22:33 CIA-მ ადამიანის გონების საკონტროლო პროგრამა შეიმუშავა? |
შეიცანი ჭეშმარიტება და ჭეშმარიტება თქვენ გაგათავისუფლებთ, – მოგიწოდებს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს შტაბბინის თეთრ ქვაზე ამოტიფრული ბიბლიური ფრაზა. ეს წარწერა პრესვიტერიანელი პასტორის ვაჟისა და ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მეთაურის, ალენ უელშდალესის პირად ინტერესებს ემსახურებოდა. თუმცა ჯაშუშური საქმიანობის გათვალისწინებით უპრიანი იქნებოდა, მოგვეშველიებინა ფრაზა:"ინფორმაცია უფრო გაძლიერებთ". ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო დაარსების დღიდან მტრის დასასუსტებლად საჭირო ინფორმაციის მოპოვებას ცდილობს, ხოლო ადამიანის ნებისყოფისა და გონების გაკონტროლებისთვის სამეცნიერო მიდგომებიც გამოიყენა. სააგენტოს საქმიანობა XX საუკუნის მეორე ნახევარში უაღრესად გასაიდუმლოებული ეპიზოდებითაა დატვირთული. ამგვარად შავბნელ საქმეებში საყურადღებოა მეცნიერული პროგრამა "მკ–ულტრა". ამ პროგრამაში გონების მანიპულირებისა და ტვინის ფუნქციის შეცვლის მიზნით ყოველგვარი ხერხი თუ მეთოდი, მათ შორის ლიზერინგის დიეთილამიდის მჟავა (LSD) და სხვა ქიმიური ნივთიერებები, ასევე ელექტრო შოკი, ლობიტომია, იზოლაცია, წამება და სექსუალური ძალადობაც გამოიყენეს. ექსპერიმენტები ჩაატარეს ათასობით ადამიანზე, რომელთა უმეტესობაც დაიღუპა ან ნარკოტიკების გადამეტებული დოზის მიღების გამო ჭკუიდან შეიშალა. მათ ვერასოდეს გააცნობიერეს, რომ ისინი საცდელ ბაჭიებად აქციეს. პროექტი "მკ–ულტრა" 1954 წელს (დასრულდა 1964 წელს) ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორ ალენ დალესის ბრძანებით ამოქმედდა. "მკ–ულტრას" სულის ჩამდგმელი უნგრელი ებრაელი ამბიციური ქიმიკოსი, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ტექნიკური სამმართველოს განყოფილების უფროსი სიდნი გოტბილი–"ექიმი სიკვდილი" იყო. წყარო: კაცობრიობის ისტორიის უდიდესი საიდუმლოებანი. | |
|
იტვირთება რეკლამის ბარი...
სულ კომენტარები: 0 | |