14:17 ბრბო ( ესე ) |
რაც შეეხება საზოგადოების მეორე ნაწილს,მიიჩნევს,რომ ადამიანი ბრბოს წინააღმდეგ ბრძოლაში განწირული არ არის,პირიქით,ხალხს ის უტოვებს ახალს,სხვებისთვის უცხოს.ამასთან დაკავშირებით მახსენდება ჯემალ ქარჩხაძის „იგი“.განსხვავებული აზრის გამო იგიც გაწირა ბრბომ და გამოასალმა სიცოცხლეს,მაგრამ მის გზას გააგრძელებს ზუ,რომელსაც ალბათ სხვა მიბაძავს.კიდევ ერთი პერსონაჟი,რომელიც ინდივიდუალურობით გამოირჩეოდა არის თოლია ჯონათან ლივინგსტონი.მისთვის ცხოვრებაში მთავარი მხოლოდ საჭმლის შოვნა არ იყო.მას ფრენა და მიზნისთვის მიღწევა უნდოდა.საბოლოოდ სოციუმმა ისიც არ მიიღო,მაგრამ მიმბაძველები გამოუჩნდნენ.ეს ამტკიცებს,რომ მიუხედავად ყველაფრისა,ადამიანი ბრბოს წინაშე დამარცხებული არასდროს არ არის.მას ყველა ნეგატიურად არ შეხვდება.საზოგადოებაში აუცილებლად იქნებიან ადამიანები,რომლებიც სხვების აზრს თუ შეხედულებას მიიღებენ,პატივს სცემენ,გამოჩნდებიან მხარდამჭერებიც. მე ვფიქრობ,რომ ადამიანი ბრბოს წინააღმდეგ ბრძოლაში განწირული არ არის.მან,პირიქით,ხალხს უნდა დაანახოს რა არის ცხოვრებაში უკეთესი და მისკენ მოაქციოს.მარტო განსხვავებული აზრის გამო არ იწყება ეს ბრძოლა.ნებისმიერი რამ შეიძლება გახდეს მიზეზი.თუნდაც სიკვდილით დასაჯონ,ჩემი აზრით,ის განწირული არ არის,ადამიანის შრომა დაფასდება და მიმდევრები გამოჩნდებიან. | მიმაგრება: სურათი 1 |
|
იტვირთება რეკლამის ბარი...
სულ კომენტარები: 0 | |