მაკინტოში (Macintosh), ეპლ კომპიუტერის (Apple Computer Inc.) მიერ შექმნილი, დამუშავებული და წარმოებული პერსონალური კომპიუტერებია, რომელიც მაკინტოშის ოპერაციულ სისტემაზე (მაკ ოს) მუშაობს. მაკინტოშის ჯიშის ვაშლის სეხნია თავდაპირველად 1984 წლის 24 იანვარს გამოვიდა; ეს იყო პირველი პოპულარული პერსონალური კომპიუტერი, რომელიც ამჟამად სტანდარტად ქცეულ გრაფიკულ სამომხმარებლო ინტერფეისს (გსი) იყენებდა, დესკტოპზე ფანჯრებითა და თაგუნას კონტროლით მაშინ სტანდარტული საკომანდო ხაზის ინტერფეისის ნაცვლად. ეპლი იმავე დროს განაგრძობდა ეპლ II ოჯახის კომპიუტერთა გაყიდვას მაკების პარალელურად 1993 წლამდე. მას შემდეგ ყველა ეპლ კომპიუტერი მაკინტოშის ოჯახისა გახდა.

თანამედროვე მაკები საკმაოდ მრავალფეროვანია დაწყებული ბიუჯეტური მაკ-მინიდან (Mac mini) საშუალო რანგის სერვერით, ექს-სერვი (Xserve), დამთავრებული. მაკინტოშის სისტემები ძირითადად განკუთვნილია საშინაო, საგანმანათლებლო და სახვითი ხელოვნების პროფესიული ბაზრებისთვის; ბოლო დროს ექს-სერვი G5 სერვერის გამოსვლის შემდეგ ეპლმა სამეწარმეო ბაზარშიც შეაღწია.

თავდაპირველი მაკინტოშის ოპერაციული სისტემა პირველი მაკის გამოშვებიდან მოყოლებული გამოიყენება, თუმცა მან დროთა განმავლობაში დიდი ცვლილებები განიცადა. 1999 წელს ეპლის ჯგუფმა გადაწყვიტა, რომ კლასიკურ მაკ ოს-ს აკლდა თანამედროვე კომპონენტები და გამოუშვა იუნიქსის (Unix) ბაზაზე დამუშავებული მაკ ოს X (Mac OS X), რომელიც გაცილებით სტაბილური სისტემა გახდა, თუმცა ამასთან კვლავ შესაძლებელი იყო კლასიკის აპლიკაციების გამოყენება ჩაშენებული კლასიკთან თავსებადი ინტერფეისის შრით. მაკ ოს X-ის თანამედროვე ვერსიაა v10.7 (ლომი), რომელიც ყველა ახალ მაკინტოშს მოჰყვება როგორც სტანდარტული ოპერაციული სისტემა (ექს-სერვი მაკ ოს X სერვერის ვარიანტზეა). მაკინტოშის სრულყოფისათვის ეპლმა დამატებით გამოუშვა პროგრამული უზრუნველყოფა - ციფრული მედია-აპლიკაციების მთელი სერია - iLife (აი-ლაიფ) პაკეტი, iWork (აი-ვორკ) პაკეტი და პროფესიული შემოქმედებითი ბაზრისთვის განკუთვნილი Final Cut Pro, Shake და Aperture პროგრამები.
Category: ტექნიკა | Views: 1622 | Added by: Administrator | Date: 2016-05-29 | Comments (0)

იუმორი: კომიკურის ერთ-ერთი სახეა და გონებამახვილურ დაცინვას ნიშნავს, ხშირად იყენებენ მხ.ნაწარმოებებში. იუმორის დიდოსტატებად ითვლებიან: დავით კლდიაშვილი, ნოდარ დუმბაძე, გურამ დონაჩაშვილი და სხვები.
დავით კლდიაშვილის იუმორს თან ახლავს თანაგრძნობა, სიბრალული დაცინვის ობიექტის მიმართ, ასეთ ირონიას "ცრემლნარევ ირონიას" უწოდებენ.

ირონია: ირონია (მოჩვენებითობა, თვალთმაქცობა) – თავაზიანობით შენიღბული დაცინვა, დამცინავი გადაკვრით ნათქვამი (თავშეკავებული, მშვიდი, სერიოზული ტონი, გარეგნულად გამოხატული პატივისცემა)
Attachments: სურათი 1
Category: ლიტერატურა | Views: 2317 | Added by: Administrator | Date: 2016-05-29 | Comments (0)