სამოქალაქო სამართლის ცნება და სისტემა
სამართალი ორ ნაწილად იყოფა – კერძო და საჯარო სამართლად. სამართლის ის ნაწილი, რომელიც აწესრიგებს კერძო პირთა შორის თანასწორუფლებიანობის საფუძველზე წარმოშობილ ურთიერთობებს, კერძო სამართალი ეწოდება. კერძო სამართლებრივი ურთიერთობის მაგალითებია ნასყიდობა, ჩუქება, ქირავნობა და სხვ. რაც შეეხება, საჯარო სამართალს ეს არის სახელმწიფოსათვის დაწერილი სამართალი,რომლის საფუძველზე სახელმწიფო და მისი ორგანოები დაკისრებულ მოვალეობებს ასრულებენ. მისი მაგალითებია სამშენებლო ნებართვა, სამეწარმეო საქმიანობაზე ლიცენზიის გაცემა და ა.შ.  სამოქალაქო  სამართალი აწესრიგებს პირთა თანასწორობაზე დამყარებულ კერძო ხასიათის ქონებრივ, საოჯახო და პირად ურთიერთობებს. სამოქალაქო საართალი კერძო სამართლის ნაწილია. სამოქალაქო სამართალს მიიჩნევენ ზოგად კერძო სამართლად სპეციალური სამართლის მიმართ. კერძო სამართლის სპეციალურ დარგებს განეკუთვნება: მეწარმეთა, ინტელექტულაური საკუთრების, შრომის და საკორპორაციო სამართალი. ხოლო საჯარო სამართლის სისტემას განეკუთვნება : სახელმწიფო, კონსტიტუციური, საგადასახადო, საბაჟო და საპროცესო სამართალი.
Attachments: სურათი 1
Category: იურისპრუდენცია | Views: 5446 | Added by: Dvalishvili | Date: 2016-10-20 | Comments (0)