16:30
ხმელთაშუა ზღვა და ხმელთაშუა ზღვის კუნძულები

ხმელთაშუა ზღვა ატლანტის ოკეანის აუზის ნაწილია და თითქმის მთლიანად ხმელეთითაა შემოსაზღვრული ჩრდილოეთიდან ევროპით, სამხრეთიდან აფრიკით, ხოლო აღმოსავლეთიდან კი აზიით. მისი ფართობია დაახ. 2,5 მილიონი კმ². ოკეანოლოგიაში მისი ალტერნატიული სახელებია ევროაფრიკული ხმელთაშუა ზღვა ან ევროპის ხმელთაშუა ზღვა სხვა ხმელეთშორისი ზღვებისგან განსასხვავებლად.

უძველესი დროიდან ხმელთაშუა ზღვა დატვირთული სატრანსპორტო მაგისტრალი იყო, რაც საშუალებას აძლევდა რეგიონის ამომავალ ერებს - ეგვიპტელებს, ბერძნებს, რომაელებსა და ახლო აღმოსავლეთის ხალხებს სავაჭრო და კულტურული გაცვლები ეწარმოებინათ. ხმელთაშუა ზღვას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს დასავლეთის ცივილიზაციის დაბადებისა და განვითარების მიზეზთა შეცნობაში.

ხმელთაშუა ზღვის ლათინური სახელია mediterraneus (medius, 'შუა' + terra, 'მიწა, ხმელეთი'), ბერძნულში "mesogeios".

ისტორიის მანძილზე მას ალტერნატიული სახელებიც ჰქონია. მაგ. რომაელები მას უწოდებდნენ Mare Nostrum (ლათ. ჩვენი ზღვა). ბიბლიაში მას მოიხსენიებენ, როგორც "დიდი ზღვა" ან "დასავლეთის ზღვა". თანამედროვე ებრაულში მას "ჰა-იამ ჰა-ტიხონ" (הים התיכון, შუა ზღვა) ჰქვია, რაც გერმანული ვერსიის Mittelmeer პირდაპირი ადაპტაციაა. თურქულად მას Akdeniz (თეთრი ზღვა) ჰქვია. არაბულად "ალ-ბაჰრ ალ-აბიად ალ-მუტავასიტ" (البحر الأبيض المتوسط, შუა თეთრი ზღვა). ბრიტანეთში მას არაფორმალურად შემოკლებით "The Med"-ს უწოდებენ.

ხმელთაშუა ზღვაზე გასასვლელი აქვს 21 (სუვერენულ) ქვეყანას, მათგან 11 ევროპულია, 5-5 კი აზიასა და აფრიკას ეკუთვნის.

10 უდიდესი კუნძული
 

რუკა კუნძული კუთვნილება ფათობი (კმ²) მოსახლეობა
20090726-italy5-full.jpg სიცილია იტალიის დროშა იტალია 25.460 5.048.995
Sardinia topo.png სარდინია იტალიის დროშა იტალია 24.090 1.672.804
Cyprus lrg.jpg კვიპროსი კვიპროსის დროშა კვიპროსი (უმეტესი ნაწილი) 9.248 803.147
Corse region relief location map.jpg კორსიკა საფრანგეთის დროშა საფრანგეთი 8.680 299.209
Island of Crete, Greece.JPG კრეტა საბერძნეთის დროშა საბერძნეთი 8.336 623.666
Euboea topo.png ევბეია საბერძნეთის დროშა საბერძნეთი 3.684 218.032
Mallorca.jpg მალიორკა ესპანეთის დროშა ესპანეთი 3.640 869.067
Lesbos 1211x897.jpg ლესბოსი საბერძნეთის დროშა საბერძნეთი 1.632 90.643
Rhodos topo.png როდოსი საბერძნეთის დროშა საბერძნეთი 1.400 117.007
ChiosPrefecture.jpg ქიოსი საბერძნეთის დროშა საბერძნეთი 842 51.936

ზღვის ტემპერატურა (°C)
იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოემ დეკ
მარსელი  13 13 13 14 16 18 21 22 21 18 16 14
ბარსელონა  13 13 13 14 17 20 23 25 23 20 17 15
ვალენსია  14 13 14 15 17 21 24 26 24 21 18 15
ნეაპოლი  15 14 14 15 18 22 25 27 25 22 19 16
მალაგა  16 15 15 16 17 20 22 23 22 20 18 16
გიბრალტარი  16 15 16 16 17 20 22 22 22 20 18 17
ათენი  16 15 15 16 18 21 24 24 24 21 19 17
ირაკლიონი  16 15 15 16 19 22 24 25 24 22 20 18
მალტა  16 16 15 16 18 21 24 26 25 23 21 18
პაფოსი  18 17 17 18 20 24 26 27 26 24 22 19
ლარნაკა  18 17 17 18 20 24 26 27 27 25 22 19
ლიმასოლი  18 17 17 18 20 24 26 27 27 25 22 19
ალექსანდრია  18 17 17 18 20 23 25 26 26 25 22 20
თელ-ავივი  18 17 17 18 21 24 26 28 27 26 23 20
ხმელთაშუა ზღვის ფსკერი დაყოფილია რამდენიმე ქვაბულად, რომელთა სიღრმე 2 000-4 000 მ-მდეა. გეომორფოლოგიურად ხმელთაშუა ზღვაში სამი აუზი გამოიყოფა:

დასავლეთი — ალჟირ-პროვანსის აუზი, რომლის მაქსიმალური სიღრმე 2 800 მ-ს აღემატება და მოიცავს ალბორანის, ბალეარის, ლიგურიის ზღვების ღრმულებსა და 3 600 მ-ზე მეტად ღრმა ტირენიის ზღვის ღრმულს;
ცენტრალური — 5 100 მ-ზე უფრო ღრმა ცენტრალური ქვაბული და ადრიატიკისა და იონიის ზღვების ღრმულები;
აღმოსავლეთი — ლევანტის აუზი, დაახლოებით 4 380 მ სიღრმისა, ლევანტის, ეგეოსისა და მარმარილოს ზღვების ღრმულები.
ზოგიერთი ქვაბულის ფსკერი დაფარულია ნეოგენ-ანთროპოგენური დანალექი და ვულკანური ქანებით, რომელთა სისქე ალაგ-ალაგ 5-7 კმ-ს აღწევს. ალჟირ-პროვანსის ქვაბულის გვიანდელ მიოცენურ ნალექებში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ევაპორიტის მარილშემცველი ფენა (სისქე 1,5-2 კმ), რომელიც წარმოქმნის მარილის ტექტონიკისათვის დამახასიათებელ სტრუქტურებს. ტირენიის ქვაბულის კიდეებზე და ცენტრში გადაჭიმულია რამდენიმე რღვევის ხაზი, რომლებთანაც დაკავშირებულია ჩამქრალი და მოქმედი ვულკანები; ზოგი მათგანი აჩენს დიდ წყალქვეშა მთებს (ლიპარის კუნძულები და სხვა).

ხმელთაშუა ზღვის ქვაბულების წარმოქმნას უკავშირებენ კონტინენტური დედამიწის ქერქის გაჭიმვას, ზოგის აზრით კი, პირიქით, მის შემჭიდროებასა და ჩაწევას, ზოგიც მას ტეთისის რელიქტად მიიჩნევს.

სასიამოვნო კლიმატის, ლამაზი სანაპირო ზოლის, მდიდარი ისტორიისა და მრავალფეროვანი კულტურის უნიკალური კომბინაცია ხმელთაშუა ზღვას ყველაზე პოპულარულ ტურისტულ რეგიონად აქცევს მსოფლიოში, რომელიც ტურისტთა საერთო რაოდენობის დაახლოებით მესამედს იზიდავს.

ხმელთაშუა ზღვის სანაპირო ქვეყნებისათვის ტურიზმი წარმოადგენს შემოსავლის ერთ-ერთ უმთავრეს წყაროს. ის, ასევე, სანაპირო პროვინციებს, მცირე დასახლებებსა და კუნძულებს ურბანული ცენტრებისაგან დამოუკიდებლად განვითარების საშუალებას აძლევს (თუმცა არცთუ იშვიათად ასეთი ცენტრები სწორედ ზღვის სანაპიროზე ყალიბდება). თუმცა, აღსანიშნავია, რომ სწორედ ტურიზმი წარმოადგენს სანაპირო ზოლისა და საზღვაო გარემოს დეგრადაციის მთავარ გამომწვევ ფაქტორს. ქვეყნისა თუ რეგიონის სწრაფი განვითარების მიზნით ხმელთაშუაზღვისპირეთის მრავალი ქვეყნის მთავრობა ხელს უწყობს ყოველწლიურად დიდი რაოდენობით ტურისტის მოზიდვას, თუმცა ეს ხშირად საზღვაო ჰაბიტატების დაზიანებისა და სანაპირო ზოლის დაბინძურების მიზეზი ხდება. სერიოზული საფრთხე ემუქრებათ ზღვის ორგანიზმებს, რომელთა მრავალი სახეობა უკვე გადაშენების ზღვარზეა. ეს ყოველივე კი ზოგ ქვეყანაში ტურიზმის სამომავლო განვითარებას ეჭვქვეშ აყენებს.




ბალეარის კუნძულები



ბალეარის კუნძულები (კატ. Illes Balears, ესპ. Islas Baleares) — ესპანეთის ავტონომიური გაერთიანება და პროვინცია 1983 წლიდან. შედგება 4 დიდი და რამდენიმე მცირე კუნძულისაგან : მალიორკა (3.500კვ.კმ), მენორკა (680კვ.კმ), ივისა (572კვ.კმ) და ფორმენტერა (115კვ.კმ). ტურიზმი აქ ეკონომიკის საფუძველია. კუნძულებს ყოველწლიყურად 4-5 მლნ უცხოელი სტუმრობს, ძირითადად ბრიტანელები, გერმანელები, სკანდინავიელები.


ფართობი - 5 ათასი.
მოსახლეობა – 700 ათასი.
ადმინისტრაციული ცენტრი - პალმა-დე-მალიორკა.
ენები – ესპანური, კატალონიური.




დალმაციის კუნძულები 
კუნძულთა ჯგუფის საერთო სახელწოდება ადრიატიკის ზღვაში, ბალკანეთის ნახევარკუნძულის სანაპიროსთან (ხორვატია).

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
გაერთიანებულია 1000-ზე მეტი კუნძული. საერთო ფართობი 2,5 ათასი კმ². დიდი კუნძულებია: კრკი, ცრესი, პაგი, დუგი-ოტოგი, ბრაჩი, ვისი, ხვარი, კორჩულა. დალმაციის კუნძულები ბალკანეთის ნახევარკუნძულს გამოეყვნენ მისი მთიანი დასავლეთი ნაწილის დაძვრის გამო, რის შედეგადაც წარმოიშვა ლამაზი სრუტეებიანი და ყურეებიანი სანაპირო. კუნძულები აგებულია ძირითადად მეზოზოური კირქვებით. რელიეფი ბორცვიანი და დაბალმთიანია, მაქსიმალური სიმაღლე — 778 მეტრი. ფართოდაა გავრცელებული კარსტი. გაშენებულია ვენახები, ბაღები, ზეთისხილისა და ციტრუსის პლანტაციები. მისდევენ მეცხვარეობას. კუნძულებზე განვითარებულია ტურიზმი.



ეგადის კუნძულები (იტალ. Isole Egadi) კუნძულების ჯგუფი სიცილიის დასავლეთ ნაპირებთან.


ივისა


ივისა (კატალ. Eivissa; ესპ. Ibiza [iβíθa]; ასევე ცნობილი როგორც იბიცა) — ბალეარის კუნძულების არქიპელაგის ერთ-ერთი კუნძული ხმელთაშუა ზღვაში. საერთაშორისო კურორტი. განსაკუთრებით ცნობილია მრავალრიცხოვანი კლუბებით სხვადასხვა მიმართულების ელექტრონული მუსიკის შესრულებით. საკულტო ადგილი ელექტრონული მუსიკი მოყვარული ახალგაზრდობისთვის მთელ მსოფლიოში გოასა და ბერლინის "Love Parade"-ის მსგავსად. მოსახლეობა - 111 107 მცხოვრები (2005); ფართობი 571,04 კმ². ადმინისტრაციული ცენტრი ქ. ივისა.


ლიპარი


ლიპარი (ლათ. Lipara; ბერძნ. Meligunis; იტალ. Lìpari) აეოლიანის კუნძულებიდან უდიდესი, ტირენიის ზღვაში, მდებარეობს სიცილიიდან ჩრდილოეთით, 44 კილომეტრის დაშორებით. კუნძულის მუდმივი მოსახლეობა - 11 ათ. ადამიანი. ზაფხულში ტურისტულ სეზონზე მოსახლეობის რიცხვი 20 ათასამდე იზრდება.


მალიორკა ან მაიორკა

 კუნძული ხმელთაშუა ზღვაში, უდიდესია ბალეარის კუნძულთა ჯგუფში. ეკუთვნის ესპანეთს. ფართობი 3640,16 კმ². რელიეფი უმთავრესად ტალღოვანი ვაკეა. ჩრდილო-დასავლეთით არის 1445 მეტრამდე სიმაღლის მთები, ჩრდილო-აღმოსავლეთით და სამრეთ-დასავლეთ ნაპირები დანაწევრებულია დიდი უბეებით. ლანდშაფტი ხმელთაშუა ზღვის ტიპისაა. მისდევენ მეხილეობას, თევზჭერას. კუნძულზე არის საკურორტო ზონები. განვითარებულია ტურიზმი.



მენორკა

 კუნძული ხმელთაშუა ზღვაში. ბალეარის კუნძულების ჯგუფში. ფართობი 754 კმ². წარმოადგენს კირქვიან პლატოს (სიმაღლე 358 მეტრამდე), რომელიც ფლატოვან საფეხურებად ეშვება ზღვისკენ. განვითარებულია კარსტი. ჰავა ხმელთაშუა ზღვისაა. ნალექები 500-600 მმ წელიწადში. ბუნებრივი მცენარეულობიდან გავრცელებულია მაკვისი, გარიგა, მუხის და ფიჭვის კორომები. აშენებენ ვაზს, ციტრუსებს, ზეთისხილს, ნუშს. მისდევენ მეცხვარეობას, იჭერენ თევზს. განვითარებულია ტურიზმი. მთავარი ნავსადგურია მაონი.


როდოსი

როდოსი (ბერძნ. Ρόδος, ლათ. Rhodus) — კუნძული ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში, სამხრეთ სპორადების არქიპელაგში, მცირე აზიის ნახევარკუნძულიდან 18 კილომეტრში. ეკუთვნის საბერძნეთს. ფართობი 1408 კმ². ნაპირები სუსტად არის დანაწევრებული. სიმაღლე 1215 მ-მდე (მთა ატავიროსი). უმთავრესად აგებულია კირქვებითა და მარმარილოთი. არის ფიჭვის, კვიპაროსისა და მარადმწვანე მუხის ტყის კორომები. ზღვისპირა დაბლობებზე გაშენებულია ვენახი, ბაღები, ციტრუსებისა და ზეთისხილის პლანტაციები. როდოსზეა ქალაქი როდოსი.

როდოსი ეგეოსის კულტურის ერთ-ერთი ცენტრია. ძველი წელთაღრიცხვის VIII-VII საუკუნეებში აქტიურად მონაწილეობდა სიცილიის, ჩრდილოეთ აფრიკის კოლონიზაციაში. ბერძენ-სპარსელთა ომების (ძველი წელთაღრიცხვის 500-449 წლებში) დროს როდოსი სპარსეთმა დაიპყრო, შემდეგ დელოსის კავშირში შედიოდა. ძველი წელთაღრიცხვის 408-405 წლებში როდოსის ქალაქები გაერთიანდა ერთ პოლისად ოლიგარქიული მმართველობით. ძველი წელთაღრიცხვის 44 წელს როდოსი რომმა დაიპყრო და პროვინცია აზიის შემადგენლობაში შეიყვანა. IV საუკუნის დასასრულსა და XIII საუკუნეში ბიზანტიას ეკუთვნოდა. XIV საუკუნის დასაწყისში იოანიტების ორდენმა დაიპყრო, XVI საუკუნეში — ოსმალთა იმპერიამ, 1912-1947 წლებში ეკუთვნოდა იტალიას, 1947 წლის 10 თებერვალს საზავო ხელშეკრულებით გადაეცა საბერძნეთს.

როდოსი მდიდარი სხვადასხვა ეპოქის ხელოვნების ძეგლებით. შემონახულია ანტიკური ხელოვნების ძეგლები (აფროდიტეს ტაძრის ნანგრევები ქალაქ როდოსში, ძველი წელთაღრიცხვის III საუკუნე). ძველი წელთაღრიცხვის VII საუკუნეში ჩამოყალიბდა კერამიკის მოხატვის როდოსის სკოლა. ძველი წელთაღრიცხვის V საუკუნის დასასრულს ჰიპოდამეს გეგმით განაშენიანდა ბევრი ქალაქი, მათ შორის როდოსი (ძველი წელთაღრიცხვის 408-407 წლები). ძველი წელთაღრიცხვის III-I საუკუნეებში შეიქმნა ქანდაკების როდოსის სკოლა (ჰელიოსის ქანდაკება, ეგრეთ წოდებული „როდოსის კოლოსი“, ძველი წელთაღრიცხვის 285 წელი, დაინგრა მიწისძვრის დროს ძველი წელთაღრიცხვის 224 წელს). შუა საუკუნეების ძეგლთაგან აღსანიშნავია XI-XV საუკუნეების ბიზანტიური ტაძრები და მუსლიმანური არქიტექტურული ძეგლები.

როდოსი ხშირად მოიხსენიება როგორც „ხმელთაშუაზღვის მარგალიტი“. განვითარებულია თევზჭერა. ტურიზმი. კურორტები. იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.




სიცილია (იტალ. Sicilia) — ყველაზე დიდი კუნძული ხმელთაშუა ზღვაში, იტალიის ავტონომიური რეგიონი (Regione Autonoma Siciliana).

 

ქვეყანა იტალიის დროშა იტალია
სტატუსი იტალიის ავტონომიური რეგიონი
ადმინისტრაციული ცენტრი პალერმო
მოსახლეობა (2010) 5 048 806 კაცი
სიმჭიდროვე 196,4 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა იტალიელები 98%
ფართობი 25 711 კმ²


რეგიონის შემადგენლობაში შედის აგრეთვე რამდენიმე მცირე კუნძული. ვულკანი ეტნა ყველაზე დიდია ევროპაში (3.323 მ). უკანასკნელად იგი 1971 წელს ამოიფრქვა.

სიცილიას მდიდარი და უნიკალური კულტურა გააჩნია, განსაკუთრებით ხელოვნება, მუსიკა, ლიტერატურა, სამზარეულო, არქიტექტურა და ენა. სიცილიური ეკონომიკა დივერსიფიცირევულია. მნიშვნელოვანია აგრარული სექტორი, განსაკუთრებით მეხილოება (ძირითადად ფორთოხალი და ლიმონი), ზეთისხილისა და ზეითუნის ზეთის წარმოება, მევენეხეობა-მეღვინეობა. კუნძულისთვის ეკონომიკურად მნიშვნელოვანია ტურიზმი და უძრავი ქონება. სიცილიაზე მდებარეობს უმნიშვნელოვანესი არქიტექტურული და უძველესი ძეგლები, რომელთა შორისაა პანტალიკის ნეკროპოლისი, ტაძრების ხეობა და სელუნინტი.

კუნუძლს უხეშად სამკუთხედის მოყვანილობა აქვს. აღმოსავლეთით, კონტინენტური იტალიისგან (კონკრეტულად კალაბრიის რეგიონისგან) გამოყოფილია მესინის სრუტით და მათ შორის მანძილი 3 კმ-ია ჩრდილოეთ ნაწილში, სამხრეთში კი 16 კმ.

სიცილიის შიდა ნაწილი ძირითადად გორაკ-ბორცვიანია და ინტენსიურად კულტივირებული, სადაც კი ეს შესაძლებელია. ჩრდილოეთ სანაპიროს გასწვრივ გადაჭიმულია მადონიეს (2000 მ), ნებროდის (1800 მ), და პელორიტანის (1300 მ) მთაგრეხილები, რომლებიც კონტინენტურ ნაწილზე არსებული აპენინის მთების გაგრძელებას წარმოადგენს. აღმოსავლეთ სანაპიროსთან გამოირჩევა ვულკან ეტნას კონუსი. სამხრეთ-აღმოსავლთით განფენილია შედარებით დაბბალი იბლეის მთები (1000 მ). XIX საუკუნეში, ენასა და კალტანისეტის რაიონები ლიდერობდნენ გოგირდის წარმოებით, მაგარამ 1950-იანი წლებიდან მარაგი მნიშვნელოვნად შემცირდა.

სიცილია და მის გარშემო მდებარე პატარა კუნძულები მაღალი ვულკანური აქტივობით გამოირჩევიან. მათ შორისაა კუნძულის აღმოსავლეთ სანაპიროსთან მდებარე ეტნას მთა, რომელიც 3 320 მეტრი სიმაღლით ერთ-ერთი უმაღლესი აქტიური ვულკანია ევროპაში და ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მთელ მსოფლიოში. ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროსთან, ტირენიის ზღვაში მდებარე ლიპარის კუნძულები შეიცავს ვულკანურ კომპლექსს, რომელთა შორისაცაა სტრომბოლი. ბოლო დროს ასევე გააქტიურდა მიძინებული ვულკანები: ვულკანო, ვულკანელო და ლიპარი. სამხრეთ სანაპიროს სიახლოვეს, მდებარეობს წყალქვეშა ვულკანი ფერდინანდეია, უფრო ფართო ემპედოკლესის ვულკანის ნაწილი, რომელიც ბოლოს 1831 წელსა ამოიფრქვა. იგი აგრიჯენტოს სანაპიროსა და კუნძულ პანტელერიის (რომელიც თავის მხრივ მიძინებული ვულკანიცაა) შორის მდებარეობს, ფლეგრაენის წყალქვეშა მინდორზე სიცილიის სრუტეში.

ადმინისტრაციული დაყოფა

პროვინცია ფართობი (კმ²) მოსახლეობა სიმშიდროვე (ად./კმ²)
აგრიჯენტოს პროვინცია 3 042 453 594 149,1
კალტანისეტის პროვინცია 2 128 271 168 127,4
კატანიის პროვინცია 3 552 1 090 620 307
ენის პროვინცია 2 562 172 159 67,2
მესინის პროვინცია 3 247 652 742 201
პალერმოს პროვინცია 4 992 1 249 744 250,3
რაგუზის პროვინცია 1 614 318 980 197,6
სირაკუზის პროვინცია 2 109 403 559 191,3
ტრაპანის პროვინცია 2 460 436 240 177,3




ფაროსი

ფაროსი (არაბ. منارة‎‎, ბერძ. Φάρος) — ხმელთაშუა ზღვის მცირე კუნძული ეგვიპტის სანაპიროსთან, ნილოსის შესართავთან, იქ, სადაც მდებარეობს უძველესი ქალაქი ალექსანდრია. ამ კუნძულზე მდებარეობს ალექსანდრიის შუქურა, რომელიც წარმოადგენს ძველი მსოფლიოს ერთ–ერთ ცნობილ საოცრებას.

ალექსანდრიის შუქურა აგებულია ძვ. წ. III ს. იმისათვის, რომ გემებს თავისუფლად შესძლებოდათ ალექსანდრიისაკენ მიმავალ პორტამდე უსაფრთხოდ მისვლა. ამ გზაზე მდებარეობდა რიფი, რომელიც ხშირად ხდებოდა გემების დაზიანების მიზეზი. ეს იყო პირველი შუქურა და იარსება თითქმის ათასი წელი. 796 წ. მიწისძვრის შედეგად ძლიერ დაზიანდა. არაბები ცდილობდნენ აღედგინათ იგი. XIV საუკუნისათვის მისი სიმაღლე შეადგენდა დაახლოებით 30 მ. XIV საუკუნეში ძლიერი მიწისძვრის შედეგად ის მთლიანად განადგურდა. შუქურის ფრაგმენტები გამოყენებული იქნა ციხის მშენებლობისას.

ალექსანდრიის შუქურა. გერმანელი არქეოლოგის გ. ტიპშას ნახატი (1909წ.)
ის წარმოადგენდა მსოფლიოს შვიდი საოცრებიდან ერთ–ერთს.
 

წყარო:wikipedia.org

| ტეგები: იტალია, იბიზა, ივისა, ესპანეთი, როდოსი, ხმელთაშუა, კუნძულები, კოლოსი, სიცილია, საბერძნეთი

კატეგორია: გეოგრაფია | ნანახია: 5362 | დაამატა: Dvalishvili | რეიტინგი: 5.0/1
იტვირთება რეკლამის ბარი...
სულ კომენტარები: 0
avatar