17:20
HTML განხილვა 1 HOME

ყველა საიტის სჭირდება HTML კოდი განურჩევლად იმისა, თუ რა როლი აკისრია მას და რაზეა პასუხისმგებელი, იქნება ეს ბლოგი, ვიდეო პორტალი თუ სოციალური ქსელი ყველა საიტი იყენებს HTML კოდს. ეიჩტიემელს კი აქვს ასეთი განმარტება Hypertext Markup Language.

შევქმნათ HTML პირველი მარტივი გვერდი 

<!DOCTYPE html>
<html>
     <head>
               <title>BT.PVT.GE საიტის სათაური</title>
     </head>

     <body>
               <h1>სათაური</h1>
               <p>პარაგრაფი</p>
     </body>
</html>

ახლა კი დეტალურად განვიხილოთ გამოყენებული ტეგები.
<!DOCTYPE html> - ეს ტეგი გვეუბნება რომ კოდის გაფართოება არის HTML.
<html> </html> ნიშნავს რომ მათ შორის მოთავსებული კოდები უნდა აღიქვას ვებგვერდმა როგორც Html აქვე ავღნიშნავ რომ html ტეგები შეიძლება დავყოთ 2 ტიპად ერთი რომელსაც სჭირდება დახურვა და მეორე რომელსაც არ სჭირდება, მოვიყვანოთ მარტივი მაგალითი 
მაგალითად <p> ტეგს აუცილებლად სჭირდება დახურვა </p> რადგან წებგვერდმა აღიქვას მასში მოთავსებული ტექსტი პარაგრაფად მაგრამ <br> ტეგს დახურვა არ ჭირდება ვიდაიდან იგი უბრძანებს ბრაუზერს რომ გაწყვიტოს სტრიქონი და ტექსტი დაბლა ჩამოიტანოს უკეთ რომ გაიგოთ გაჩვენებთ მაგალითს ანუ 
<p> მოცემულ პარაგრაფში მოთავსებული ტექსტი იქნება ორ სტრიქონზე გაწერილი <br> რადგან ამ პარაგრაფში ჩვენ ვიყენებთ სტრიქონის გაწყვეტის ბრძანებას  </p>
როგორც შეამჩნიეთ <br> ტეგი მოთავსებულია პარაგრაფის შუაშ სადაც სტრიქონი გაწყდება და <br> კოდის შემდეგ დაწერილი ტექსტი ახალი ხაზიდან დაიწყება . 
რაც შეეხება <head></head> ტეგს ეს არის წებ გვერდის ის ნაწილი რომელიც ვიზუალურად არ ჩანს და მასში მოთავსდება ძირითადად ის ბიბლიოთეკები რომლების დეველოპერმა გამოიყენა Html კოდის გაფორმებისთვის ვგულისხმობ CSS JS და სხვა პროგრამულ ენებს რომლებიც ამ ბოლო წლებში ძალიან მომრავლდა ( Ps ან ჩემთვის ახლა გახდა ცნობილი და მაგიტომ მგონია რო მომრავლდა :D).  ანუ რომ შევაჯამოთ <head> </head> კოდი არის საიტის თავი რომელსაც ჩვენ ვერ ვხედავთ მაგრამ საიტის 80-90% იმართება <head> ტეგიდან, ანუ ჰეად ტეგში მოთავსებულია ის კოდები რომლის ჩატვირთვაც გვჭირდება ვებ გვერდის ჩატვირთვამდე. ანუ თუ ჩვენ გვაქვს რაიმე ჯავა სკრიფტი ან ცსს სტილები რომელიც უნდა ჩაიტვირთოს მანამ სანამ ვებ გვერდი ჩაიტვირთება აუცილებლად უნდა ჩავსვათ head ტეგებს შორის, მაგრამ გაითვალისწინეთ რომ არ არის მიზანშეწონილი ყველა კოდის head ტეგში ჩასმა რადგან იმისთვის რომ ვებგვერდი გადავიდეს ტანის ჩატვირთვაზე მან პირველრიგში უნდა ჩატვირთოს ჰეადში არსებული ფაილები და თუ ჰეად ტეგში მეტისმეტად დიდი ზომის მქონე ინფორმაციას შეიტანთ მაშინ საიტი უბრალოდ გვიან ჩაიტვირთება რაც მომხმარებელს არადადებითად განაწყობს თქვენი ვებგვერდისადმი.

ახლა გადავიდებ <body> </body> ტეგზე ეს არის ის ადგილი რასაც ჩვენ ვხედავთ ვებ გვერდის გახსნისას ანუ ეს დიზაინი მასალები და აბსოლიტურად ყველაფერი რასაც მაუსით ვეხებით და ვიყენებთ ვებ გვერდზე არის ბოდყ ტეგში მოთავსებული.
<h1>დიდი ზომის სათაური </h1> <h> ტიპის ტეგები ძირითადად გამოიყენება სათაურებში და ისინი დაყოფილია 6 კატეგორიად ანუ 

<h1> <h2> <h3>... <h6> ტექსტის ზომა უკუ მიმართულებით იზრდება ანუ ყველაზე დიდი ზომის სათაური იქნება <h1> ში მოთავსებული სათაური ხოლო ყველაზე პატარა კი იქნება <h6> ში მოთავსებული სათაური.

<p> ეს ტეგი კი აღნიშნავს პარაგრაფს რომელშიც უნდა მოვათავსოთ ტექსტი ანუ თუ ჩვენ გვსურს ჩვენს გვერდზე პარაგრაფის გაკეთება ვიყენებთ ამ ტეგს პარაგრაფი </p>

| ტეგები: ტეგები, ვებ გვერდი, html, სასწავლო, გაკვეთილი, ვებგვერდის შექმნა

კატეგორია: ინტერნეტ სივრცე | ნანახია: 607 | დაამატა: TeMo | რეიტინგი: 0.0/0
იტვირთება რეკლამის ბარი...
სულ კომენტარები: 0
avatar