16:01
არასრულწლოვანის გატაცება და ყაჩაღობა
გორში მომხდარი სასტიკი მკვლელობის ბრალდებით 33 წლის იაგო ნებიერიძე დააკავეს. ამ დრომდე უცნობია აღიარებს თუ არა დანაშაულს უმძიმეს დანაშაულში ბრალდებული.
როგორც „ნიუპოსტს“ განუცხადეს, საქმეში დევს ახალგაზრდა მამაკაცის კუთვნილი მობილური ტელეფონი, რომელშიც სხვა არასრულწლოვანი ბავშვების ფოტოებთან ერთად მოკლული ნანა ბერიაშვილის სურათებიც იპოვეს. ახლობლები ეჭვობენ, რომ ნებიერიძე გოგონას უთვალთვალებდა.

როგორც ითქვა, სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული წარსულში ნასამართლევია. მისმა სახელმა პირველად 8 წლის წინ გაიჟღერა. მაშინ ეს უკანასკნელი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. ამასთან, ნებიერიძეს ქალის მიმართ განხორციელებულ ძალადობას ედავებოდნენ. მან საპატიმრო სულ რაღაც 9 თვის წინ დატოვა.

ამასთან, "ნიუპოსტისთვის" ცნობილი გახდა, რომ იაგო ნებიერიძის სახელი გახმაურებულ გატაცებას უკავშირდება, როცა 2004 წელს, გამოსასყიდის მოთხოვნის მიზნით, 11 წლის ბიჭი იმ სახლიდან გაიტაცა სადაც მამამისი მუშაობდა. როგორც ირკვევა, 11 წლის მოზარდი ამ დრომდე არ არის ნაპოვნი.

აღსანიშნავია, რომ მაშინ გორის რაიონულმა სასამართლომ ნებიერიძე თავისუფლების უკანონო აღკვეთაში გაამართლა. ბრალდებული მხოლოდ თანხის გამოძალვისთვის მიეცა პასუხისგებაში.

გორში სასტიკი მკვლელობა გუშინ მოხდა. სამართალდამცავებმა დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით, გორში პარალელურ ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში დააკავეს. ეს უკანასკნელი იმ სახლში სარემონტო სამუშაოებს ატარებდა.

გამომძიებლებმა საცხოვრებელ სახლის სარდაფში კედელსა და იატაკზე სამართალდამცველებმა მოკლული ბავშვის სისხლის კვალი აღმოაჩინეს. მოკლულის ახლობლების თქმით, ბრალდებულმა მსხვერპლი სავარაუდოდ სწორედ სარდაფში ჩაიყვანა და იქ მოკლა.

სოციალურ ქსელში ირმა მთიულიშვილი 9 წლის გოგონას მკვლელის შესახებ წერს. მისი ინფორმაციით, იაგო ნებიერიძეს 200-ზე მეტი ბავშვის ფოტო ჰქონდა.

"200 - ზე მეტი ბავშვის ფოტო ქონდაო მკვლელს. არ ვიცი გაკრული თუ შენახული და არ არის გამორუცხული ჩემი შვილიც ამ სიაში ყავდა მკვლელს. ორასჯერ უნდა გაწამო მკვლელო!" - წერს ირმა მთიულიშვილი.

იაგო ნებიერიძე დღეს დილით, კუთვნილი სახლიდან აიყვანეს.



წყარო: http://www.newposts.ge

კატეგორია: საქართველო | ნანახია: 577 | დაამატა: Dvalishvili | რეიტინგი: 0.0/0
იტვირთება რეკლამის ბარი...
სულ კომენტარები: 0
avatar