C++ -ის ძირითადი დანიშნულებაა პროგრამირება.
C++ გამოყენებით თქვენ შეგიძლიათ შექმნათ კომპიუტერული პროგრამა, აპლიკცია, მუსიკალური პლეიერი ვიდეო თამაშიც კი.
აღსანიშნავია, რომ C++ შექმმნილია C-ს ბაზაზე, ასერომ მსგავსება მათ შორის საკმაოდ დიდია.
მანამ დავიწყებდეთ უმარტივესი პროგრამის შექმნას, ვფიქრობ უმჯობესი იქნება გავიგოთ თუ როგორ დავაყენოთ c++ კომპიუტერში!
იმისთვის, რომ ჩვენ C++ -ში ვივარჯიშოთ დაგვჭირდება პროგრამა DEV C++ რომელიც გახლავთ აბსოლიტურად უფასო.
დარწმუნებული ვარ ამ პროგრამის გადმოწერასთან დაკავშირებით კითხევები არ გაგიჩნდებათ, ახლაკი რადგან უკვე გადმოწერეთ პროგრამა და დააინსტალირეთ ვნახოთ თუ როგორ უნდა შევქმნათ ჩვენი პირველი პროექტი.
გახსნისას პროგრამა გამოიყურება ასე:
იმისთვის რომ დავწეროთ პროგრამა, აუცილებელია შევქმნათ პროექტი.
ვაჭერთ ღილაკს FILE შემდეგ NEW და Projact..
ამის შემდეგ გამოვა ფანჯარა, რომელშიც საწყის ეტაპზე ვირჩევთ Console application. Name ველში ვწერთ პროექტის სახელს ან სტრანდარტულად მისი სახელი დარჩება Project1.
ამის შემდეგ ამოაგდებს ფანჯარას თუ სად შეინახოს ერ პროექტი, აირჩევთ მისამართს და შეინახავთ!
ამ ყველაფრის შემდეგ მივიღებთ ასეთ სურათს.
ახლა კი შევქმნათ ჩვენი პირველი პროგრამა HELLO BT.PVT.GE
#include <iostream>
using namespace std;
int main()
{
cout << "Hello BT.PVT.GE";
return 0;
}
პროგრამის პირველ ხაზზე გვხვდება #include <iostream> უზრუნველყოფს ინფორმაციის შეტანა გამოტანას.
შემდეგია არის using namespace std;
აღნიშნული კოდი ამბობს, რომ პროგრამა იყენებს C++ ის სტანდარტულ ბიბლიოთეკას.
კოდმა არ დაგაბნიოთ უბრალოდ დაიმახსოვრეთ და პროექტის შექმნისას გამოიყენეთ, სხვა არანაირი ლოგიკური მნიშვნელობა ამ კოდს არ გააჩნია.
int main()
{
cout << "Hello BT.PVT.GE";
return 0;
}
რაც შეეხება კოდის ამ ნაწილს, ფიგურული ფრჩხილები განსაზღვრავენ ფუნქციის დასაწყისსა და დასასრულს.
int main(){ } გახლავთ ფუნქცია, არც ამის დამახსოვრება არ არის საჭირო რადგან პროექტის შექმნისას იგი ავტომატურად იწერება.
cout<<" Hello BT.PVT.GE ";
cout<< ნიშნავთ დაბეჭვდას, იმისთვის რომ პროგრამამ ინფორმაცია აღიქვას, როგორც ტექსტი აუცილებელია მოვაქციოთ " ბრჭყალებში ".
გაითვალისწინეთ, რომ C++ ში ყველა ბრძანება მთავრდება წერტილმძიმით ( ; )
მას შემდეგ რაც დაასრულებთ კოდის დაწერას დააჭირეთ F9-ს რათა მოხდეს ჩაწერილი კოდის კომფიგურაცია ხოლო შემდეგ დააჭირეთ F10 და გაეშვება Hello BT.PVT.GE
დასაწყისისთვის სულ ეს იყო!
თუ გაგიჩნდებათ კითხვები დაწერეთ კომენტარებში და შევეცდებით გიპასუხოთ.