13:13 გინდათ იყოთ მოხდენილი ? - ჭამეთ ღამით |
თანამედროვე დიეტოლოგია მსგავსი შეზღუდვების წინააღმდეგია და ამტკიცებს, რომ ღამით ჭამა აუცილებელი და სასარგებლოც კია. მთავარია იცოდეთ, რა ჭამოთ. ამერიკაში ჯანმრთელი კვების მკვლევარებმა 50 ადამიანი 2 ჯგუფად გაყვეს. პირველი ჯგუფი ერთი თვის განმავლობაში საღამოს 6 საათის შემდეგ არაფერს ჭამდა. მეორე ჯგუფში კი ადამიანები უშუალოდ დაძინებამდე ვახშმობდნენ. ექსპერიმენტის შედეგები ჟურნალ American Journal of Clinical Nutrition-ში გამოქვეყნდა. პირველ ჯგუფში ნაადრევი ვახშამი სისხლში შაქრის დონეზე ახდენდა გავლენას. მათ, ვინც მშიერ კუჭზე იძინებდა, დილით შაქრის შემცველობა სისხლში ძალიან დაბალი ჰქონდათ, ხოლო საუზმის შემდეგ შაქრის დონეზე დასაშვებ ნორმას აღემატებოდა. მეორე ჯგუფში, დილით, საუზმემდეც და საუზმის შემდეგაც შაქრის დონე სისხლში ერთი და იგივე იყო. როცა შაქრის მაჩვენებელი ასე მკვეთრად იკლებს და იმატებს, ეს უარყოფითად მოქმედებს ჯანმრთელობასა და ფიგურაზეც. მიღებული შედეგების შეჯერებით მკვლევარები მივიდნენ დასკვნამდე, რომ სწორი კვება უნდა იყოს:ცოტა და ხშირად. აუცილებელია, საკვების მიღება დაძინებამდე ერთი ან ორი საათით ადრე მოხდეს. მენიუ კი იმ პროდუქტებისგან უნდა შედგებოდეს, რომელთაც დაბალი გლიკემიური ინდექსი აქვთ. ამ შეხედულებას დიეტოლოგებიც იზიარებენ. გვიანი კვება მადის კონტროლში გვეხმარება, ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, ვისაც გახდომა უნდა. რა ვჭამოთ ღამით? პროდუქტებს, რომელსაც დაბალი გლიკემიური ინდექსი აქვს, მიეკუთვნება ორთქლზე მომზადებული თევზი და ხორცი, კვერცხის ცილისგან მომზადებული ომლეტი კამით და ოხარახუშით, მოშუშული ბოსტნეული მცენარეული ცხიმით, მწვანილებისგან მომზადებული სალათები და მაწონი. შეგიძლიათ მიირთვათ კაკალი, ცოტა ხაჭო, დალიოთ უცხიმო ქათმის ბულიონი, კეფირი... ხილი კი ღამით უნდა დაივიწყოთ. მიირთვით მხოლოდ დღის პირველ ნახევარში. სხვა ნებისმიერი სახის ტკბილეულზეც უარი უნდა თქვათ. ღამით შეგიძლიათ დალიოთ წყალი, რომელშიც ვაშლის წვენს გაურევთ ან ერთ ჭიქა რძეში გახსნილი 1 ჩაის კოვზი დარიჩინი. საღამოს ალკოჰოლის მიღება არ შეიძლება. ბოლოს მიღებული საჭმელი უცხიმო და არატკბილი პროდუქტებისგან უნდა შედგებოდეს. მხოლოდ ასეთი საკვები დაგვეხმარება მოხდენილი ფიგურის შენარჩუნებაში. წყარო: http://intermedia.ge/სტატია/100175 მიმაგრება: სურათი 1 |
|
იტვირთება რეკლამის ბარი...
სულ კომენტარები: 0 | |