21:07
C++ პროგრამირება 2 | ტექსტების დაბეჭდვა

C++- ში ისევე, როგორც სხვა ნებისმიერ დაპროგრამების ენაში, ტექსტებთან მუშობა ისე არ ხდება, როგორც სტანდარტულად html-ში, ტექსტებთან მუშაობისას ბევრი ატრიბუტი არ გვაქვს და არც ტექსტების გრაფიკული გაფორმების საშუალებას არ იძლევა ჩვენი C++, მაგრამ რისი საშუალებაც გვაქვს ის გავიაროთ. 

დავიწყოთ და დავწეროთ პირველი ტექსტი.

cout ბრძანებაში შეგიძლიათ შეტანილი ტექსტი დაყოთ მრავალ ნაწილად. ( მაგალითი )

#include <iostream>
using namespace std;
int main()
{
cout << "GAMARJOBA " <<"TQVEN IMYOFEBIT  " <<"BT.PVT.GE - ZE ";
return 0;
}

შედეგად მივიღებთ ასეთ სურათს:


ჩვენს მიერ შეტანილი ტექსტი, როგორც ხედავთ, არის ერთ ხაზზე და იგი გაგრძელდება მანამ, სანამ ჩვენ არ მივცემთ ბრძანებას, რომ სტრიქონი აქ სრულდება და უნდა გაგრძელდეს შემდეგ ხაზზე. ეს ბრძანება გახლავთ endl.

ვნახოთ შემდეგი კოდი  

#include <iostream>
using namespace std;
int main()
{
cout << "GAMARJOBA " <<"TQVEN IMYOFEBIT  " <<"BT.PVT.GE - ZE "<<endl;
cout<<"MOGWONT CHVENI POSTEBI?";
return 0;
}

შედეგი:

 

არსებობს სტრიქონის გაწყვეტის კიდევ ერთი ხერხი, მე ვთვლი, რომ უფრო მოსახერხებელია.
ბრძანება:  /n
 

#include <iostream>
using namespace std;
int main()
{
cout << "GAMARJOBA " <<"TQVEN IMYOFEBIT  \n" <<"BT.PVT.GE - ZE ";
return 0;
}

შედეგი იგივეა.


სამწუხაროდ C++ -ში ტექსტებთან მუშაობის მხოლოდ ეს 2 ბრძანება გვაქვს და არ დაგავიწყდეთ, რომ ტექსტი მოთავსებული უნდა იყოს " ამ სიმბოლოებს შორის "

| ტეგები: პროგრამირება, C++

კატეგორია: ინტერნეტ სივრცე | ნანახია: 424 | დაამატა: TeMo | რეიტინგი: 0.0/0
იტვირთება რეკლამის ბარი...
სულ კომენტარები: 0
avatar