10:38
ჰიპოთეტური მიზეზობრიობ
ჰიპოთეტური მიზეზობრიობა არსებობს იმ შემთხვევაში, როცა ქმედებამ გამოიწვია (დააჩქარა) შედეგი, რომელიც მოგვიანებით სხვა მიზეზით, რომელიც მესამე პირის მიერ არ იყო შექმნილი მაინც დადგებოდა.

მაგალითად(1), x-მა მოწამლა z, რასაც მოჰყვა მისი სიკვდილი, მაგრამ დადგინდა, რომ  z ავად იყო და მაინც მოკვდებოდა დროის მცირე მონაკვეთში. მიუხედავად ამისა, x აგებს პასუხს დამთავრდებული დანაშაულისათვის, ვინაიდან მან  z-ს ბუნებრივი სიკვდილი თუნდაც დროის მცირე მონაკვეთით დააჩქარა. მას შედეგი ობიექტურად შეერაცხება.
მაგალითად(2), x-მა თბილისის აეროპორტში მოკლა z, რომელიც მიფრინავდა პარიზში. თვითმფრინავი, რომლითაც z უნდა გაფრენილიყო, რამდენიმე წუთში ავიაკატასტროფის შედეგად ჩამოვარდა, რასაც მგზავრთა დაღუპვა მოჰყვა. მიუხედავად იმისა, რომ  z-ს სიკვდილი გარდაუვლად დადგებოდა, აქაც  x-ს ობიექტურად შეერაცხება შედეგი და პასუხს აგებს დამთავრებული დანაშაულისათვის.

ის არგუმენტი, რომ მსხვერპლი მაინც მოკკვდებოდა, არ არის საკმარისი სხვაგვარი დასკვნის გასაკეთებლად. ჰიპოთეტური მიზეზობრიობის დროს შედეგი ყოველთვის ობიექტურად შეერაცხება იმ პირს, ვინც თავისი მოქმედებით შედეგის დადგომა გამოიწვია (დააჩქარა).

მერაბ ტურავა

| ტეგები: იურისპრუდენცია, მეცნიერება, ჰიპოთეტური, სამართალი, მიზეზობრიობა

მიმაგრება: სურათი 1
კატეგორია: იურისპრუდენცია | ნანახია: 1491 | დაამატა: Dvalishvili | რეიტინგი: 0.0/0
იტვირთება რეკლამის ბარი...
სულ კომენტარები: 0
avatar