09:26
7 რჩევა ექტომორფებს (როგორ მოვიმატოთ წონაში)
თუ თქვენ გენეტიკურად ხართ მიდრეკილი სიგამხდრისკენ და გინდათ მასის მომატება, მკაცრად უნდა დაიცვათ კვების და დასვენების წესები. გთავაზობთ 7 რჩევას, რისი გათვალისწინებაც მოგიწევთ, თუ გინდათ, რომ ბოლოსდაბოლოს დაიწყოთ წონაში მატება:


1. დღის განმავლობაში მიიღეთ იმაზე მეტი კალორია, ვიდრე ხარჯავთ. მარტო ვარჯიშით კუნთი არ გაიზრდება, კუნთის საშენი მასალაა - ამინომჟავები, რომელსაც ადამიანი იღებს ცილების დაშლის შედეგად. თუ თქვენ არ მიიღებთ საკმარისი რაოდენობის ცილებს, წონაში ვერ მოიმატებთ. დღის განმავლობაში მიიღეთ თქვენი წონის ყოველ 1 კგ-ზე მინიმუმ 2 გრ ცილა.

2. გადადით მრავალჯერად კვებაზე. რაც უფრო ხშირად მიიღებთ საკვებს, მით უფრო კარგი იქნება თქვენი ნივთიერებათა ცვლა და მით უფრო მალე დაიწყებთ მასის მომატებას. მიიღეთ საკვები ყოველ 3 საათში ერთხელ. სამ ძირითად კვებას, საუზმეს, სადილსა და ვახშამს შორის ჩართეთ კიდევ 3 წახემსება (ხილი, თხილეული, რძის პროდუქტი, პროტეინის კოქტეილი და ა.შ.)

3. მიიღეთ ბევრი რთული ნახშირწყლები: მაკარონი, ბრინჯი, წიწიბურა, ლობიო, გაროხი, ხილი, ბოსტნეული... ასევე ბევრი ცხოველური ცილა: ხორცი, კვერცხი, თევზი, რძის პროდუქტი.

4. ძილის წინ აუცილებლად ჭამეთ ხაჭო ან დალიეთ კაზეინის პროტეინი, რადგან ორივე მათგანიდან ცილებს ორგანიზმი ითვისებს 6 საათის განმავლობაში, რითაც ძილის დროს იცავთ კუნთებს კორტიზოლის ზემოქმედებისაგან - დაშლისგან.

5. ვარჯიშის დასრულებისთანავე აუცილებლად მიიღეთ შრატის პროტეინი.

6. მიიღეთ B ჯგუფის ვიტამინები და ზოგადად ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსები. ასევე მათი შემცველი პროდუქტი, ხილი და ბოსტნეული.

7. კუნთები ვითარდება და იზრდება არა ვარჯიშის დროს, არამედ ძილის დროს. ამიტომ დაწექით დროულად და იძინეთ მინიმუმ 8 საათი.


წყარო: https://www.facebook.com/Livestylegeorgia/photos/a.381798678989275/488577371644738/?type=3&theater

კატეგორია: სპორტი | ნანახია: 657 | დაამატა: Dvalishvili | რეიტინგი: 0.0/0
იტვირთება რეკლამის ბარი...
სულ კომენტარები: 0
avatar