20:51
პლატონის - ,, სახელმწიფო ”

საზოგადოება შედგება ინდივიდებისგან, რომლებიც ცდილობენ ჩვენი ყოველდღიურობის სრულყოფას, თუმცა დღევანდელი არსებული რეალობის შექმნა სულაც არ ყოფილა იოლი პროცესი.   პირიქით, მრავალი ბარიერისა და გამოწვევის გადალახვა დაგვჭირდა , რომ დღევანდელი სიტუაცია შეგვექმნა. ამ პროცესში მრავალ ადამიანს უდიდესი წვლილი მიუძღვის. ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული პიროვნებაა დიდი ბერძენი ფილოსოფოსი, ათენის აკადემიის დამფუძნებელი, მოაზროვნე , შემოქმედი პლატონი. მისი იდეები და მოსაზრებები მკითხველისთვის შთამაგონებელია. საკმარისია გაეცნო მის ნაწარმოებ – ,, სახელმწიფოს’’ , რათა დაინახო, შეიმეცნო, გაანალიზო სამყარო ისეთად, როგორადაც მას პლატონი აღიქვამს. აღსანიშნავია პლატონის წერის სტილი, კერძოდ, მან გამოიყენა ყველასათვის ,,ახალი’’ , ,,ეგზოტიკური’’   დიალოგების საშუალებით აზრის გადმოცემის ხერხი. სავარაუდოა, რომ ,პლატონის აზრით, ჭეშმარიტება მართლაც დიალოგებისა და კამათის საშუალებით იბადება მასებს შორის. აქვე ყურადსაღებია მდგომარეობა, რომლის მიხედვით, პლატონის  იდეური მოქმედების სფერო თავისი მასწავლებლის, სოკრატეს, გლავკონისა და  ადიმანტეს საუბრით შემოიფარგლება. სწორედ მათი დიალოგი განაპირობებს, ავითარებს  სიუჟეტს და ჩვენ, მკითხველნი, სწორედ მათ საუბარში ვეზიარებით პლატონის კოსმოპოლიტიზმსა და მოსაზრებებს.პლატონი  წინა პლანზე წამოჭრის იდეას, რომლის მიხედვით, სახელმწიფოს მართვა ყველაზე უკეთ ფილოსოფოსებს შეუძლიათ, მოცემულ მოსაზრებას იგი მრავალი არგუმენტის საშუალებით წარმოგვიდგენს. ერთი შეხედვით ამ პარადოქსულ აზრს, მართლაც, საღ და რელევანტურ იდეად წარმოგვიჩენს. ამისათვის  იყენებს შედარების სამ მაგალითს:  მზის შედარებას, წრფის შედარებასა და მღვიმის ალეგორიას. თითოეული მათგანი  ავთენტურ და რელევანტურ მოსაზრებებს შეიცავს. სამყარო, რომელიც იდეურია, და , რომელსაც ადამიანის თვალი ვერ წვდება, მისთვის ასოცირდება  იმავე დატვირთვით , როგორიც მზეს აქვს თითოეული ინდივიდის სამყაროში. მზე  სიცოცხლის საწყისს, ფუნდამენტს , იმედს წარმოადგენს, შესაბამისად, პლატონს სურს, წარმოგვიჩინოს , რომ მხოლოდ ხილული საგნების ცქერა არ არის მართებული ქცევა, პირიქით , ის ჩვენს მოვალეობად თვლის , რომ თითოეული ხილული საგნის მიღმა დავინახოთ იდეური სამყარო,  რომელიც ღრმა შინაარსობრივ მხარეს ანიჭებს უპირატესობას.  მართლაც ,და იქნებ ჩვენ , მოკვდავებს,  ჩვენი ყოველდღიური გულგრილობიდან გამომდინარე, სრულიად შეუმჩნევლად გვრჩება ის დიდი სიღრმე, რომელიც საგნებს გააჩნია?! რიტორიკულ კითხვაზე პასუხი აშკარააა. შეუძლებელია სოციუმის ნამდვილ წევრად აღიქვა საკუთარი პიროვნება და ეს უკანასკნელი უბრალოდ უგულებელყო.  რაც შეეხება წრფის შედარებას,  ეს უკანასკნელი  განამტკიცებს მზის შედარებაში წარმოდგენილ მოსაზრებას. პლატონის აზრით, უდიდესი ადგილი ზოგადად ადამიანის ცხოვრებაში ეთმობა იდეებს, სწორედ ამ ფაქტის  ავთენტურობის გასამყარებლად მოიყვანა წრფის მაგალითი.  მღვიმის ალეგორია კი პირდაპირ ცხადყოფს ჩვენს რეალობას. ჩვენი სამყარო მან მღვიმის სახით წარმოისახა, ადამიანები კი იმ ბრბოს ნაწილად წარმოაჩინა, რომლებიც ჯაჭვების საშუალებით განწირულები არიან და რომელთა საზრუნავს მხოლოდ უკან არსებული ჩრდილების დანახვა წარმოადგენს. ერთი შეხედვით, ძნელია , გაიაზრო , რისი თქმა სურს ამ შედარებით პლატონს? იქნებ სურს,  დაგვანახოს, რომ ეს ცხოვრება მხოლოდ გრძნობით საწვდომი საგნებისგან არ შედგება?! იქნებ ჩვენს გარშემო არსებობს უფრო ფართო სივრცე,რომელიც უნდა დავინახოთ და შევიმეცნოთ?! იქნებ იდეებს სათანადო ყურადღებას არ ვუთმობთ და სწორედ ამიტომაც  ვიმყოფებით მსგავს სიტუაციაში?!  . მივიჩნევ, რომ შეუძლებელია პროგრესი  და განვითარება ღრმა იდეების გარეშე.  პლატონი აქვე საუბრობს სიკეთის იდეის შესახებ.  იგი მიიჩნევს, რომ ამ სამყაროს ფუნდამენტს სწორედ ეს იდეა წარმოადგენს. მისთვის, როგორც უდიდესი მაოზროვნისთვის, სიკეთის იდეა არის სწორედ ის , რაც პირდაპირ უკავშირდება საგნის დანიშნულებას,იმას , რის გამოც შექმნილია ესა თუ ის ობიექტი.

უდავოა, რომ  იდეების სამყაროსთან ყველაზე ახლოს ფილოსოფიის სფერო დგას. აქედან გამომდინარე , არ არის გასაკვირი პლატონის დამოკიდებულება ფილოსოფიის მიმართ. ფილოსოფია ხომ სწორედ  იდეებისა და შეხედულებების სისტემაა სამყაროს შესახებ და ,ზოგადად, სწორედ აღგვიწერს  ადამიანის როლს სოციუმში.  პლატონი დარწმუნებულია, რომ ქვეყნის მართვის სადავეები ფილოსოფოსებს უნდა გადავაბაროთ, რადგან მხოლოდ ისინი არიან ადამიანები, რომლებსაც ძალუძთ შეცვალონ ადამიანების ცხოვრება უკეთესობისკენ, თუმცა , თვლის,რომ ფილოსოფოსობა მართლაც ერთეულთა ხვედრია. უფრო მეტიც, მას გამოყოფილი აქვს გარკვეული უნარ-ჩვევები ,რომლებიც ნამდვილ ფილოსოფოსს უნდა ახასიათებდეს. კონკრეტულად: „გულწრფელობას, სიცრუის გადაჭრით უარყოფას, მისდამი სიძულვილს და სიყვარულს ჭეშმარიტების მიმართ.“( პლატონი,2014,12) ძნელია , ადამიანი სწორედ ისეთი თვისებებით აღზარდო, როგორიც პლატონს აქვს წარმოდგენილი. სწორედ ამიტომ მას უკვე ჩამოყალიბებული აქვს გარკვეული  თეორემა , რომლის მიხედვით  მომავალი ფილოსოფოსები ადრეული ასაკიდანვე უნდა აღიზარდონ ღირსეულ მოაზროვნეებად. ფილოსოფოსის აღზრდა განპირობებული უნდა იყოს არითმეტიკის, გეომეტრიის, სტერეომეტრიის, ასტრონომიისა და ჰარმონიის ელემენტარულ ცოდნით.   აქვე პლატონი ერთ უმნიშვნელოვანეს თვისებას აღნიშნავს – ეს გამჭრიახობაა, რომელიც ეხმარება ინდივიდს მასალის მალე ათვისებაში- „სწავლაში გამჭრიახნი უნდა იყვნენ… ადვილად ეუფლებოდნენ ცოდნას (პლატონი,2014,62).     ძნელია გამოეყო საერთო მასას და განსაკუთრებული, მნიშვნელოვანი როლი დაიკავო საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ამ ,,ტიტულს’’  ძალიან დიდი ბრძოლა და მონდომება სჭირდება , სწორედ ამიტომაც ყველა ადამიანს არ შეუძლია  იყოს   გამორჩეული. ამ ტიტულს პლატონი სრულიად დამსახურებულად გადასცემს ფილოსოფოსებს, რადგანაც სწორედ ამ უკანასკნელ კატეგორიას შეუძლია შთააგონოს ხალხი და აზიაროს იმ ჭეშმარიტებას, რომელსაც  უკვე ეზიარა. ფილოსოფოსთა გონების წვდომა,ჩვეულებრივი ადამიანებისგან განსხვავებით, მიღწეულია სრულყოფილ რეალობამდე.

ყოველივე ზემოთქმული ფაქტიდან გამომდინარე, მინდა კვლავ აღვნიშნო, რომ ფილოსოფოსების როლი და მნიშვნელობა საზოგადოებაში წარმოადგენს ნაწარმოების ლაიტმოტივს.ფილოსოფოსები იკვლევენ იმ რეალობას, რომელიც მხედველობის მიღმა რჩევა კონკრეტულ საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარულ დისციპლინებს . პლატონიც შთაგონებულია მოცემული მოსაზრებით, სწორედ ამიტომაც მთელი ენთუზიაზმით ცდილობს, დაარწმუნოს მკითხველი და ,ზოგადად, საზოგადოება, რომ სახელმწიფოს მართვა მხოლოდ ფილოსოფოსებს შეუძლიათ, თუმცა ის თვისებები, რომლებიც მან სავალდებულოდ წარმოგვიჩინა ნამდვილად ძნელია ერთ ადამიანში თავმოყრილი ვიპოვოთ…

წყარო: https://mariamjakeliblog.wordpress.com/2017/11/19/%E1%83%9E%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9B%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%A4%E1%83%9D/



კატეგორია: ლიტერატურა | ნანახია: 892 | დაამატა: Dvalishvili | რეიტინგი: 0.0/0
იტვირთება რეკლამის ბარი...
სულ კომენტარები: 0
avatar