13:55 ყურანი კითხვის შესახებ 40 ჰადისი |
1 تَرَكْتُ فِيكُمْ أَمْرَيْنِ لَنْ تَضِلُّوا مَا تَمَسَّكْتُمْ بِهِمَا كِتَابَ اللهِ وَ سُنَّتةَ نَبِيِّهِ “თქვენთვის ორ რამეს ვტოვებ და ჭეშმარიტ გზას არ აცდებით მანამ, სანამ მას ჩაეჭიდებით. ერთი ალლაჰის წიგნია, მეორე შუამავლის სუნნეთი.” (მუვატტა, ტ. 4, გვ. 246; ელ-მუსნედ, 2/280) 2 إِنَّ أَحْسَنَ الْحَدِيثِ، كِتَابُ اللهِ، وَ أَحْسَنَ الْهَدْيِ هَدْيُ مُحَمَّدٍ وَ شَرُّ الْاُمُورِ مُحْدَثَاتُهَا، وَ كُلِّ بِدْعَةٍ ضَلَالَةٌ “სიტყვათა შორის საუკეთესო ალლაჰის წიგნია, ხოლო გზათა შორის საუკეთესო კი მუჰამმედის გზაა. საქმეთა შორის ყველაზე ცუდი, ისლმში არ არსებულის კეთებაა, ხოლო ყოველი, რაც ისლამში არ არსებობს, გარყვნილებაა.” (მუსლიმი, ჯუმა, 13/867; ნესაი, სეჰვ, 64/1294 – იიდ, 21/1560; იბნი მაჯე, მუყადდიმე, 7/45; დარიმი, რუია, 23/212; ელ-მუსნედ, 2/292.) 3 مَنْ قَرَأَ حَرْفًا مِنْ كِتَابِ اللهِ فَلَهُ بِهِ حَسَنَةُ وَ الْحَسَنَةُ بِعَشْرِ أَمْثَالِهَا لَا أَقُولُ الم حَرْفٌ وَ لَكِنْ أَلِفٌ حَرْفٌ وَ لَامٌ حَرْفٌ وَ مِيمٌ حَرْفٌ “ყურანიდან ყოველი ასოს წაკითხვა თითო მადლია. ყოველი სიკეთე ათმაგად მადლია. არ ვამბობ, რომ ელიფ-ლამ-მიმ ერთი ასოა, პირიქით, ელიფი ერთი ასოა, ლამი -ერთი და მიმიც ერთი ასოა.” (სუენი-თირმიზი, ფედაილıლ ყურან, 16/2910; დარიმი, ფადლი მინ ყარელ ყურან, 1/3311.) 4 اَلْجَاهِرُ بِالْقُرْآنِ كَالْجَاهِرِ بِالصَّدَقَةِ وَالْمُسِرُّ بِالْقُرْآنِ كَالْمُسِرِّ بِالصَّدَقَةِ “ყურანის ხმამაღლა მკითხავი, მოწყალების საქვეყნოდ გამცემივითაა. ყურანის ჩუმად მკითხავი, მოწყალების ჩუმად გამცემივითაა” (სუნენი ებუ დავუდ, სალათ, 315/1333; თირმიზი, ფედაილილ ყურან, 20/2919; ნესაი, ყიამულ ლეილ ვე თატავვუღ, 24/1645.) 5 إِنَّ مِنْ أَحْسَنِ النَّاسِ صَوْتًا بِالْقُرْآنِ الَّذِي إِذَا سَمِعْتُمُوهُ يَقْرَأُ حَسِبْتُمُوهُ يَخْشَى اللهَ “ყველაზე კარგი ყურანის მკითხველი ისაა, რომელსაც მოუსმენ და იგრძნობ, რომ ის ალლაჰის შიშით კითხულობს.” (სუნენი იბნი მაჯე, სალათ, 176/1339; დარიმი, ფედაილილ ყურან, 34/3492.) 6 تَعَلَّمُوا الْقُرْآنَ وَ اقْرَءُوهُ فَإِنَّ مَثَلَ الْقُرْآنِ لِمَنْ تَعَلَّمَهُ فَقَرَأَهُ وَ قَامَ بِهِ كَمَثَلِ جِرَابٍ مَحْشُوٍّ مِسْكًا يَفُوحُ رِيحُهُ فِي كُلَّ مَكَانٍ وَ مَثَلُ مَنْ تَعَلَّمَهُ فَيَرْقُدُ وَهُوَ فِي جَوْفِهِ كَمَثَلِ جِرَابٍ وُكِئَ عَلَى مِسْكٍ
“ყურანი ისწავლეთ, იკითხეთ და სხვასაც აკითხეთ (ასწავლეთ). ვინც ყურანს სწავლობს, კითხულობს და მის მიხედვით მოქმედებს, კარგი სუნამოთი სავსე ჭურჭელს ჰგავს, რომლის სურნელებაც ირგვლივ ივსება. ვინც ყურანი იცის და მის მიხედვით არ მოქმედებს, ის სუნამოთი სავსე ჭურჭელს ჰგავს, რომელსაც თავი დაცობილი აქვს.” (სუნენი თირმიზი, ფედაილილ ყურან, 2/2876; იბნი მაჯე, მუყადდიმე, 37/217.)
مَنْ قَرَأَ الْقُرْآنَ وَ عَمِلَ بِمَا فَيهِ أُلْبِسَ وَالِدَاهُ تَاجًا يًوْمَ الْقِيَامَةِ ضَوْءُهُ أَحْسَنُ مِنْ ضَوْءِ الشَّمْسِ فِي بُيُوتِ الدُّنْيَا لَوْ كَانَتْ فِيكُمْ فَمَا ظَنُّكُمْ بِالَّذِي عَمِلَ بِهَذَا “ვინც ყურანს იკითხავს და მის შესაფერისად იმოქმედებს, განკითხვის დღეს მის მშობლებს გვირგვინს დაადგამენ, რომლის შუქიც მზის ნათებაზე უფრო მეტად გაანათებს და ისეთივე სინათლე ექნება, როგორითაც ამქვეყნად სახლებს ანათებენ. და რას ფიქრობთ იმაზე, ვინც ყურანის მიხედვით მოქმედებს?” (სუნენი ებუ დავუდ, სალათ, 349/1453.) 8 كِتاَبُ اللهِ فِيهِ الْهُدَى وَ النُّورُ مَنْ اِسْتَمَسَكَ بِهِ وَ أَخَذَ بِهِ، كَانَ عَلَى الْهُدَى. وَ مَنْ أَخْطَأَهُ، ضّلَّ “ალლაჰის წიგნი ჭეშმარიტი გზა და შუქია. ვინც მას ჩაეჭიდება და მის მიხედვით იმოქმედებს, ჭეშმარიტ გზას არ აცდება. ვინც შეცდომას დაუშვებს, გარყვნილებაში აღმოჩნდება.” (მუსლიმი, ფედაილუ საჰაბე, 4/2408.) 9 تَعَوَّذُوا بِاللهِ مِنْ جُبِّ الْحَزَنِ قَالُوا يَا رَسُولَ اللهِ وَ مَا جُبَّ الْحَزَنِ قَالَ وَادٍ فَي جَهَنَّمَ تَتَعَوَّذُ مِنْهُ جَهَنَّمَ كُلَّ يَوْمٍ مِائَةَ مَرَّةٍ قُلْنَا يَا رَسُولَ اللهِ وَ مَنْ يَدْخُلُهُ قَالَ الْقُرَّاءُ الْمُرَاءُونَ بِاَعْمَالِهِمْ “ჯუბბულ ჰაზენისგან ალლაჰს შეეფარეთ. ჰოი ალლაჰის შუამავალო! ჟუბბულ ჰაზენი რა არის? -ჰკითხეს მას. ჯოჯოხეთში ისეთი ხევია, რომ თვით ჯოჯოხეთიც კი დღეში ას ჯერ ალლაჰს შეეფარება და ხსნას სთხოვსო, -ბრძანა. ჰოი ალლაჰის შუამავალო! ამ ხევში ვინები შევლენ? -ჰკითხეს მას. ის ხევი იმ ყურანის მკითხველთათვისაა გამზადებული, რომლებიც საქმეებს სხვის საჩვენებლად ასრულებენო, -უპასუხა.” (სუნენი თირმიზი, ზუჰდ, 48/2383; იბნი მაჯე, მუყადდიმე, 44/256) 10 لَا تَجْعَلُوا بُيُوتَكُمْ مَقَابِرَ وَ إِنَّ الْبَيْتَ الَّذِي تُقْرَأُ فِيهِ الْبَقَرَةُ لَا يَدْخُلُهُ لشَّيْطَانُ “თქვენს სახლებს სამარეებად ნუ აქცევთ. სახლში, რომელშიც ბაყარა სურა იკითხება, იქ სატანა არ შევა.” (მუსლიმი, სალათილ მუსაფირინ, 29/780; თირმიზი, ფედაილილ ყურან, 2/2877; სუნენი დარიმი, ფადლი მინ ყარილ ყურან, 13/3378-3382.) 11 مَا مِنْ مُسْلِمٍ يَأْخُذُ مَضْجَعَهُ يَقْرَأُ سُورَةَ مِنْ كِتَابِ اللهِ إِلَّا وَ كَلَّ اللهُ بِهِ مَلَكًا فَلَا يَقْرَبُهُ شَيْءٌ يُؤْذِيهِ حَتَّى يَهُبَ مَتَى هَبَّ “ალლაჰის წიგნიდან საწოლში დასაძინებლად გამზადებული ერთი სურას წამკითხავი მუსლიმანისათვის ალლაჰი დასაცავად ერთ ანგელოზს გამოყოფს, რომელიც მის გამოღვიძებამდე მასთან სიავისთვის არაფერს მიუშვებს.” (სუნენი თირმიზი, დუა, 23/3407.) 12 مَنْ نَامَ عَنْ حِزْبِهِ أَوْ عَنْ شَيْءٍ مِنْهُ فَقَرَأَهُ مَا بَيْنَ صَلَاةِ الْفَجْرِ وَصَلَاةِ الظُّهْرِ كُتِبَ لَهُ كَأَنَّمَا قَرَأَهُ مِنْ اللَّيْلِ “ვინც ღამით ვერ ადგება და ყურანის ერთ ნაწილს ვერ წაიკითხავს, მაგრამ დილის ლოცვასა და შუადღის ლოცვას შორის დროის მონაკვეთში წაიკითხავს, ისეთივე მადლი დაეწერება, როგორც ღამით წაკითხვისას.” (ბუჰარი, 1607; მუსლიმი, სალატულ მუსაფირინ, 18/747; ებუ დავუდ, სალათ, 309/1313; თირმიზი, სეფერ, 408/581; ნესაი, ყიამულ ლეილ ვე თატავვუღ, 64/1767; იბნი მაჯე, სალათ, 177/1343.) 13 إِنَّ اللهَ خَتَمَ سُورَةَ الْبَقَرَةِ بِآيَتَيْنِ أُعْطِيتُهُمَا مِنْ كَنْزِهِ الَّذَي تَحْتَ الْعَرْشِ فَتَعَلَّمُوهُنَّ نِسَاءَكُمْ فَأِنَّهُمَا صَلَاةٌ وَ قُرْآنٌ وَ دُعَاءٌ “ჭეშმარიტად უზენაესმა ალლაჰმა ბაყარას სურა ორი აიათით დაასრულა, რომლებიც მე ცის ქვეშეთის ხაზინისგან მომცა. ისინი ისწავლეთ და ასწავლეთ თქვენს ცოლებს, რადგან ეს მოწყალება, ყურანი და ლოცვაა.” (სუნენი დარიმი, ფადლი მინ ყარელ ყურან, 14/3393) 14 مَا مِنَ الْأَنْبِيَاءِ نَبِيُّ إِلَّا أُعْطِيَ مَا مِثْلُهُ آمَنَ عَلَيْهِ الْبَشَرُ وَ إِنَّمَا كَانَ الَّذِي أُوتِيتُ وَحْيًا أُوْحَاهُ اللهُ إِلَيَّ فَأَرْجُو أَنْ أَكُونَ أَكْثَرَهُمْ تَابِعًا يَوْمَ الْقِيَامَةِ “ყოველ შუამავალს ებოძა ისეთი სასწაული, რაც ადამიანს რწმენას გაუმტკიცებს. ჩემთვის ბოძებული სასწაული კი ალლაჰის მიერ ზემოვლენილი ყურანია. ამიტომაც ვიმედოვნებ, რომ განკითხვის დღეს შუამავალთა შორის ყველაზე მეტი მიმდევარი მე მეყოლება.” (ბუჰარი, ფადლი მინ ყარელ ყურან, 6/3361). 15 إِذَا قَرَأَ ابْنُ آدَمَ السَّجْدَةَ فَسَجَدَ اعْتَزَلَ الشَّيْطَانُ يَبْكِي يَقُولُ يَا وَيْلَهُ أُمِرَ ابْنُ آدَمَ بِالسُّجُودِ فَسَجَدَ فَلَهُ الْجَنَّةُ وَ أُمِرْتُ بِالسَّجُودِ فَأَبَيْتُ فَلِي النَّارُ “როდესაც ადამის შვილი სეჯდეს აიათს კითხულობს და სეჯდეს ასრულებს, სატანა ტირილით მას განშორდება და ასე ამბობს: ვაი მის თავს! ადამის შვილს სეჯდე ებრძანა, მანაც შეასრულა და სამოთხე დაიმსახურა. მეც მებრძანა სეჯდე, მაგრამ მე ჩემივე დაუმორჩილებლობით ჯოჯოხეთი დავიმსახურე.” (მუსლიმი, იმან, 35/81; იბნი მაჯე, სალათ, 70/1052; ელ-მუსნედ 6/1773.) 16 إِنَّ سُورَةً مِنْ الْقُرْآنِ ثَلَاثُونَ آيَةً شَفَعَتْ لِرَجُلٍ حَتَّى غُفِرَ لَهُ وَ هِيَ سُورَةُ تَبَارَكَ الَّذِي بِيَدِهِ الْمُلْكُ “ყურანში ერთი 30 აიათიანი სურაა. განკითხვის დღეს ეს სურა კაცს ქომაგად მოევლინება, უფრო მეტიც, მისი წყალობით ყველაფერი მიეტევება. ეს სურა თებარექელლეზიი ბიიედიქილ მუქ სურაა.” (სუნენი ებუ დავუდ, სალათ, 327/1400; თირმიზი, ფედაილილ ყურან, 9/2891; იბნი მაჯე, ედებ, 52/3786.) اِقْرَءُوا الْقُرْآنَ فَإِنَّهُ يَأْتِي يَوْمَ الْقِيَامَةِ شَفِيعًا لِأَصْحَابِهِ “ყურანი იკითხეთ. უეჭველად ის განკითხვის დღეს თავის ხალხს (ყურანის გამუდმებით მკითხველთა და მისი მიხედვით მმოქმედთა) ქომაგად მოევლინება.” (მუსლიმი, სალათულ მუსაფირინ, 42/804, თირმიზი, ფედაილულ ყურან, 5/2883.) 18 مَا مِنْ رَجُلٍ يَتَعَلَّمُ الْقُرْآنَ ثُمَّ يَنْسَاهُ إِلَّا لَقِيَ اللهَ يَوْمَ الْقِيَامَةِ وَ هُوَ أَجْذَمُ “არ არსებობს ისეთი ვინმე, ვინც ყურანი ისწავლა და შემდეგ დაივიწყა, რომ ალლაჰმა ის განკითხვის დღეს ხელებ მოკვეთილი (ყოველგვარი მიზეზისა და ხელჩასაჭიდის არ მქონედ) არ მოავლინოს.” (სუნენი ებუ დავუდ, სალათ, 356/1474; დარიმი, ფადლი მინ ყარილ ყურან, 3/3343.) 19 إِنَّ الَّذَي لَيْسَ فِي جَوْفِهِ شَيْءٌ مِنْ الْقُرْآنِ كَالْبَيْتِ الْخَرَبِ “კაცი, რომელმაც ყურანიდან არაფერი არ იცის ზეპირად, უპატრონოდ დანგრეულ სახლს ჰგავს.” (თირმიზი, ფედაილილ ყურან, 18/2913; დარიმი, ფადლი მინ ყარილ ყურან, 1/3309.) 20 تَعَلَّمُوا كِتَابَ اللهِ تَعَالَى وَ تَعَاهَدُوهُ وَ اقْتَنُوهُ وَ تَغَنَّوْا بِهِ “უზენაესი ალლაჰის წიგნი ისწავლეთ, მას ნუ დაივიწყებთ, მას ჩაეჭიდეთ, ის კარგად და სრულყოფილად იკითხეთ.” (სუნენი დაარიმი, ფადლი ყარილ ყურან, 4/3352.) 21 عُرِضَتْ عَلَيَّ أُجُورُ أُمَّتِي حَتَّى الْقَذَاةُ يُخْرِجُهَا الرَّجُلُ مِنْ الْمَسْجِدِ وَ عُرِضَتْ عَلَيَّ ذُنُوبُ أُمَّتِي فَلَمْ أّرَ ذَنْبًا أَعْظَمَ مِنْ سُورَةٍ الْقُرْآنِ أَوْ آيَةٍ أُوتِيَهَا رَجُلٌ ثُمَّ نَسِيَهَا “მე წარმომიდგინეს ჩემს მიმდევართა გასამრჯელოები (მადლი). მათ შორის მეჩეთიდან აღებული და გადაგდებული მცირე ნაგავიც იყო. ასევე წარმომიდგინეს ჩემს მიმდევართა მიერ ჩადენილი ცოდვებიც, რაშიც ყურანიდან რომელიმე სურას ან აიათის ცოდნის შემდეგ დავიწყებაზე უფრო დიდს ვერაფერს ვხედავ.” (სუნენი ებუ დავუდ, ფერაიზ, 10/2913, თირმიზი, ფედაილილ ყურან, 19/2916.) 22 قَالَ رَجُلٌ يَا رَسُولَ اللهِ قَالَ الْحَالُّ الْمُرْتَحِلُ قَالَ وَ مَا الْحَالُّ الْمُرْتَحِلُ قَالَ الَّذِي يَضْرِبُ مِنْ أَوَّلِ الْقُرْآنِ إِلَى آخِرِهِ كُلَّمَا حَلَّ ارْتَحَلَ “ერთმა კაცმა ჰკითხა მას: ალლაჰის შუამავალო! ალლაჰის წინაშე რომელი საქციელი უფრო მოსაწონია? მან უპასუხა: მგზავრობის დასრულებისთანავე კვლავ დამწყების მდგომარეობა. მგზავრობის დასრულებისთანავე კვლავ დამწყების მდგომარეობა რას ნიშნავს? -კაცმა კვლავ იკითხა. შუამავალმა ასე უპასუხა: ყურანის თავიდან ბოლომდე წაკითხვა და ყოველ დასრულებაზე კვლავ თავიდან დაწყება.” (სუნენი თირმიზი, ყირაათ, 13/2948; დარიმი, ფადლი მინ ყარილ ყურან, 33/3479.) 23 وَإِذَا قَامَ صَاحِبُ الْقُرْآنِ فَقَرَأَهُ بِالَّيْلِ وَ النَّهَارِ ذَكَرَهُ وَ إِذَا لَمْ يَقُمْ بِهِ نَسِيَهُ “თუ ყურანის მკითხავი ღამით და დღისით მას იკითხავს, მას დაიმახსოვრებს. ხოლო, ასე თუ არ მოიქცევა, მას დაავიწყდება იგი.” (მუსლიმი, სალათილ მუსაფირინ, 33/789.) 24 إِنَّكُمْ لَنْ تَرْجِعُوا إِلَى اللهِ بِأَفْضَلَ مَمَّا خَرَجَ مِنْهُ يَعْنِي الْقُرْآنَ “ყურანზე და მისგან გამომავალზე უფრო უკეთესი ვერაფერი ვერ მიგიყვანთ ალლაჰთან.” (სუნენი თირმიზი, ფედაილილ ყურან, 17/2912) 25 اِقْرَءُوهَا عِنْدَ مَوْتَاكُمْ يَعْنِي يس “გარდაცვლილებთან იასინის სურა იკითხეთ.” (სუნენი ებუ დავუდ, ჯენაიზ, 24/3121; იბნი მაჯე, ჯენაიზ, 4/1448.) 26 إِنَّمَا الدَّينُ النَّصِيحَةُ قَالُوا لِمَنْ يَا رَسُولَ اللهِ قَالَ لِلهِ وَ لِكِتِابِهِ وَ لِرَسُولِهِ وَ لِأَئِمَّةِ الْمُسْلِمِينَ وَ عَامَّتِهِمْ “ჭეშმარიტად რჯულის ერთგულება, გულწრფელობაა. იქ მყოფებმა იკითხეს: ვის მიმართ, ალლაჰის შუამავალო? მან უპასუხა: ალლაჰის მიმართ, მისი წიგნის მიმართ, მისი შუამავლის მიმართ, მუსლიმთა წინამძღვარის, ლიდერის მიმართ და ყოველი მუსლიმის მიმართ.” (სუნენი ნესაი, ბიათ, 31/4126) 27 إِنَّ مِنْ إِجْلَالِ اللهِ إِكْرَامَ ذِي الشَّيْبَةِ الْمُسْلِمِ وَ حَامِلِ الْقُرْآنِ غَيْرِ الْغَالِي فِيهِ وَ الْجَافِي عَنْهُ وَ إِكْرَامَ ذِي السُّلْطَانِ الْمُقْسِطِ “ჭეშმარიტად მოხუც მუსლიმანს, ყურანის ჰაფიზის (რომელიც არც სიჭარბეზე მიდის და არც უგულისყუროა) და სამართლიანი მმართველის მიმართ პატივისცემა, ალლაჰის დიდებაში ჩაეთვლება.” (სუნენი ებუ დავუდ, ედებ, 23/4843.) 28 مَنْ قَرَأَ الْقُرْآنَ فَلْيَسْأَلْ اللهَ بِهِ فَإِنَّهُ سَيَجِيءُ أَقْوَامٌ يَقْرَءُونَ القُرْآنَ يَسأَلُونَ بِهِ النّاس “ვინც ყურანს კითხულობს, სათხოვარი ალლაჰისგან ითხოვოს. ისეთი ადამიანებიც მოვლენ, რომლებიც ყურანს კითხულობენ და სათხოვარს ხალხისგან ითხოვენ.” (სუნენი თირმიზი, ფედაილილ ყურან, 20/2917) 29 إِنَّ أَفْوَاهَكُمْ طُرُقٌ لِلْقُرْآنِ فُطَيَبُوهَا بِالسِّوَاكِ “ჭეშმარიტად თქვენი პირები, ყურანის კითხვის გზებია. ასე, რომ პირი მისვაქით გაიწმინდეთ. (სუნენი იბნი მაჯე, ტაჰარეტ, 7/291) 30 مَنْ أَرَدَ أَنْ يَنَامَ عَلَى فِرَاشِهِ فَنَامَ عَلَى يَمِينِهِ ثُمَّ قَرَأَ قَل هُوَ اللهُ أَحَدٌ مِائَةَ مَرَّةِ فَإِذَا كَانَ يَوْمُ الْقِيَامَةِ يَقُولُ لَهُ الرَّبُّ تَبَارَكَ وَ تَعَالَى يَا عَبْدِيَ ادْخُلْ عَلَى يَمِينِكَ الْجَنَّةَ “ვინც დასაძინებლად საწოლში დაწოლას დააპირებს და მარჯვენა მხარზე დაწოლის შემდეგ ასჯერ ‘ყულ ჰუვე ალლაჰუ ეჰედ’ (ანუ იჰლას სურას) იკითხავს, განკითხვის დღეს უზენაესი უფალი მას ასე ეტყვის: ‘ჰოი ჩემო მსახურო! მარჯვენა მხრით სამოთხეში შედი!” (სუნენი თირმიზი, ფედაილილ ყურან, 11/2898) 31 مَنْ قَامَ بِعَشْرِ آيَاتٍ لَمْ يُكْتَبْ مِنْ الْغَافِلِينَ وَ مَنْ قَامَ بِمِائَةِ آيَةٍ كُتِبَ مِنْ الْقَانِتِينَ وَ مَنْ قَامَ بِأَلْفِ آيَةٍ كُتِبَ مِنْ الْمُقَنْطِرِينَ “ღამღამობით ვინც ათ აიათს წაიკითხავს, ის უყურადღებოთა შორის არ ჩაიწერება. ვინც ათას აიათს წაიკითხავს, ის მათთან იქნება, ვისაც მადლი ბლომად მიეცათ. (სუნენი ები დავუდ, სალათ, 326/1398; დარიმი, ფადლი მინ ყარილ ყურან, 26/3445.) 32 مَا أَذِنَ اللهُ لعَبْدٍ فِي شِيْءٍ أَفْضَلَ مِنْ رَكْعَتَينِ يُصَلِّيهِمَا وَ إِنَّ الْبِرَّ لَيُذَرُّ عَلىَ رَأْسِ الْعَبْدِ مِا دَامَ فِي صَلِاتِهِ وَ مَا تَقَرَّبَ الْعِبَادُ إِلَى اللهِ بِمِثْلِ مِا خَرَجَ مِنْهُ “ალლაჰი მსახურის მიერ შესრულებულ ორ მუხლ ნამაზზე უფრო მეტად კმაყოფილი არაფრით ყოფილა, რადგან მსახურს ნამაზის შესრულებისას თავს სიკეთეები ეხვევა. მსახურები ალლაჰს სხვა ვერაფრით დაუახლოვდებიან ისე, როგორც მისგან (ნამაზისგან) გამომავალი სიკეთით.” (სუნენი თირმიზი, ფედაილილ ყურან, 17/2911; ელ მუსნედ, 3/932.) 33 مَنْ قَرَأَ الْقُرْآنَ وَ اسْتَظْهَرَهُ فَأَحَلَّ حَلَالَهُ وَ حَرَّمَ حَرَامَهُ أَدْخَلَهُ اللهُ بِهِ الْجَنَّةَ وَ شَفَّعَهُ فِي عَشْرَةٍ مِنْ اَهْلِ بَيْتِهِ كُلُّهُمْ قَدْ وَجَبَتْ لَهُ النَّارُ “ვინც ყურანს წაიკითხავს, დაიზეპირებს და მასში მყოფ ალალს ალალად, არამს არამად ცნობს, ალლაჰი მას სამოთხეში შეიყვანს და თავისი შინაურებისგან ათს ცეცხლისთვის განწირულზე ქომაგობის ნებას მისცემს.” (სუნენი თირმიზი, ფედაილილ ყურან, 13/2905, იბნი მაჯე, მუყადდიმე, 37/216.) 34 عَنْ سَعْدِ بْنِ هِشَامٍ قَالَ يَا أُمَّ الْمُؤْمِنِينَ أَنْبِئِينِي عَنْ خُلْقِ رَسُولِ اللهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَ سَلَّمَ قَالَتْ أَلَسْتَ تَقْرَأُ الْقُرْآنَ قَالَ قُلْتُ بَلَى قَالَتْ فَإِنَّ خُلُقَ نَبِيِّ اللهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَ سَلَّمَ الْقُرْآنُ “სად იბნი ჰაშიმისგან: “ჰოი მორწმუნეთა დედავ! ალლაჰის შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ზრდილობის შესახებ რამე მიამბე – ვუთხარი. მან მითხრა: შენ ყურანს არ კითხულობ? რა თქმა უნდა – ვუთხარი მე. ალლაჰის შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ზრდილობა ყურანი იყო – მითხრა.” (მუსლიმი, სალათილ მუსაფირინ, 18/746; ებუ დავუდ, სალათ, 316/1342; ნესაი, ყიამულ ლეილი ვე თატავვუღ, 2/1583.) 35 إِنَّ لِلهِ أَهْلِينَ مِنَ النَّاسِ قَالُوا يَا رَسُولَ اللهِ مَنْ هُمْ قَالَ هُمْ أَهْلُ الْقُرْآنِ أَهْلُ اللهِ وَ خَاصَّتُهُ “ჭეშმარიტად ალლაჰს ადამიანებში მეგობრები ჰყავს! თქვეს, რომ - ვინ არიან ისინი ალლაჰის შუამავალო? ყურანის ხალხი, ალლაჰის ხალხი და რჩეულნი.” მუსლიმი, ვასიათ, 5/1634; თირმიზი, ვასიათ, 4/2119; სუნენი იბნი მაჯე, ვასიათ, 1/2696.) 36 إِنَّ هَذَا القُرْآنَ نَزَلَ بِحُزْنٍ فَإذَاَ قَرَأْتُمُوهُ فَابْكُوا فَإِنْ لَمْ تَبْكُوا فَتَبَاكَوْا وَ تَغَنَّوْا بِهِ فَمَنْ لَمْ يَتَغَنَّ بِهِ فَلَيْسَ مِنَّا “ჭეშმარიტად ეს ყურანი მწუხარებით ზემოვლენილია. მისი კითხვისას იტირეთ. რომც არ გეტირებოდეთ ეცადეთ, რომ იტიროთ და ეცადეთ ლამაზად იკითხოთ იგი. ვინც არ ცდილობს, რომ ლამაზად იკითხოს იგი, ის ჩვენგან არ არის.” (სუნენი იბნი მაჯე, სალათ, 176/1337; დარიმი, ფედაილილ ყურან, 34/3491.) 37 زَيِّنُوا الْقُرْآنَ بِأَصْوَاتِكُمْ “ყურანი თქვენი ლამაზი ხმებით შეამკეთ.” (სუნენი ებუ დავუდ, სალათ, 355/1468; ნესაი, იფთითაჰ, 82/1006; დარიმი, ფადლი მინ ყარილ ყურან, 34/3503-04.) 38 إِنَّ الَّذِي يَقْرَأُ الْقُرْآنَ وَ هُوَ مَاهِرٌ بِهِ مَعَ السَّفَرَةِ الْكِرَامِ الْبَرَرَةِ وَالَّذِي يَقْرَؤُهُ وَ هُوَ شَدِيدٌ عَلَيْهِ وَ هُوَ عَلَيْهِ شَاقٌّ فَلَهُ أَجْرَانِ “ჭეშმარიტად, ვინც ყურანს კითხულობს და დახელოვნებულია მისით, ის ანგელოზებთან ერთად არის. ვისაც ერთულება მისი კითხვა, მაგრამ მაინც კითხულობს, მისთვის ორმაგი საზღაური არსებობს.” (ბუჰარი, თეფსირ, აბესე, 1/1794; მუსლიმი, სალათილ მუსაფირინ, 244/798;ებუ დავუდ, სალათ, 349/1454; თირმიზი, ფედაილილ ყურან, 13/2904; იბნი მაჯე, ედებ, 523779; დარიმი, ფადლი მინ ყარილ ყურან, 11/3371) 39 يَا أَبَا ذَرٍّ لانْ تَغْدُوَ فَتَعَلَّمَ آيَةً مِنْ كِتَابِ اللهِ خَيْرٌ لَكَ مِنْ أَنْ تُصَلِّيَ مِائَةَ رَكْعَةٍ “ებუ ზერ! ალლაჰის წიგნიდან ერთი აიათის სწავლა შენთვის ასი მუხლი ნამაზის შესრულებაზე უფრო უკეთესია.” (სუნენი იბნი მაჯე, მუყადდიმე, 37/219) 40 إِنَّ اللهَ يَرْفَعُ بِهَذَا الْكِتَابِ أَقْوَامًا وَ يَضَعُ بِهِ آخَرِينَ “ჭეშმარიტად ალლაჰი, ამ წიგნით ზოგ ხალხს ამაღლებს. ზოგს კი აქვეითებს.” (მუსლიმი, სალათილ მუსაფირინ, 47/817; იბნი მაჯე, მუყადდიმე, 37/218; დარიმი, ფადლი მინ ყარელ ყურან, 8/3368.) მიმაგრება: სურათი 1 |
|
სულ კომენტარები: 0 | |