21:22
სულო ბოროტო - ნიკოლოზ ბარათაშვილი (+ანალიზი)
სულო ბოროტო
სულო ბოროტო, ვინ მოგიხმო ჩემად წინამძღვრად,
ჩემის გონების და სიცოცხლის შენ აღმაშფოთრად?
მარქვი, რა უყავ, სად წარმიღე სულის მშვიდობა,
რისთვის მომიკალ ყმაწვილის ბრმა სარწმუნოება?

ამას უქადდი ჩემს ცხოვრებას, ყმაწვილკაცობას?
თითქოს მაძლევდი ამა სოფლად თავისუფლებას,
ტანჯვათა შორის სიამეთა დამისახავდი
და თვით ჯოჯოხეთს სამოთხედა გარდამიქცევდი!

მარქვი, რა იქმნენ საკვირველნი ესე აღთქმანი?
რად მომიხიბლე, აღმირიე, წრფელნი ზრახვანი?
სად ხარ, აღმშფოთო, მიპასუხე, ნუ იმალები,
რატომ გაცუდდა ძალი შენი მომჯადოები?

წყეულიმც იყოს დღე იგი, როს შენთა აღთქმათა
ბრმად მივანდობდი, ვუმსხვერპლიდი ჩემთ გულისთქმათა!
მას აქეთ არის — დავუკარგე მშვიდობა სულსა,
და ვერც ღელვანი ვნებათანი მიკვლენ წყურვილსა!

განვედი ჩემგან, ჰოჲ, მაცთურო, სულო ბოროტო!
რა ვარ აწ სოფლად დაშთენილი უსაგნოდ, მარტო.
ჭკუით ურწმუნო, გულით უნდო, სულით მახვრალი?
ვაი მას, ვისაც მოხვდეს ხელი შენი მსახვრალი!


ნიკოლოზ ბარათაშვილი
1843 წ.


ანალიზი
ნ.ბარათაშვილის სახით ახალი ქართული ლიტერეატურის ისტორიაში შესულია უნიჭიერესი რომანტიკოსი პოეტი , დიდი ბუნების მქონე მგოსანი, ნათელი მოაზროვნე და თავისი ქვეყნის მგზნებარე პატრიოტი, რომელმაც ახალ მწერლობას მისცა დიდი ფილოსოფიური სიღრმე და ლექსს მიანიშა დიდი სითბო და ემოციურობა. ჯერ კდიევ ახალგზარდა პოეტი მომწიფებული იყო სულითა და აზროვნებით. იგი გულწრფელად გადმოგგვცემდა იმას , რასაც გრძნობსა და რაც აღელვებდა. ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედების ერთ ერთი ძირითადი მოტივია სევდა და მწუხარება, რაც არსწბული სინამდვილით უკმაყოფილების ნიადაგზე იყო აღმოცენებული. მგოსანი ბოროტი სულის სახელით ნათლავს ხმას, რომელიც 7 წლით ადრე აღწერა "ხმა იდუმალში". ცხადია, რომ მგოსნის ბედნიერების დღეები მას შემდეგ დაბნელებულა, რაც მის სულში საკუთარი დანიშნულების ძიების სურვილი დაბადებულა და განმტკიცებულა, მაგრამ ეს მხოლოდ ნახევარია უბედურებისა, ანდა შეიძლება ნამდვილი ბედნიერების დასაწყისიც იყოს, ოღონდ საჭიროა ძიების გზაზე დამდგარმა სულმა თავისი მისწაფებების საგნის მიმართულებას მიაგნოს. ბარათაშვილი ა იყო ობიექტურად მოაზროვნე ადამიანი; მისი აზროვნება მუდამ ცხოვრების სინამდვილის სუბიექტური მხრისკენ იყო მიმართული და მისი ანალიზი შორს არასდროს მიდიოდა. როდესაც იგი თავისი დანიშნულების საკითხს არკვევდა, მისი აზრი ის იყო, რომ ყველაფერი ბედის ვარსკვლავზე იყო დამოკიდებული, რომელიც დედამიწიდან ისე შორს იყო, რომ აქამდე ვერც აღწევდა მისი შუქი და სიბნელით მოცულ ცხოვრების გზაზე ადამიანის დანიშნულების სახე ფერმკრთალდებოდა. | ტეგები: baratasvili, baratashvili, ანალიზი, boroto, ბოროტო, სულო, ნიკოლოზ, sulo, nikoloz, ბარათაშვილი

მიმაგრება: სურათი 1
კატეგორია: ლიტერატურა | ნანახია: 25952 | დაამატა: Dvalishvili | რეიტინგი: 4.1/12
იტვირთება რეკლამის ბარი...
სულ კომენტარები: 0
avatar