვეშა რელიეფით. მსოფლიო ოკეანისაგან აგრეთვე განსხვავდება ჰიდროლოგიური, მეტეოროლოგიური და კლიმატური რეჟიმით, რაც დაკავშირებულია მსოფლიო ოკეანესთან მიმართებაში მათ შემოსაზღვრულ მდებარეობასა და წყლის შენელებულ მიმოქცევასთან გაშლილ ნაწილთან შეზღუდული კავშირის გამო. ზოგიერთი ზღვა ნაწილია სხვა ზღვის (მაგალითად, ეგეოსის ზღვა – ხმელთაშუა ზღვის ნაწილია). ტერმინი "ზღვა" ხშირად გამოიყენება გაუმდინარე, დიდი, მლაშე ტბების (მაგალითად, კასპიის ზღვა, არალის ზღვა) და ხელოვნური წყალსაცავების (მაგალითად, თბილისის ზღვა) სახელწოდებებში.

ამასთან, ზღვებს ყოფენ მათი ფლორისა და ფაუნის შესაბამისად. ზღვის ფაუნისთვის დამახასიათებელია ენდემურობა.

სხვადასხვა ავტორებთან, კერძოდ, ბიბლიაში, ზღვად შეიძლება იწოდოს წყლის ნებისმიერი დიდი სივრცე (მდინარეები, ტბები, ყურეები); მაგალითად, ეგვიპტის ზღვა ( ესაია წინასწარმეტყველის წიგნი, 11.15 ) ბიბლიაში, სხვადასხვა მოსაზრებით, აღნიშნავს ან მდინარე ნილოსს, ან წითელი ზღვის ნაწილს. გარდა ამისა, ამ წიგნში ზღვად იწოდება მდინარე ევფრატიც. ზღვად წოდებული ობიექტები არსებობს არა მხოლოდ დედამიწაზე; მაგ., სამხრეთის ზღვა არსებობს მარსსა და მთვარეზე (მთვარეზე ზღვად იწოდება (ვიზუალურად) ამ პლანეტის დისკოზე არსებული მუქი ლაქა).
Attachments: სურათი 1
Category: გეოგრაფია | Views: 12584 | Added by: Dvalishvili | Date: 2016-11-17 | Comments (0)