17:25 ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ექიმები |
ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოსა და არმიის ფსიქოლოგიური კონტროლის ექსპერიმენტები, ძირითადად, ჰარვარდის, იელისა და კალიფორნიის, ამერიკულ უნივერსიტეტებში ჩატარდა. ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს უფლებამოსილ თანამშრომელთა ნუსხაში, რომლებიც პროექტ "მკ–ულტრაში" მონაწილეობისთვის გასაიდუმლოებულ პირებათ ითვლებოდნენ, xx საუკუნის ისეთი გამოჩენილი ფსიქიატრებიც შედიოდნენ, როგორებიც არიან, ლუის ჯოლიონ ვესტი და მარტინ ორნი. ადამიანის გონების გასაკონტროლებელ ექსპერიმენტებს ფსიქოლოგიის ასოციაცია "მკ–ულტრა", ამერიკის შეერთებული შტატების ჯანდაცვის სამსახური და ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტები აფინანსებდნენ. საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი მეცნიერი ფრენკ ოლსონი ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოსთვის ეჯვუდის არსენალში ქიმიკოსად მუშაობდა. პროექტ ''მკ–ულტრას" ხელმძღვანელებმა სიდინ გოტლიბმა ფრენკ ოლსონს L S D–ს (ლიზერინგის დიეთილამიდის მჟავა) დოზა იმ პერიოდში შეაპარა, როცა სადაზვერვო სააგენტომ ქიმიკოსი პენსიაზე გაუშვა. როგორც ჩანს, როგორც ჩანს ეს იმ ორგანიზებული გეგმის ნაწილი იყო რომელიც ფრემკ ოლსონის სიკვდილის შენიღბვასა და ფიზიკოსის მიერ თვით მკვლელობის ვერსიის გავრცეებას ისახავდა მიზნად. ფრენკ ოლსონი 50–იან წლებში საფრანგეთის ქალაქ პონ–სენტ–ესპრის მოსახლეობის ლიზერინგის დიეთილამიდის მჟავით მოწამვლაში ედებოდა ბრალი. ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ფსიქოლოგიური კონტროლის პროგრამებში მონაწილე ექიმების ნაშრომებს თანაავტორებად ხშირად სხვა ექიმები ჰყავდა, რომლებიც ოფიციალურად ამ პროგრამაში არ მონაწილეობდნენ. ისინი ერთსა და იმავე კონფერენციებს ესწრებოდნენ და ერთ საზოგადოებაში ტრიალებდნენ. მაგალითად, პროექტ პროექტ "მკ–ულტრას" თანამშრომელი, ექიმი და ჰიპნოზის ექსპერტი მარტინ ორნი კოლგეიტის უნივერსიტეტში ექიმ ჯ.ჰ. ესტაბურკსის კომფერენციებს როგორც თანაავტორი ესწრებოდა ( ჯორჯ ესტაბურკს 30–60–იან წლებში რეგულარული მიმოწერა ჰქონდა ფედერალური საგამოძიებო ბიუროს დირექტორ ჯ. ედგარ ჰუვერთან). ექიმი ესტაბურკსი ფედერალური ფედერალური საგამოძიებო ბიუროსა და არმიის მაღალჩინოსნებს ხშირად იწვევდა კოლგეიტის უნივერსიტეტში კონფერენციებზე, სადაც სამხედრო ბაზებსა და ომში ჰიპნოზის გამოყენებასა და სუპერაგენტის შექმნაზე მსჯელობდა. 1943 წელს დაწერილ წიგნში "ჰიპნოზი" ესტაბურკსი აღწერს იმ სუპერაგენტის ტიპს, რომელსაც მეორე მსოფლიო ომში იყენებდა ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტი. სუპერაგენტებს სხვადასხვა მისია ჰქონდათ, მათ ყველაფერზე მიუწვდებოდათ ხელი, ამასთან ერთად, კურიერის როლსაც ასრულებდნენ. სუპერაგენტი ხელოვნურად შექმნილი მრავალსახოვანი პიროვნება გახლდათ: მისიის შესრულებისას მას საკუთარი პიროვნების იგნორირება უხდებოდა. 70–იან წლებში ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს აგენტებმა სენატს პატრის ლუმუბას, ფიდელ კასტროსა და მსოფლიოს სხვა ლიდერთა მკვლელობის გეგმაზე აღიიარებითი ჩვენება მისცეს. მაგალითად ფიდელ კასტროს ლიკვიდირებისთვის განზრახული იყო მოწამლული სიგარების შეგზავნა და თვით ქიმიური თუ ბიოლოგიური იარაღის გამოყენებაც. ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მიერ მკვლელობათა სერიების პროგრამების არსებობა დოკუმენტურადაც დადასტურდა. ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ პროგრამის "მკ–ულტრას" და "სტარგეიტის" მეშვეობით ადამიანის ექსტრასენსორული აღქმა და ფსიქოლოგიური ომის ტექნიკა შეისწავლა. ეს უკანასკნელი დისტანციური ვიზუალიზაციის პროგრამაა, რომელსაც სტენფორდის უნივერსიტეტის (პალო–ალტო,კალიფორნია) თანამშრომლები ხელმძღვანელობდნენ. პროგრამა "სტრაგეიტის" პერსონალს დისტანციური ვიზუალიზაციის სისტემა გაუჩინარებულ თვითმფრინავებსა და პილოტებზე ინფორმაციის მოსაძიებლად სჭირდებოდა. გარდა ამისა ეს სისტემა სქემებისა და დიაგრამების შექმნისა და მნიშვნელოვანი საბჭოთა ობიექტების დამუშავების შესაძლებლობას ქმნიდა. მოგვიანებით ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილი დირექტორი რობერტ გეითსი ამტკიცებდა, რომ პროექტ "სტარგეიტსის" მეშვეობით ფრიად სასარგებლო და ოპერატიული ინფორმაცია მოიპოვეს. წყარო: კაცობრიობის ისტორიის უდიდესი საიდუმლოებანი | |
|
იტვირთება რეკლამის ბარი...
სულ კომენტარები: 0 | |