14:17
ბრბო ( ესე )
საზოგადოებაში ყოველთვის არის ადამიანი,რომელსაც ბრბოსთან ბრძოლა უწევს.სოციუმის ნაწილი ფიქრობს,რომ ამ ბრძოლაში ადამიანი განწირულია.იმის მაგივრად,რომ სხვა აზრს ხალხმა პატივი სცეს,შეურაცხყოფას აყენებს.ამის შემდეგ ბრბოსა და ადამიანს შორის ჩნდება ბარიერი.ამის მაგალითია ვაჟა-ფშაველას „ალუდა ქეთელაური“.ალუდა,რომელიც სხვებისაგან განსხვავებით მტრის ვაჟკაცობას და რელიგიას პატივს სცემს,ბრბომ გაწირა.თუნდაც გავიხსენოთ გურამ დოჩანაშვილის „სამოსელი პირველის“ პერსონაჟი ბალახისფერი კაცი,რომელიც მხოლოდ იმიტომ გააძევეს ქალაქიდან,რომ კარაველებს არ მოსწონდათ პატიოსანი კაცი. საბოლოოდ კი ბრბოსთან ბრძოლას შეეწირა. სწორედ ეს ყველაფერი მოწმობს იმაზე,რომ ადამიანი ბრბოსთან უძლურია,ის განწირულია.საზოგადოება ვერასდროს ეგუება მისგან განსხვავებულ ადამიანს.

რაც შეეხება საზოგადოების მეორე ნაწილს,მიიჩნევს,რომ ადამიანი ბრბოს წინააღმდეგ ბრძოლაში განწირული არ არის,პირიქით,ხალხს ის უტოვებს ახალს,სხვებისთვის უცხოს.ამასთან დაკავშირებით მახსენდება ჯემალ ქარჩხაძის „იგი“.განსხვავებული აზრის გამო იგიც გაწირა ბრბომ და გამოასალმა სიცოცხლეს,მაგრამ მის გზას გააგრძელებს ზუ,რომელსაც ალბათ სხვა მიბაძავს.კიდევ ერთი პერსონაჟი,რომელიც ინდივიდუალურობით გამოირჩეოდა არის თოლია ჯონათან ლივინგსტონი.მისთვის ცხოვრებაში მთავარი მხოლოდ საჭმლის შოვნა არ იყო.მას ფრენა და მიზნისთვის მიღწევა უნდოდა.საბოლოოდ სოციუმმა ისიც არ მიიღო,მაგრამ მიმბაძველები გამოუჩნდნენ.ეს ამტკიცებს,რომ მიუხედავად ყველაფრისა,ადამიანი ბრბოს წინაშე დამარცხებული არასდროს არ არის.მას ყველა ნეგატიურად არ შეხვდება.საზოგადოებაში აუცილებლად იქნებიან ადამიანები,რომლებიც სხვების აზრს თუ შეხედულებას მიიღებენ,პატივს სცემენ,გამოჩნდებიან მხარდამჭერებიც.

მე ვფიქრობ,რომ ადამიანი ბრბოს წინააღმდეგ ბრძოლაში განწირული არ არის.მან,პირიქით,ხალხს უნდა დაანახოს რა არის ცხოვრებაში უკეთესი და მისკენ მოაქციოს.მარტო განსხვავებული აზრის გამო არ იწყება ეს ბრძოლა.ნებისმიერი რამ შეიძლება გახდეს მიზეზი.თუნდაც სიკვდილით დასაჯონ,ჩემი აზრით,ის განწირული არ არის,ადამიანის შრომა დაფასდება და მიმდევრები გამოჩნდებიან. | ტეგები: ბრბო, ესე, საზოგადოება, თემა, ხალხი, ადამიანი

მიმაგრება: სურათი 1
კატეგორია: ლიტერატურა | ნანახია: 3901 | დაამატა: TeMo | რეიტინგი: 4.5/2
იტვირთება რეკლამის ბარი...
სულ კომენტარები: 0
avatar