11:58
დანაშაულის ქცევის მოტივები

დანაშაულის ქცევის მოტივები

1.ანგარება როცა სუბიექტი„დანაშაულს სჩადის ქონებრიცი ინტერესით (ქურდობა,ყაჩაღობა,ძარცვა და ა.შ.) ან გამორჩენით(მაგალითად, ადამიანთა ვაჭრობა (ტრეფიკინგი)) ანდა არსებული ქონებრივი მდგომარეობის (მაგალითად, ვალის შერჩენის სურვილით) შენარჩუნებისთვის; ის, როგორც წესი, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა. მაგალითად, საქ-ოს სსკ 109-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ პუნქტი (მკვლელობა ანგარებით ან დაშეკვეთით); ან როცა ანგარების მოტივი ქმედების შემადგენლობას აფუძვნებს (მაგალითად, ფალსიფიკაცია(საქ-ოს სსკ 197-ე მუხლი); ქრთამის აღება და სხვა;

2.ხულიგნური ქვენაგრძნობა (მაგალითად, მკვლელობა ხულიგნური ქვენაგრძნობით - საქ-ოს სსკ 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ პუნქტი); იგულისხმება სრულიად უმნიშვნელო, გამოგონილი, საბაბით მკვლელობა ან ჯანმრთელობის დაზიანება. მაგალითად, „მომაწევინე თამბაქო“-ს თხოვნაზე პასუხი „არ ვეწევი“ საკმარისია დაზარელებულის დაცინვისა და მის მიმართ ძალადობის გასამართლებლად: „რატომ არ ეწევი ტო, ახლა ქალებიც ეწევიან“! ეს მოტივი უნდა განვასხვავოთ ხულიგნური მოქმედებისაგან. მაგალითად, თუ მკვლელობას ხულიგნური ქვენაგრძნობით თან ახლდა ხულიგნური მოქმედება, მაშინ ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს დანაშაულთა ერთობლიობის წესით.

3.ეჭვიანობა (სიყვარულსა და ერთგულებაში დაეჭვების მტანჯველი გრძნობა, რომელიც მკვლელობის საქ-ოს სსკ 108-ე მუხლი, ან ჯანმრთელობის დაზიანების მოტივად შეიძლება იქცეს); ხშირია ღალატის ფაქტზე ფიზიოლოგიური ადექტის ნიადაგზე ჩადენილი ქმედებანი (მკვლელობა - საქ-ოს სსკ 111-ე მუხლი) ან ჯანმრთელობის განძრახ მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება (საქ-ოს სსკ 121-ე მუხლი);

4.შურისძიება  ე.ი. სამაგიეროს გადახდა წარსულში მიყენებული სერიოზული წყენისთვის (მაგალითად, საქ-ოს სსკ 108-ე მუხლი) ან ჯანმრთელობის დაზიანებანი ანდა ნივთის განზრახ დაზიანება და განადგურება ( საქ-ოს სსკ 121-ე მუხლი);

5.სისხლის აღება , როგორც ძველი გვაროვნული წესის აღსრულება, როგომელიც ყოფილ საბჭოღა კავშირში საქ-ოს სსრ 1960 წლის კოდექსის 104-ე მუხლში გათვალისწინებული მკვლელობის დამამძიმებელი გარემოება გახლდათ, ხოლო იგი ამჟამად ფასდება მარტივი მკვლელობის (საქ-ოს სსკ 108-ე მუხლი) ერთ-ერთ შესაძლებელ მოტივად

6. რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის მოტივით. მაგალითად, მკვლელობა (საქ-ოს სსკ 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ პუნქტი) ან ჯანმრთელობის განზერახ მძიმე დაზიანება (საქ-ოს სსკ 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ პუნქტი) ანდა გენოციდი (საქ-ოს სსკ 407-ე მუხლი).

7.რელიგიური მოტივით ვთქვათ იაღოველობა

8.ყალბად გაგებული სამსახურეობრივი ინტერესი ან კარიერიზმი  შეიძლებ ა იყოს , მაგალითად, სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების მოტივი (იხ. საქ-ოს სსკ 333-ე მუხლი)

9.ნათესაურმა გრძნობამ  შეიძლება განაპირობოს , მაგალითად ცრუ ჩვენების მიცემა (საქ-ოს სსკ 370-ე მუხლი) ან დანაშაული წინასწარშეუპირებელი  დაფარფა (საქ-ოს სსკ 375-ე მუხლი). თუ დამფარავი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირის ახლო ნათესავია (ვთქვათ, მშობელია) ან ტრეფიკინგის მსხვერპლიღა მომსახურე ღავშესაფრის პასუხისმგებელი პირი, მაშინ დამფარავი, საქ-ოს სსკ 375-ე მუხლის თანდართული შენიშვნების თანახმადთავისუფლდება სისხისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან.
 

წყარო: სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილი მეორე გამოცემა (ავტორთა კოლექტივი)

| ტეგები: შურისძიება, ეჭვიანობა, ქცევა, მოტივები, დანაშაულიც, ქცევის, შური, ხულიგნობა, სისხლის აღება, ანგარება

მიმაგრება: სურათი 1
კატეგორია: იურისპრუდენცია | ნანახია: 1596 | დაამატა: Dvalishvili | რეიტინგი: 0.0/0
იტვირთება რეკლამის ბარი...
სულ კომენტარები: 0
avatar