00:07
ასასინები / asasinebi
ასასინები (არაბ. ჰაშიშინ — ჰაშიშის მწეველი) — მასონური და მისტიკური ორდენი, რომელიც დააარსა ჰასან იბნ საბაჰმა. ისმაილიტთა მუსლიმანურ სექტაში XI საუკუნის დამლევს მომხდარი განხეთქილების შედეგად ირანში შექმნილი საიდუმლო სექტანტური ნეოისმაილიტური ორგანიზაცია. გამოირჩეოდნენ უკიდურესი ფანატიზმით. ჰაშიშის ზემოქმედებით ახორციელებდნენ პოლიტიკურ მკვლელობებს. ორდენში იყვნენ თვითმკვლელთა ჯგუფები, რომლებსაც პოლიტიკური მკვლელობებისთვის იყენებდნენ. მათ სჯეროდათ, რომ თუკი მოკვდებიან ბრძანების შესრულებით ისინი სამოთხეში მოხვდებიან.

ასასინების, ანუ ნიზარიების სათავეში იდგნენ მსხვილი ფეოდალები, რომლებიც მიზნად ისახავდნენ სუნიტ სელჩუკიანთა გამოჩენილ წარმომადგენლებთან ბრძოლას. ძალთა ნაკლებობის გამო ასასინები ინდივიდუალური მკვლელობის პოლიტიკას ახორციელებდნენ თავიანთი ფიდაების საშუალებით. 1090 წელს ორდენის დამაარსებელმა და მეთაურმა შეიხმა ჰასან იბნ საბაჰმა აიღო ალამუთის ციხე და ასასინების რეზიდენციად აქცია. შემდეგ ასასინებმა ბევრი სხვა მიუვალი ციხეც იგდეს ხელთ ირანსა და სირიაში და შექმნეს თეოკრატიული სახელმწიფო.

XII საუკუნის დამდეგს ასასინების მოძრაობა გავრცელდა სირიასა და ლიბანში, სადაც ასასინები ჯვაროსნებს ებრძოდნენ. თანდათანობით ასასინების მეთაურებმა მიიტაცეს მათი ციხესიმაგრეების გარშემო მდებარე მიწები და ჩვეულებრივ ფეოდალებად იქცნენ. 1256 წელს მონღოლებმა ჰულაგუ-ხანის მეთაურობით აიღეს ალამუთის ციხე და მოსპეს ასასინები. ირანში, სირიასა და ლიბანში, 1273 წელს ასასინებს ბოლო მოუღეს მამლუქებმა ბაიბარს I-ის ხელმძღვანელობით. | ტეგები: წამალი, ნარკოტიკი, ასასინი, დაქირავებული მკვლელები, ზემოქმედაბა, ქილერები, მკვლელები, ასასინები

კატეგორია: ვიდეოები | ნანახია: 844 | დაამატა: TeMo | რეიტინგი: 0.0/0
იტვირთება რეკლამის ბარი...
სულ კომენტარები: 0
avatar