14:33 აკაკი წერეთელის - " სულიკო " (ანალიზი) |
ვერ ვნახე… დაკარგულიყო!… გულამოსკვნილი ვჩიოდი: “სადა ხარ, ჩემო სულიკო?!” ეკალში ვარდი შევნიშნე, ობლად რომ ამოსულიყო; გულის ფანცქალით ვკითხავდი: “შენ ხომ არა ხარ სულიკო?!” ნიშნად თანხმობის კოკობი შეირხა… თავი დახარა, ცვარ-მარგალიტი ციური დაბლა ცრემლებად დაჰყარა. სულგანაბული ბულბული ფოთლებში მიმალულიყო; მივეხმატკბილე ჩიტუნას: “შენ ხომ არა ხარ სულიკო?!” შეიფრთქიალა მგოსანმა, ყვავილს ნისკარტი შეახო, ჩაიკვნეს-ჩაიჭიკჭიკა, თითქოს სთქვა: “დიახ, დიახო!” დაგვქათქათებდა ვარსკვლავი, სხივები გადმოსულიყო; მას შევეკითხე შეფრქვევით: “შენ ხომ არა ხარ სულიკო?!” დასტური მომცა ციმციმით, სხივები გადმომაყარა და იმ დროს ყურში ჩურჩულით ნიავმაც ასე მახარა: “ეგ არის, რასაც ეძებდი, მორჩი და მოისვენეო! დღე დაიღამე აწ ტკბილად და ღამე გაითენეო! სამად გაშლილა ის ერთი: ვარსკვლავად, ბულბულ-ვარდადო, თქვენ ერთმანეთი რადგანაც ამ ქვეყნად შეგიყვარდათო”. მენიშნა… აღარ დავეძებ საყვარლის კუბო-სამარეს, აღარც შევჩივი ქვეყანას, აღარ ვღვრი ცრემლებს მდუღარეს! ბულბულს ყურს ვუგდებ, ვარდს ვყნოსავ, ვარსკვლავს შევყურებ ლხენითა, და რასაცა ვგრძნობ მე იმ დროს, ვერ გამომითქვამს ენითა! ისევ გამეხსნა სიცოცხლე, დღემდი რომ მწარედ კრულ იყო, ახლა კი ვიცი, სადაც ხარ, სამგან გაქვს ბინა, სულიკო!.. 1895 წ. ანალიზი ჩვენს პატარა სამშობლოს “საქართველოს” უამრავი გენიალური პოეტი და მწერალი ჰყავს.მათ შორისაა აკაკი წერეთელი.მისი შესწავლ ნაწარმოებებს შორის არის ლექსი “სულიკო”. “საყვარლის საფლავს ვეძებდი, ვერ ვნახე დაკარგულიყო!.. გულამოსკვნილი ვჩიოდი სადახარ ჩემო სულიკო?!” თვით პოეტის გარდა არავინ იცის ვინ იგულისხმება სულიკოში.ნაწარმოებში ლაპარაკი შეიძლება იყოს შეყვარებულზე რომელიც დაეღუპა,წარმსახვით სიყვარულძე,სამშობლოს დაკარგულ ტერიტორიაზე,მონმავლის რწმენაზე,მაგრამ სახელი “სულიკო” მიგვანიშნებს რომ ლაპარაკია სულიერებაზე.მწერალი ასევე იძახის: “სამად დაშლილა ის ერთი, ვარსკვ;ავად,ბულბულ ვარდათო” ჩემი აზრით ბულბულში იგულისხმება ენა,ვარდში მამული,ხოლო ვარსკვლავში სარწმუნოება.მწერალი აბობს,რომ სულიკოს სამგან აქვს ბინა.გიფიქარიათ რას შეიძლება ნიშნავდეს ეს? ჩემი აზღიტ სულიკო არის სამება(ღმერთი),ბინა კი აქვს სულში,გულში და გონებაში. “ვასილ ბარნოვი ფიქრობდა,რომ “სულიკოში” გამოხატულია სატრფო-სამშობლოს ძებნის ტკივილი…
გრიგოლ რობაქიძე ვარაუდობდა,რომ “სულიკო” სატრფო-მშვენიერების ძიებაა… ჩემი აზრით კი,”სულიკო” დაკარგული ღმერთის ძებნაა. …სულ უბრალო კითხვა დავსავათ: რა შეიძლება იყოს,გარდა ღმერთისა,დამარხული,შენახული ვარდში,ბულბულში და ვასკვლავში? ცხადია,არაფერი.ერთადერთი,რისი საფლავიც (ანუ შემნახავი) შეიძლება გახდეს სამივე,არის უზენაესი,რაკი იგი ყველგან სუფევს. (ავტორი გენია.ჯი) არსებითია ისიც,რომ ძიება მიმდინარეობს ვერტიკალურად – ქვევიდან ზევით,მიწიდან ცისკენ.ამაღლების პროცესიაა ნაჩვენები.საერთოდ,აკაკის პოეზიაში მოძრაობა ყოველთვის ქვევიდან ზევით არის მიმართული.ესეც განაპირობებს იმას,რომ აკაკის ლექსების დიდ ნაწილს საგალობლის ხასიათი აქვს. ცხადია,უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს “სულიკოში” ნათქვამი: “სამად დაშლილა ის ერთი: ვარსკვლავად,ბულბულ,ვარდათო”.ქრისტიანული კონცეფციით ღმერთი სამპიროვანი ერთარსებააა.ლექსში კი ამის პირდაპირი მინიშნებაა.ამჯერად ამ კონკრეტულ სტრიქონში მოძრაობა ზევიდან ქვევით,ციდან მიწისკენ მომდინარეობს: ვარსკვლავი-ბულბული-ვარდი.ეს კი უფლის მოვლინების სურათია. საყვარლის პოვნა პოეტს უდიდეს სიხარულს ჰგვრის: “და რასაცა ვგრძნობ მე იმ დროს,ვერ გამოითქვამს ენითა”.თუ ადრე პოეტს უიმედობა და სასოწარკვეთილობა ფლობდა,ახლა კი უკვე “ისევ გამეხსნა სიცოცხლე,დღემდე,რომ მწარედ კრულ იყო”… რამ შეიძლება მიანიჭოს ადამიანს ესოდენ უზომო სიხარული? პასუხი,ჩემი აზრით,ერთი შეიძლება იყოს: დაკარგული ღმერთის პოვნამ და სწორედ ამ სიხარულის ლექსია “სულიკო”. |მიმაგრება: სურათი 1 |
|
სულ კომენტარები: 0 | |