ვეფხისტყაოსნის პროლოგი და ეპილოგი შინაარსობრივად გარკვეულ ტრადიციულ პრინციპზეა აგებული. პროლოგის დასაწყისში ავტორი ქებითა და ლოცვით მიმართავს სამყაროს შემოქმედს (1. და 2. სტროფები). ღვთისადმი მიმართვის შემდეგ რუსთაველი ქებას უძღვნის ამქვეყნიურ მეფეებს (3-5 სტროფები), სადაც იგი აღნიშნავს, რომ არ იცის, როგორ შეჰკადროს ხოტბის შესხმა თამარ მეფის „ლომს“. სიტყვა „ლომი“ პოემის მესამე სტროფში ნახმარია მეტაფორული მნიშვნელობით და აღნიშნავს თამარ მეფის მეუღლეს. ეპილოგში იგი უკვე საკუთარი სახელით — დავითითაამოხსენიებული. მეოთხე სტროფი საგანგებოდ საკუთრივ თამარ მეფეს ეძღვნება:
|
გალაქტიონ ტაბიძის პოეზიაში სიმბოლისტური ლიტერატურული პრინციპების გავლენით შექმნილი ერთ-ერთი ლექსია „თოვლი“, რომელიც დათარიღებულია 1916 წლით. იგი რომანტიკული სიყვარულით შთაგონებული პოეტური ნაშრომია. ესაა სიყვარულის ძლიერი გრძნობით განათებული ლირიკული გმირის აღსარება სატრფოს წარმოსახვითი აჩრდილის წინაშე, დიდი სიტყვიერი ხელოვნებითა და ღრმა ფსიქოლოგიზმით წარმოჩენა იმ წმინდა გრძნობისა, რომელიც ლირიკული გმირისთვის ცხოვრების საზრისად და ამქვეყნიური არსებობის ყველაზე დიდ მიზანსწრაფად ქცეულა.
Category: ლიტერატურა |
Views: 7347 |
Added by: TeMo |
Date: 2016-05-26
|
|
XII საუკუნე საქართველოს ისტორიაში ძლიერების და კეთილდღეობის ხანაა, მას საფუძველი დავით აღმაშენებლმა ჩაუყარა და მისმა მემკვიდრეებმა ეს საფუძველი კიდევ უფრო განამტკიცეს, გიორგი III მამაზე მეტად მტკიცე და თავისი პოლიტიკის თანმიმდევრულად გამტარებელი გამოდგა, თავის მონეტებზე გიორგი III მესიის მახვილად იწოდებოდა, რაც მიგვანიშნებს, რომ სახელოვანი პაპის დაწყებული საქმე უნდა გააგრძელოს _ ამიერკავკასიიდან მტრის განდევნა დაუსახავს მიზნად.
Category: ისტორია |
Views: 2044 |
Added by: TeMo |
Date: 2016-05-26
|
|
|