21:41
ყალბი პოსტები \ Fake News

ამ პოსტში თქვენ ისწავლით თუ როგორ ავარიდოთ თავი Fake News-ებს, როგორ უნდა გამოვიყენოთ კრიტიკული აზროვნება და თავი დავაღწიოთ ამ გრძნობებზე მოთამაშე პოსტებს, მივიღოთ რაციონალური გადაწყვეტილება და მოვიძიოთ რეალური ინფორმაცია ინტერნეტში.

განსახილველი საკითხები:

  • რა არის Fake News.
  • ვისაუბრებთ clickbait-ზე და დამადასტურებელ წყაროებზე.
  • ვისაუბრებთ სოციალური მედიის ბუბლებზე.
  • ასევე განვიხილავთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმება.
  • როგორ ჩავრთოთ კრიტიკული აზროვნება.
  • როგორ გამოვიყენოთ კრიტიკული აზროვნება, რათა შევქმნათ საკუთარი ობიექტური სტატია.

რა არის Fake News? 
პირველ რიგში, მინდა ამ სიტყვას რაიმე ქართული შესატყვისი მოვუძებნო, ვინაიდან დავიღალე ამ Fake News-ის კოპირებით :D  მოდით მოვიხსენიოთ ქართულად, როგორც ჭორი. ვფიქრობ, ძალიან ცუდი განმარტება არ არის.
ჭორები არავისთვის არ არის ახალი, მაგრამ ციფრულ სამყაროში, უფრო ზუსტად კი ინტერნეტში, ამ ჭორებმა მრავალნაირი ფორმა მიიღო და ძალიან სწრაფად დამკვიდრდა როგორც ხალხის მიზიდვის ერთ-ერთი საუკეთესო გზა. აღნიშნულ პოსტში  თქვენს ყურადღებას მივაპყრობ Facke News-ების რამდენიმე კატეგორიას.

დიდი ალბათობით თქვენ, ასეთ შეტყობინებას უმოქმედოდ არ დატოვებდით და შესაბამისად ეწვეოდით ამ ჭორის განმათავსებელ ვებ-გვერდს და აღმოაჩენდით, რომ ეს ცრუ ინფორმაცია იყო ან შეიძლება ვერც მიხვედრილიყავით, რომ ჭორია და აღგექვათ, როგორც ნამდვილი ამბავი.

აღსანიშნავია, რომ 2014 წლის მონაცემებით  300,000-მდე "ჭორი" გავრცელდა სხვადასხვა ვებ-გვერდზე, რომლებიც აღქმული იქნა, როგორც Fake News. სწორედ ეს მაჩვენებელი გახლავთ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი თუ რატომ უნდა გამოვიყენოთ კრიტიკული აზროვნება და გავარჩიოთ ჭორი და მართალი ერთმანეთისაგან.

რა არის Clickbait (Verify the source) ?  - Clickbait აღწერს იმ პოსტებს, რომლებიც სენსაციონისტურ( უფრო მარტივად რომ ვთქვათ, სათაური, რომელიც ძლიერ შთაბეჭდილებას მოახდენს მკითხველზე. თითქმის იგივე, რაც Catchy title, მაგრამ ეს ემოციურად უფრო დატვირთულია.) სათაურებს იყენებენ. ძირითადად, ასეთი სათაურის მქონე პოსტებს ბლოგერები იყენებენ, რომლებსაც სურთ შეინარჩუნონ საკუთარ ვებ-გვერდზე მნახველების რაოდენობა, რაც მათი შემოსავლის წყარო გახლავთ. რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის საზიანო არ არის, მაგრამ არის შემთხვევები, როცა ჰაკერებმა გამოიყენეს Clickbait, რამაც ძალიან კარგად იმუშავა მათთვის და თავისთავად ძალიან ცუდი შედეგიც გამოიწვია.

ვირუსი Storm Worm. 2007 წელს 300,000-ზე მეტი კომპიუტერი დააზიანა ამ ვირუსმა, იგი ვრცელდებოდა ელექტრონული ფოსტის საშუალებით და მსხვერპლს უგზავნიდა შეტყობინებას, თითქოსდა ევროპაში ქარიშხლის შედეგად 230,000 ადამიანი დაიღუპა. ისინი მსხვერპლს სთავაზობდნენ გაეხსნათ მიმაგრებული ფაილი და მოვლენის ამსახველი ვიდეო კადრები ენახა, თუმცა ეს ეგზე (exe) ფაილი კომპიუტერში ტროიანს აყენებდა და ვირუსის ავტორს კომპიუტერის დისტანციურად მართვის საშუალებას აძლევდა, მაგრამ ამ ინფორმაციამ არ შეგაშინოთ! <3 


როგორ ფიქრობთ, ღირს ამ სტატიის წაკითხვა ? 

არა, რა თქმა უნდა, ამ პოსტის გახსნა არ არის სახარბიელო, ვინაიდან იგი გარკვეულ ემოციურ დატვირთვას ატარებს და ადამიანს უჩენს მისი წაკითხვის ძლიერ ინტერესს! (რა თქმა უნდა,ეს პოსტი შესაძლოა არ გახლდეთ რაიმე ზიანის მომტანი თქვენთვის, მაგრამ მაინც უნდა აარიდოთ თავი ასეთ პოსტებს.)
 


როგორ ფიქრობთ, ღირს ამ სტატიის წაკითხვა ? 

გიღირთ თუ არა ამ პოსტის წაკითხვა ამის თქმა მე ნაკლებად შემიძლია, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ იგი Fake News  იყოს, ვინაიდან არ შეიცავს არანაირ Clickbait-ის ელემენტს, არის ძალიან უბრალო და მაინფორმირებელი სათაური, რომელიც გაწვდით ინფორმაციას. თუ ეს ინფორმაცია თქვენთვის საინტერესოა გახსნით თუ არ არის საინტერესო გაატარებთ, რაც მთავარია სათაური არ გაინტრიგებთ! 

ჩამოთვლილთაგან როელ შემთხვევაში შეიძლება გამოვიყენოთ clickbait ?

  • ახალი სათაურის შექმნა.

  • შემდგომი პოლიტიკური დღის წესრიგი.

  • აგრესიული კომენტარების წერა.

დიახ, clickbait ძალიან ხშირად გამოიყენება პოლიტიკაში, მედია საშუალებებით. თუ თქვენ გადაწყვეტთ გადაამოწმოთ ინფორმაცია წაიკითხეთ მთლიანი სტატია, რადგან მხოლოდ სათაურის წაკითხვა არ არის საკმარისი!

ფაქტობრივი შემოწმება!

ინტერნეტში ძალიან ბევრი მცდარი ინფორმაციაა გავრცელებული, სწორედ ამიტომ, თუ თქვენ აპირებთ ამ ინფორმაციის გადამოწმებას. დარწმუნდით, რომ იყენებთ სანდო წყაროს, მაგალითად https://www.bbc.com/. რაც შეეხება https://ka.wikipedia.org/ -ს რათქმაუნდა არ ვამბობ, რომ არასწორი ინფორმაციააა გავრცელებული, უბრალოდ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ პოსტში ცვლილების შეტანა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია  არის იმის დიდი ალბათობა, რომ ვინმეს არასწორი ინფორაცია ჰქონდეს შეტანილი. რა თქმა უნდა, ეს ჩემი შეხედულებაა და თავს ნამდვილად არ გახვევთ, პირიქით მე თვითონაც ძალიან ხშირად ვიყენებ https://ka.wikipedia.org/ -ს, თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნე არის დიდი შანსი იმისა, რომ ამ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია მთლად სწორიც არ იყოს. 

რატომ უნდა გადავამოწმოთ ინფორმაცია მცდარია თუ არა ? 

2017 წელს მედია საშუალებების მიერ იქნა გავრცელებული ინფორმაცია, რომ Storm Harvey-ს შემდეგ ტეხასი მთლიანად განადგურდა, ამ პოსტს 126,000-ზე მეტი გაზიარება ჰქონდა. ამ პოსტის ავტორმა შემდგომში განაცხადა, რომ პოსტი მთლიანად გაყალბებული იყო და ის ტეხასში არასდროს ყოფილა, მითუმეტეს შტორმის დროს.

იმედი მაქვს, ამ მცირედი ინფორმაციის მოწოდებით ცოტათი მაინც დაგეხმარეთ!
ველოდებით კომენტარებს რჩევების სახით, რათა ჩვენი პოსტები გახდეს უფრო დახვეწილი და უფრო მეტად შევძლოთ თქვენი დახმარება.



კატეგორია: ინტერნეტ სივრცე | ნანახია: 504 | დაამატა: TeMo | რეიტინგი: 4.0/1
იტვირთება რეკლამის ბარი...
სულ კომენტარები: 0
avatar