მსოფლიო არქეოლოგიურ რუკაზე საქართველო ფართოდ არის ასახული. საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არქეოლოგიური ძეგლი, რომელიც ამ რუკაზე აღიბეჭდა და დღეს უკვე საყოველთაოდაა ცნობილი, თბილისიდან 80 კილომეტრში, დმანისში მდებარეობს.
არქეოლოგიური ძეგლები ესაა ადამიანის მიერ  შექმნილი ნივთიერი კულტურის ძეგლები, რომლებიც არქეოლოგიური კვლევების საგანს წარმოადგენენ. არქეოლოგიურ ძეგლს განეკუთვნება ყველაფერი, რასაც ადამიანის არსებობისა და მოქმედების კვალი  ატყვია, მაგალითად, ნასახლარები, ნასოფლარები, ნაქალაქარები, სამარხები, საყოფაცხოვრებო ნივთები, მონეტები, სამკაულები და სხვ. არქეოლოგიური ძეგლები შესაძლოა მიწის ზემოთაც აღმოჩნდეს, მაგრამ უპირატესად ისინი მიწითაა დაფარული და მათ გამოსავლენად საჭიროა არქეოლოგიური გათხრების ჩატარება. არსებობს ასევე წყალქვეშმოქცეული არქეოლოგიური ძეგლებიც.
1991 წელს დმანისი სენსაციური აღმოჩენის ადგილად იქცა, როდესაც აქ უძველესი ჰომინიდის ქვედა ყბას მიაკვლიეს. ამ დროიდან ქართველ არქეოლოგებს გერმანელი კოლეგები შეუერთდნენ. სულ მალე დმანისმა მსოფლიო მეცნიერული წრეების ყურადღება მიიპყრო და ის საერთაშორისო კვლევის ობიექტი გახდა. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ხელმძღვანელობით აქ ინტენსიურად მუშაობდნენ გერმანელი, ამერიკელი, ფრანგი და ესპანელი მეცნიერები.
დმანისის აღმოჩენა იმით იყო განსაკუთრებული, რომ იგი ორჯერ აძველებდა პირველი ევროპელის მანამდე მიღებულ ასაკს.
Attachments: სურათი 1
Category: ისტორია | Views: 2344 | Added by: TeMo | Date: 2016-10-30 | Comments (0)