ადამიანის ცხოვრება სხვადასხვა ეტაპებს მოიცავს. ჩვენ გვაქვს წარმატების ფაზები ამაღლებული განწყობით - ,,აღმა სვლები", რომელსაც ხშირად მოყვება იმედგაცრუების ფაზები - ,,დაღმა სვლები", მათ შორის კი ცხოვრება როგორც წესი სწორხაზოვნად მიმდინარეობს. რაღათქმაუნდა აღნიშნული ცხოვრებისეული ფაზები სარკის ეფექტით ირეკლება ადამიანის სულიერ მდგომარეობაზე. წარმატებულ ეპიზოდებს ცხოვრებაში მივყავართ ამაღლებულ განწყობამდე, გვეუფლება შეგრძნება თითქოსდა ვართ უძლეველები. სამწუხაროდ ამ ყოველივეს არც თუ ისე იშვიათად ენაცვლება მარცხისა და იმედგაცრუების ეპიზოდები, რაც სასოწარკვეთაში გვაგდებს. რაც მეტი დრო გადის მით მეტად ვაფასებთ ე.წ. სწორხაზოვან ფაზებს, ეპიზოდებს აღმა სვლებსა და დაღმა სვლებს შორის, როდესაც თავს სტაბილურად და მშვიდად ვგრძნობთ. მაშ საიდან მოდის დეპრესია? პირველ რიგში განვმარტოთ ტერმინის მნიშვნელობა.
Category: მეცნიერება | Views: 578 | Added by: Dvalishvili | Date: 2018-11-09 | Comments (0)

სამედიცინო სფეროებში ტერმინი ისტერია დღეს უკვე პრაქტიკულად ამოღებულია ხმარებიდან. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ აღნიშნული სიმპტომების მქონე პაციენტებმა ექიმს არ უნდა მიმართონ. ნერვოზების ჯგუფის აღნიშნული წარმომადგენელი თავის მხრივ ნერვულ-ფსიქიკურ დაავადებას წარმოადგენს. ტერმინი ისტერია საკმაოდ ძველია და საფუძველს იღებს სიტყვისაგან ,,ისტერა", რაც ბერძნულად საშვილოსნოს ნიშნავს.
ანტიკურ საბერძნეთში ისტერიულ სიმპტომატიკას სწორედ საშვილოსნოს პათოლოგიებს მიაკუთვნებდნენ. სწორედ აქედან გამომდინარე, აღნიშნული სიმპტომების მატარებლები დღესაც კი ძირითადად ქალბატონები არიან.
Category: მეცნიერება | Views: 540 | Added by: Dvalishvili | Date: 2018-11-09 | Comments (0)

ნოციცეპტური სისტემის საშუალებით ხდება ტკივილის იმპულსების აღქმა და მათი ტვინისაკენ გადაგზავნა. გამომწვევი ფაქტორი შეიძლება იყოს როგორც ქიმიური, ასევე თერმული ან მექანიკური ბუნების. ტკივილი ეს გახლავთ ორგანიზმისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფენომენი, რომელიც გვამცნობს ორგანიზმში მიმდინარე პათოლგიური პროცესებს და /ან დაზიანებას (ხშირად პირველივე წამებიდანვე).
Category: მეცნიერება | Views: 1001 | Added by: Dvalishvili | Date: 2018-11-09 | Comments (0)

- ტვინისგან განსხვავებით, კუჭი ყოველთვის გვაძლევს სიგნალს, როდესაც ის ცარიელია.
Category: მეცნიერება | Views: 532 | Added by: Dvalishvili | Date: 2018-11-09 | Comments (0)

ფსიქიატრია / ფსიქოსომატიკა მეცნიერება ადმიანის სულისა და სხეულის შესახებ. მედიცინის ამოუწურავი დარგი სიმპტომებისა და სინდრომების მრავალფეროვნებით. ეს არ არის ის სფერო სადაც პასუხს კომპიუტერული ტომოგრაფი გეტყვით ანდაც დიაგნოზი პაციენტის უნახავად დაისმება.
ფსიქიატრიაში აუცილებელია მჭიდრო ვერბალური და ვიზუალური კონტაქტი პაციენტთან. ეს არ არის მედიცინის ის დარგი სადაც ექიმი ,,2 სიტყვას მოგიგდებთ და გაიქცევა", ,,წამალს გამოგიწერთ ისე, რომ არც კი აგიხსნით მის დანიშნულებას" და ა.შ.
 
Category: მეცნიერება | Views: 631 | Added by: Dvalishvili | Date: 2018-11-09 | Comments (0)

ბოროტი ხუმრობა არ გეგონოთ, ამერიკელი პედაგოგი, რომელიც მთელი ცხოვრება ბავშვებთან მუშაობდა, ერთ დღესაც აღმოაჩენს, რომ საკუთარი ხელით დაწერილი ასოები მისთვის სხვა არაფერია თუ არა ჩვეულებრივი იეროგლიფები. პანიკაში ჩავარდნილმა მასწავლებელმა დაუყოვნებლივ მიმართა ექიმს.
Category: მეცნიერება | Views: 478 | Added by: Dvalishvili | Date: 2018-11-09 | Comments (0)

მარიხუანა და მსოფლიო
- ლურჯი: ქვეყნები სადაც მარიხუანა ლეგალურია!
- ნარინჯისფერი: ქვეყნები სადაც მარიხუანა არალეგალურია, თუმცა დეკრიმინიზირებული
- ღია წითელი: ქვეყნები სადაც მარიხუანა არალეგალურია, კანონი ბუნდოვანი
- წითელი: ქვეყნები სადაც კანაბისის მოხმარება კრიმინალად ითვლება!
Category: საინტერესო | Views: 554 | Added by: vakomeladze | Date: 2018-11-09 | Comments (0)