08:33 ვინ ხართ ეგვიპტური ჰოროსკოპის მიხედვით |
სეხმეტი – 29 ივლისი – 11 აგვისტო, 30 ოქტომბერი – 7 ნოემბერი ეგვიპტელები სეხმეტს სამართლიანობის სიმბოლოდ აღიქვამდნენ. იგი მკაცრი და უაპელაციო იყო. სახელი “სეხმეტი” ითარგმნება როგორც – “ძალაუფლება და ძლიერება”. იგი ომისა და ნგრევის ღმერთიც იყო. მას მიაწერდნენ გვალვებსა და წყალდიდობებს (ადამიანების სასჯელად). იგი იყო ასევე ეპიდემიის გავრცელების წყარო, მაგრამ ამავე ქალღმერთის ხელში იყო ასევე ხალხის განკურნებაც. მიჩნეულია, რომ სეხმეტი ექიმების, ექიმბაშებისა და ჯადოსნების მფარველი იყო. გამოსახავდნენ მანუსკრიპტებზე როგორც ლომისთავიან ქალს, გრძელი ტუნიკით. სეხმეტის მმართველობაში მყოფი ადამიანები ავტორიტეტული, მომთხოვნი და მკაცრი ინდივიდები არიან. მათი მომთხოვნელობა ვრცელდება როგორც სხვებზე, ისე საკუთარ თავზე. მათგან კარგი ორგანიზატორები, სახელმწიფო მოხელეები, პოლიტიკოსები და მმართველები გამოდიან. ბასტატი 14-28 ივლისი, 23-27 სექტემბერი, 3-17 ოქტომბერი ქალღმერთი – კატა ანუ ბასტატი ეგვიპტელებს სიყვარულისა და ნაყოფიერების ქალღმერთად ჰყავდათ მიჩნეული. იგი ძველ ეგვიპტურ მანუსკრიპტებზე კატისთავიანი (ან ლომისთავიანი) გრაციოზული ქალის სახით გვხვდება გამოსახული. ბასტატის მმართველობაში მყოფ ადამიანებს გასაოცარი მომხიბვლელობა და თანდაყოლილი შარმი გააჩნიათ. ამ ხალხისგან გამოდიან კარგი მედიცინის მუშაკები, მასწავლებლები, ფლორისტ-დიზაინერები, მოდელიერები ან სტილისტები. ბასტატები კარგად ერკვევიან ტანსაცმლის დიზაინში, სახელოვნებო სფეროებში, კულინარიასა და მუსიკაში. მათი ხასიათის უნიკალურობა კი მდგომარეობს იმაში, რომ ამ ადამიანებს აქვთ ნიჭი ნებისმიერს დაეხმარონ სტრესის მოხსნაში, მათთვის დამახასიათებელია გასაოცარი, დადებითი ბიოველი, რომლის ხარჯზეც ბასტატთან საუბრისას ადამიანები თავს მყუდროდ და დაცულად გრძნობენ. სეთი ანუ სეტოსი – 28 მაისი – 18 ივნისი, 28 სექტემბერი – 2 ოქტომბერი ეგვიპტელები მას წყვდიადის ღმერთს უწოდებდნენ. იგი ასევე ითვლებოდა ქაოსის, ომისა და უსაზღვრო თავისუფლების სიმბოლოდ. გამოსახავდნენ ხარის თავით მანუსკრიპტებზე. სეთი იგივე სეტოსი, ეჭვიანობისა და ვნების სიმბოლოა. ეჭვიანობის ნიადაგზე მან საკუთარი ძმა – ოსირისი გაიმეტა სასიკვდილოდ. ამგვარი საქციელის გამო სეთი გაძევებულ იქნა და უდაბნოში ცხოვრება მიესაჯა. არსებობს მეორე მოსაზრებაც, თითქოს იგი ზეცაში წაიყვანეს ღმერთებმა და დიდი დათვის თანავარსკვლავედის სახით გამოისახება დღეს. სეთის მფარველობაში მყოფი ადამიანები, უზომოდ ამბიციურები და პატივმოყვარეები არიან. თუმცა მათ ასევე გააჩნიათ საოცარი გამომგონებლური ნიჭი, თვითრწმენა და თავდაჯერებულობა. ამ ხალხის უმრავლესობა თავს შესანიშნავად იმკვიდრებს პოლიტიკაში, სამხედრო სფეროში და იურისპრუდენციაში. ბევრ მათგანს აქვს ოკულტიზმისკენ მიდრეკილება და ოსტატურად ფლობენ ტაროს კარტების მაგიას ან მედიუმის შესაძლებლობებს. სეთი ბუნებით მებრძოლია, მას მოსწონს წინააღმდეგობების გადალახვა. ამიტომ სირთულეები ცხოვრებაში არათუ აშინებს ამ ხალხს, პირიქით, მათში მეტ ბრძოლის უნარსა და დინამიზმს აღვიძებს. მათ არ ახასიათებთ წარსულში ცხოვრება და ყოველთვის პოულობენ გზას ნებისმიერი წარუმატებლობის შემდეგ ფეხზე წამოსადგომად. თუმცა ეგოიზმი, რომელიც ამ ხალხის ხასიათის ყველაზე დიდი ნაკლია, ხშირად სხვა არაფერია, თუ არა ერთგვარი თავდაცვითი მანერა – საიმისოდ, რომ არავინ მიაყენოს მათ სულს იარები. აი, რატომ გაურბიან ისინი ხანგრძლივ და სერიოზულ რომანტიკულ ურთიერთობებს. სიყვარული ერთადერთი კონტროლია მათთვის, კონტროლს კი ვერც ერთი მათგანი ვერ იტანს. ანუბისი 8-27 მაისი, 29 ივნისი – 13 ივლისი ღმერთი-ტურა იგივე მკვდართა მეფე. მიჩნეული იყო, რომ ანუბისი გარდაცვლილებს მიაცილებდა იმქვეყნიურ ცხოვრებასთან შესახვედრად. ხშირად მას ეგვიპტურ მანუსკრიპტებზე ვხვდებით როგორც გარდაცვლილთა ბალზამირების პროცესის უშუალო მონაწილეს. იგი განაგებდა დაკრძალვისა და მუმიფიკაციის თემას ასევე. შემდგომ კი თავმჯდომარეობდა სულის განკითხვის პროცესს იმქვეყნიური და ამქვეყნიური ცხოვრების გზასაყარზე. იყო გარდაცვლილთა სულების ე.წ. “ადვოკატი” – დამცველი და მფარველი. ადამიანები, რომლებიც ანუბისის გავლენის ქვეშ ევლინებიან ქვეყანას, განსაკუთრებული იუმორისა და ოპტიმიზმის დონით არიან დაჯილდოებულნი. მათ აქვთ ძალა, ნებისმიერი სირთულის პრობლემაზე მოახერხონ ხუმრობა და იუმორით შეხედონ ზოგადად თავს დატეხილ სირთულეებს. თუმცაღა, ძალზე ხშირად ისინი შავი იუმორის დიდოსტატები უფრო არიან, ვიდრე მხიარული ხუმარები. ამ ადამიანებს ე.წ. “ბუს ტიპის” ინდივიდები განეკუთვნებიან, მათ უმრავლესობას დღისით ძილი და ღამით მუშაობა ურჩევნია. ნაკლებად არიან მიდრეკილნი ხმაურიანი გართობისკენ და განმარტოებით ყოფნა ურჩევნიათ მუდმივ კომუნიკაციას ხალხთან. სამსახურეობრივი კუთხით ისეთ სფეროებში აღწევენ წარმატებას, სადაც მუშაობის დროს სრული თავისუფლება და მაქსიმალური იზოლაციაა შესაძლებელი. აქვთ კარგი ფსიქოლოგიური მონაცემები და ამას ზოგჯერ სხვებზე მანიპულაციის კუთხითაც ოსტატურად იყენებენ. ძლიერი და ხანგრძლივი სიყვარული იციან და თუ ვერ შეხვდნენ მონათესავე სულს, ხშირად მარტო დარჩენას ამჯობინებენ იმიჯისა და სტატუსის გამო დაოჯახებას. გორი 1-7 მაისი, 20-30 აპრილი, 12-19 აგვისტო ეგვიპტელები მას ფარაონთა მფარველის, სიყვარულის, ცის ღმერთად მიიჩნევდნენ. გორი შევარდნისთავიანი ფიგურის სახით შეგხვდებით ეგვიპტურ მანუსკრიპტებზე. ეგვიპტელებს მიაჩნდათ რომ მას გამჭოლ ხედვის (რენტგენული ხედვა) უნარი გააჩნდა. ტოტი – 1-19 აპრილი, 8-17 ნოემბერი ეს ღმერთი ეგვიპტელებს “ვერბალური მაგიის” ქურუმად მიაჩნდათ. ტოტი მწიგნობრობის, მეტყველების კულტურის დ მენტალური კომუნიკაციის “კურატორი” იყო მათთვის. იგი ოსირისის მრჩეველი გახლდათ. ორატორული ხელოვნების ღმერთი. მას მიაწერდნენ ღმერთების ჟამთააღმწერის სტატუსს. მიაჩნდათ, რომ იგი ასევე ფლობდა დროში გადაადგილების ნიჭს და გააჩნდა ვარსკვლავთმრიცხველისა და მკურნალის მონაცემები. ადამიანები, რომელთაც ტოტის მმართველობაში უწევთ დაბადება, გამოირჩევიან დეტალებისადმი უზომო ყურადღებიანობით, კრიტიკული ანალიზისა და დაკვირვების უნარით. გასაოცარი ლოგიკური აზროვნებით და ჰიპნოზის ნიჭით. მათი უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ ისინი ერთდროულად პრაგმატულებიც არიან და ინტუიტიურებიც. რის ხარჯზეც ყოველთვის ახერხებენ ნებისმიერის დარწმუნებას და გადმობირებას. ამიტომ როცა ტოტის მმრართველობაში მყოფი თვალებში გიყურებთ მისთვის უარის თქმა ფაქტობრივად შეუძლებელია. მათგან შესანიშნავი ფსიქოლოგები, ექსტრასენსები, ასტროლოგები და მედიუმები გამოდიან. როგორც პარტნიორი ტოტი ძალზე კომფორტულია, მას აქვს ნიჭი პარტნიორს თავი საჭიროდ და ერთადერთად აგრძნობინოს, რის ხარჯზეც ეს უკანასკნელი ვერ ან ძალიან გვიან ამჩნევს მის ნაკლოვანებებს. ოსირისი – 1-10 მარტი, 27 ნოემრები – 18 დეკემბერი ოსირისი ეგვიპტური პანთეონის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა. მან საიმისოდ, რომ ერთპიროვნული მმართველობა მოეპოვებინა, საკუთარ ძმასთან სეტოსთან ბრძოლაში გაიმარჯვა, თუმცა სეტოსმა საბოლოოდ მისი მუხანათური მკვლელობა მაინც მოახერხა. რომ არა ცოლი და და ისიდა, ოსირისი ვერ აღდგებოდა მკვდრეთით. მისი სახით ეგვიპტელები ტრანსფორმაციის, გარდასახვის კულტს განსახიერებდნენ. იგი ითვლებოდა “მკვდართა მეუფედ” და იმქვეყნიური სამყაროს მმართველად. მას ავედრებდნენ გარდაცვლილთა ბედს და სამართლიანად განსჯას. ადამიანი, რომელიც ოსირისის მფარველობის ქვეშ ევლინება ქვეყანას, ოპერატიულობითა და ორგანიზატორის ნიჭითაა გამორჩეული. მას აქვს კარგი ინტუიცია და ადამიანების გამჭოლ ხედვის უნარი. ოსირისები არიან ძალიან ცნობისმოყვარეები და გამოირჩევიან მაძიებლური გონებით. მათი უმრავლესობას აქვს საკუთარი თავის უზომოდ დიდი რწმენა და გამბედაობა. უყვართ ფათერაკი და რისკი. თუმცა პერიოდულად იმაზე მეტს იღებენ საკუთარ თავზე ვიდრე ფიზიკურად გააჩნიათ ამის შესაძლებლობა. ეს ყველაფერი კი მათში სასიცოცხლო ძალების დისბალანსს და გამოფიტვას იწვევს. რაც საბოლოო ჯამში ოსირისისთვის მსუბუქი დეპრესიით ან უგუნებობით ხასიათდება. მნიშვნელოვანი დეტალი ხასიათში – ხშირად მეგობრობა ამ ხალხისთვის სიყვარულზე და პირად გრძნობებზე უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ამასთან ერთად, ზედმეტი იდეალიზმის გამო ისინი ამაოდ დაეძებენ ქიმერას, რეალურად კი ის რაც აბედნიერებთ მათ გვერდითაა. ისიდა – 11-31 მარტი 18-29 ოქტომბერი, 19-31 დეკემბერი. ისიდა ძველ ეგვიპტელებს ქალურობის, დედობის სიმბოლოდ ჰყავდათ გაიგივებული. იგი ოსირისის მეუღლე იყო. ითვლებოდა ჩვილებისა და მეზღვაურების მფარველად.
ეგვიპტელები მას მიწის, ნაყოფიერების, ერთიანობისა და სტაბილურობის სიმბოლოდ მიიჩევდნენ. “ბატისთავიანი” ღმერთი, რომელიც წითელი პარიკით გამოსახებოდა, აშკარად გამოირჩევა ეგვიპტურ პანთეონში საკუთარი ვიზუალით. იმავეს თქმა შეიძლება ადამიანებზე, ვინც გების მფარველობის პერიოდში მოევლინა ქვეყანას. მათგან შესანიშნავი მრჩევლები, კონსულტანტები, ფსიქოლოგები და პედიატრები გამოდიან. ეს არის კეთილი, გულისხმიერი და გამგებიანი ადამიანი. მათ აქვთ უნიკალური ძალა – გარშემო ყველა და ყველაფერი რეგენერაციის (განკურნება-აღდგენის) პრინციპს დაუმორჩილონ. თუმცა, ეს იმ შემთხვევაში, თუ თავად არიან შინაგანად დალაგებული და გაწონასწორებული. ამ ხალხს ხშირად ფლეგმატიკებად მიიჩნევენ გარშემო მყოფები. ბევრი მათგანი შეიძლება ითქვას, რომ სიტყვაძუნწი და ჩაკეტილიც კია. თუმცა სწორედ ეს “განდეგილობა” აძლევს გებს იმის ძალას, რომ დაგროვილი სულიერ-ენერგეტიკული პოტენციალი გარშემო მყოფთა კეთილდღეობას მოახმაროს. იგი არაჩვეულებრივი მსმენელი, გულის მესაიდუმლე და მრჩეველია. შესაბამისად, ბევრი ადამიანი ანდობს მას მნიშვნელოვან ინფორმაციას და საიდუმლოებებს. მაატი – 22-31 იანვარი, 8-22 სექტემბერი ქალღმერთი მაატი ეგვიპტელებს მკაცრი დედა-დედოფლის, სამართლიანობის დამცველის სიმბოლოდ ჰყავდათ გაიგივებული. იგი თავზე ორმაგი გვირგვინით გამოისახებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მასში ორსახოვნება იყო გაერთიანებული. მაატი სამართლიანობის სიმბოლო იყო. ობიექტური, მკაცრი სიმართლის სიმბოლო. ამონ რა 8-21 იანვარი, 1- 11 თებერვალი. ისინი მზის კულტის წარმომადგენლები არიან. ლიდერი, სულით მამაცი და გულუხვი ხალხია. დაჯილდოებულნი არიან გამოუსწორებელი ოპტიმიზმით, უყვართ ცხოვრება ნებისმიერი გამოვლინებით. ამონ რას სიმბოლოს ქვეშ ხელოვანი და შემოქმედებითი პიროვნებები ერთიანდებიან. მათ შორის ბევრ ცნობილ მუსიკოსს, მხატვარს, მსახიობს ან შოუბიზნესის ვარსკვლავს ვხვდებით. ნილოსი 1-7 იანვარი 19-28 ივნისი, 1-7 სექტემბერი, 18-26 ნოემბერი. ექსპანსიური, ამბიციური, საოცრად ენერგიული და არაპროგნოზირებადი ინდივიდი ხართ. მაქსიმალისტური დამოკიდებულება გაგაჩნიათ ცხოვრების მიმართ. ადამიანებს ან ძალიან უყვარხართ, ან აშკარა ანთიპათიას გამოხატავენ თქვენდამი. თქვენნაირი ადამიანი ვერ ეგუება რუტინას, შესაბამისად, სახელმწიფო სამსახურს აჯობებს კერძო ბიზნესი არჩიოთ. პირად ცხოვრებაში კი სასურველია გვიან გადაწყვიტოთ დაოჯახება, იმიტომ რომ ადრეულ ასაკში ერთი პარტნიორი ვერ დააკმაყოფილებს თქვენს ფართო თვალსაწიერს. | მიმაგრება: სურათი 1 |
|
სულ კომენტარები: 0 | |