22:24
მესამე წელია მსოფლიო ტემპერატურა რეკორდულად მაღალ დონეს აღწევს
ზედიზედ მესამე წელია, მსოფლიო ტემპერატურა რეკორდულად მაღალ დონეს აღწევს, ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სამთავრობო უწყებები ავრცელებენ.
2016 წელს გლობალური დათბობის შედეგებს შორის აღსანიშნავია.  უპრეცედენტო სითბო ინდოეთში და ყინულის დნობა არქტიკაში.
აღნიშნული მონაცემების მიხედვით, რომელსაც მხარს სხვა ორგანიზაციებიც უჭერენ, 2016 წელს ნიადაგისა და ოკეანეების ზედაპირის საშუალო ტემპერატურა მე-20 საუკუნის საშუალო ტემპერატურაზე (13,9 გრადუსი ცელსიუსი) 0.94 გრადუსი ცელსიუსით მაღალი იყო.
თითქმის ანალოგიურ მონაცემებს ავრცელებს: ამერიკის ეროვნული ოკეანური და ატმოსფერული ადმინისტრაცია, აშშ-ის კოსმოსური სააგენტო – „ნასა“, ბრიტანეთის MET ოფისი და აღმოსავლეთ ანგლების უნივერსიტეტი. მეცნიერების ინფორმაციით, ტემპერატურის მატება ნაწილობრივ ადამიანის ზეგავლენის, ნაწილობრივ კი ელ-ნინიოს შედეგად მოხდა. ატმოსფერული მოვლენა ელ-ნინიო წყნარი ოკეანის ეკვატორულ ნაწილში ტემპერატურის მატებას იწვევს.
გლობალური ტემპერატურის მონაცემების დაფიქსირება 1880 წლიდან ხორციელდება. ელ-ნინიოს დასრულების გამო, მეცნიერები ტემპერატურის პიკს 2017 წელს არ ელოდებიან.
წყარო: doctrina.ge | ტეგები: მაღალი ტემპერატურა, გლობალური დათბობა, ბუნებბა

კატეგორია: საინტერესო | ნანახია: 1290 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
იტვირთება რეკლამის ბარი...
სულ კომენტარები: 0
avatar