09:27
7 რჩევა ენდომორფებს (როგორ დავიკლოთ წონაში)
თუ თქვენ სხეულის აგებულებით ხართ ენდომორფი, მაშინ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ კვებას. ვინაიდან ენდომორფებს გაქვთ შენელებული ნივთიერებათა ცვლა, თქვენ უნდა დაიცვათ კვების გარკვეული წესები, რათა მოიშოროთ კანქვეშა ცხიმის სქელი ფენა.


1. ენდომორფები უფრო ძნელად ითვისებენ ცილებს, ვიდრე ცხიმებსა და ნახშირწყლებს. ცილა მნიშვნელოვანია კუნთის ზრდისთვის და ააქტიურებს მეტაბოლიზმს (ნივთიერებათა ცვლა), რაც შეგიძლიათ გამოიყენოთ წონის დასაკლებად. შეგიძლიათ საკვების ყოველი მიღებისას მიირთვათ ცილა. საუზმეზე - კვერცხი, სადილზე - საქონლის ხორცი, ვარჯიშის შემდეგ - პროტეინის კოქტეილი ან ფრინველის ხორცი, ვახშამზე კი - რძის პროდუქტი, განსაკუთრებით ხაჭო.

2. კალორიების თითქმის 40% უნდა მიიღოთ ცხიმებიდან. მთავარია სწორად შეარჩიოთ ცხიმები და ეს დაგეხმარებათ წონის დაკლებაში. ცხიმების 1/3 შეიძლება იყოს ნაჯერი ცხიმები (კვერცხი, ხორცი, რძის პროდუქტი), ხოლო 2/3 არანაჯერი (ზეითუნისა და სელის ზეთი, თევზის ქონი)

3. მოერიდეთ ნახშირწყლებს. სწრაფი ნახშიწყლები მავნეა თქვენთვის თქვენი ინსულინთან დამოკიდებულების გამო. ინსულინი - ეს არის ჰორმონი, რომელიც აიძულებს ორგანიზმს შთანთქას გლუკოზა (შაქარი) სისხლიდან და გამოიყენოს ის როგორც ენერგიის წყარო. პრობლემა იმაშია, რომ გენეტიკურად ენდომორფების სხეული არაეფექტურად იყენებს ინსულინს სისხლში შაქრის დონის შემცირებისთვის. გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ ვარჯიშის შემდგომი პერიოდი, როცა ორგანიზმი გამოყოფს დიდი რაოდენობით ჰორმონებს.

4. მიიღეთ თევზის ქონი, რადგან ის დადებით გავლენას ახდენს ნებისმიერ ავადმყოფობასთან ბრძოლაში, ისეთების, როგორიცაა: გულის დაავადებები, ჰიპერტონია, ქრონიკული დაღლილობა, დიაბეტი, ჭარბწონიანობა. თევზის ქონი ზრდის ორგანიზმში ბედნიერების ჰორმონს - სეროტონინს და ამცირებს სტრესის ჰორმონს - კორტიზოლს. თევზის ქონი გაგხდით ინსულინის მიმართ უფრო მგრძნობიარეს და დაგეხმარებათ გახდომაში.

5. იმისათვის, რომ თქვენმა ორგანიზმმა დაიწყოს ცხიმის წვის პროცესი, აუცილებელია ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგება. ამისათვის კი აუცილებელია 3-4 საათში ერთხელ იკვებოთ, რათა ორგანიზმი მუდმივად იყოს დანაყრებული, თქვენ კი არ გქონდეთ შიმშილის გრძნობა.

6. ბოსტნეულში არის ბევრი ვიტამინები და მინერალები. ასევე არის ბევრი ფიტონუტრიენტი, რომლებიც წარმოადგენენ ძლიერ ანტიოქსიდანტებს და დადებიტად მოქმედებენ ჰორმონებზე. არსებობს მოსაზრება, რომ ისინი აფერხებენ სიმსივნის განვითარებას და აძლიერებენ იმუნიტეტს.

7. მიიღეთ დიდი რაოდენობით წყალი. გაღვიძებისას და დაძინების წინ მიიღეთ 200-200 მლ. ასევე ჭამამდე 30 წუთით ადრე. ის გაწმენდს თქვენს ორგანიზმს შლაკებისაგან და თავის წვლილს შეიტანს ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგებაში. 

წყარო:https://www.facebook.com/Livestylegeorgia/photos/a.381798678989275/494964341006041/?type=3&theater

კატეგორია: სპორტი | ნანახია: 583 | დაამატა: Dvalishvili | რეიტინგი: 0.0/0
იტვირთება რეკლამის ბარი...
სულ კომენტარები: 0
avatar