16:11 ირმის ნახტომით სხვა გალაქტიკაში |
ვიქნები ნიავი რომელიც დაუბერავს ვიდრემც გასწორდება საათიის ისრები ვერტიკალზე და მზე ჩაქრება ხვალამდე, გამიხსენე წელიწადში ერთხელ შენ მაინც, გაიხსენე სასაცილო, გასახარი და შესაშური დღენი ჩვენი, არ ვიცი თუ გეყვარები მერეც როცა ქარი წამშლის მაგრამ მე ვიქნები იქ... <a class="link" href="https://www.youtube.com/watch?v=l6zpi90IT1g" rel="nofollow" target="_blank">https://www.youtube.com/watch?v=l6z... </a> იქ სადღაც შორს ჰორიზონტს შემხედვარე შენსავით, და სანამ მზე ჩავა და ააწითლებს ცას მანამ ვისუნთქებ მე უკვე ნიავად ქცეული, მახსენე, მოყევი და აღასრულე სახელი ჩემი. იწურება დრო და წამი ასე ტყვილა დახარჯული, მაგრამ შენ იცი, რომ სცემდა ჩემი გული ისე, როგორც მაშინ შენ ნახვაზე პირველად, ნიავშიც ხომ გაისმის მერე ჩემი გულის ძგერა. შენზეა იცოდე შემძლეობაც და ის რაც ჩაიფიქრე, ის რამაც უნდა შეცვალოს ეს ქვეყანა და აქციოს ის დარად ვარდის და განაგდოს ხმელი ყოჩივარდი, ფსევდო... მშვიდობით ჩემო ერთადერთო მოვიდა ეს დროც მზე რომ ჩადის და სითბო სიცივით იცვლება, და უკანასკნელი მზის რკალი საზღვრებს აუდის, ის ნიავი კი თავისას იტაცებს და მზე ღრუბელთ შეპყრობილი ჩადის დასალეთისკენ. | |
|
იტვირთება რეკლამის ბარი...
სულ კომენტარები: 0 | |