ბრიტანელი მეცნიერები ცდილობენ, რომ ვირუსი ზიკა ტვინის სიმსივნური უჯრედების მოასაკლავად გამოიყენონ.
კვლევაში აქცენტი  გლიობლასტომაზე იქნება გაკეთებული. ეს არის თავის ტვინის კიბოს ყველაზე გავრცელებული ფორმა, რომელიც მაღალი ლეტალობით ხასიათდება.
ვირუსი ზიკა უარყოფით გავლენას ახდენს თავის ტვინის ღეროვანი უჯრედების განვითარებაზე და ჩვილებში მძიმე უუნარობას იწვევს – თუმცა ზრდასრულებში, რომელთა ტვინებიც უკვე ჩამოყალიბებულია, ზომიერ გრიპის მსგავს სიმპტომებს.
გლიობლასტომის დროს კიბოს უჯრედები განვითარებადი ტვინის მსგავსია, ამიტომ ვირუსის, შესაძლოა მათზე ზემოქმედებისთვის იქნეს გამოყენებული.
Views: 1017 | Added by: Administrator | Date: 2017-10-24 | Comments (0)