20:08 აკაკი წერეთელი - ,, ქებათა ქება " (ანალიზი) |
აკაკი წერეთელი ,,ქებათა ქება"
თუ დედამიწაზე რაიმეს შეიძლება წმინდა ეწოდოს ეს სიყვარულია. სულიერების ამაღლება ადამიანის დანიშნულებაა, რომელსაც ღმერთთან მიახლოებითა და ღვთის ხატის არებობის შეგრძნებით ვცდილობთ. ერთადერთი კი რაც ამას გვაგრძნობინებს არაამქვეყნიური, ზეციური სიყვარულია, გრძნობა რომელიც ადამის ცოდვით მკრთალ ბუნებას ძლევამოსილად გარდაგვისახავს. ის იმდენად გვათრობს და გვაგრძნობინებს კავშირს ცასა და მიწას შორის, მის გარეშე სიცოცხლეც ვერ წარმოგვიდგენია და ავტორის მსგავსად მზად ვართ(რასაც, მიმართვითა და მეტაფორით გვაჩვენებს), მის გამო სიცოცხლეც კი გავწიროთ:ანალიზი ,,შენ, სიყვარულო, ცისა და ქვეყნის კავშირო და თან შუამავალო! შენ, რომლის ერთ წამს, იმ სანეტაროს, მზად ვარ სიცოცხლე მთლად ვანაცვალო!..: ღირს კიდეც, უსიყვარულოდ ცხოვრება ხომ მხოლოდ არსებობაა. არამგონია, სიკვდილისათვის გულის გაჩერება საკმარისი იყოს. საჭირო ბევრად მეტია. ვკვდებით არა მაშინ, როცა ფიზიკურად ვნადგურდებით და ტვინი აღარ ფუნქციონირებს, არამედ მაშინ, როცა ცხოვრების მიზანს ან მიზეზს, ანუ სიყვარულს ვკარგავთ. მაშინ ჩვენგან ფიტული რჩება სხეულის სახით, სადაც ჩვენს მაგივრად ამაოება აგრძელებს ცხოვრებას. აკაკი გაპიროვნებით სიყვარულს მშვენიერებად, ყველაფერი იდეალურის ნაზავად გვიხატავს: ..მე მას ვუგალობ, ვისაც განგებამ მშვენიერება უსხივცისკარა!.. ვინც ვარდს ელფერი, იას სინაზე და ბულბულს ენა ერთად მოჰპარა!.." ღვთიური გრძნობა ლირიკული გმირის ცხოვრების განუყოფელი და უმთავრესი ნაწილია. მან აამაღლა და აგრძნობინა თავი ადამიანად, როცა წელშიმოხრილი გამართვას ლამობდა. ამან განაპირობა ავტორის მიერ ჭაბუკობიდან სიყვარულით აღტაცება. მშვენიერება ხომ სოფელს მხოლოდ ამან შეჰმატა დამხცოვან პოეტს თავი ისევ შეყვარებულ ახალგაზრდად აგრძნობინა თავი. ჩემი აზრით ავტორი მართალია და უბადრუკი არსებობის ნაცვლად, ცოცხლობს კიდეც. სწორედ ამ გრძნობის გამო. ადამიანი თუ არა ვის მიმართაც ამას განვიცდით, თვითონ გრძნობა არ გვაძლევს თავის მარტოდ გრძნობის საშუალებას. გვაფიქრებს ცხოვრების არსზე. გვაჩვენებს მის არამარტო, ბნელ და მკაცრ არამედ, ნათელ მხარესაც. თუმცა, მგონია, ყველამ, ყოველმა ჩვენგანმა სიყვარული უნდა ვისწავლოთ. ვისწავლოთ ვიგრძნოთ სწორად, რადგან ცალმხრივი სიყვარულის განცდისას ყოველი ჩვენგანი მეცხრე ციდან მძიმედ ეშვება და ეს ნათელს ნამდვილად არ ჰგავს. ალბათ, საჭიროა ვისწავლოთ როგორ შევინარჩუნოთ სითბო, მაშინ როცა ეს ყველაზე მეტად გვიჭირს და ,,აღმართ-აღმართის" ნაცვლად გულზე ხელები სამარადისოდ არ დავიკრათ. წყარო: http://human-killer-detective.blogspot.com/2016/02/blog-post_15.html |
|
იტვირთება რეკლამის ბარი...
სულ კომენტარები: 0 | |